„მთელი დღეა ამ იარაღს ვუტრიალებ, ხან წინსაფრის ჯიბეში ჩავიწყვე, ხან მაგიდაზე დავილაგე და ვუყურებ, ვეფერები. არ ვიცი, ბოლოს ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი“

გურული მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს: _ ადრე დილით ბაღში ვმუშაობდი, ჰორტენზიებს შარშანდელ ყვავილებს ვაჭრიდი. თავზე დამადგა ღრმად მოხუცი, ჩია კაცი, ორ ჯოხს დაყრდნობილი, სქელი სათვალით, შეუფერებლად თბილად ჩაცმული დღევანდელ ამინდთან. კარგა ხანს მაკვირდებოდა, ბოლოს თავაზიანად ბოდიში მითხრა და 15 წუთი დამითმეთო, მთხოვა _ სიტყვა მაქვს თქვენთანო. უხალისოდ დავთანხმდი, წინსაფარი მოვიხსენი და […]

ლანჩხუთელი მოჭიდავეები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობენ

დღეს იწყება და 6 ივნისს დასრულდება საერთაშორისო ტურნირი ბ/რ ჭიდაობაში, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში ტარდება. მასში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაში სამი ლანჩხუთელია: გიორგი შოთაძე (67 კგ. წ/კ), თამაზ აბაშიძე (77 კგ. წ/კ) და გიორგი მახარაძე (82 კგ. წ/კ). პირველის მწვრთნელია ზაზა ღლონტი, ხოლო დანარჩენი ორის _ დავით მჟავია.

“ჩემი ბავშვობა გაიყოლა თან და თანაც სამუდამოდ…“ [თინა სარჯველაძის გამოსათხოვარი]

ბოლო კადრი, ბაბილინა სანამ ცოცხალი იყო: სამსახურიდან ვბრუნდები, მამაჩემის ნათლიის სახლის წინ, მეც რომ მთელი ცხოვრება თინა ბუდას ვეძახდი, სხედან ჩემი მარადიული ბაბილინა და თინა ბუდა: საოცრად ლამაზი მოხუცები: უკან შეკრული თეთრად დათოვლილი თმით, დიდჯიბეებიანი წინსაფრით და სანელებლების სუნიანი ხელებით… მახსოვს თინა ბუდას ეზო: მოქარგული, მოკალმული. მხოლოდ აქ თუ ნახავდით ათასნაირ ყვავილს, მწვანე, ხასხასა კოინდარს… […]

ნიკოს თასი… ლამაზი დღე ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის ისტორიაში, რომელიც გასახსენებლად დაგვრჩება

31 მაისი _ კიდევ ერთი ლამაზი დღე ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის ისტორიაში, რომელიც გასახსენებლად დაგვრჩება… დილიდან ფუსფუსი შეინიშნებოდა სკოლის ეზოში. ბავშვებმა და მასწავლებლებმა დაიწყეს შეკრება. მერე ყველამ ერთად სპორტულ დარბაზში გადაინაცვლა. ამასობაში  საფეხბურთო ტურნირის დაწყების დრო მოვიდა. დღეს,  ჩვენი სკოლის მოსწავლის, ტრაგიკულად დაღუპული მე-8 კლასელის, ნიკოლოზ გვარჯალაძის ხსოვნის ტურნირი ჩატარდა… შეჯიბრის გამართვის ინიციატივაც და ორგანიზებაც მისმა […]

ჯურუყვეთში, სუფსასა და ჩოჩხათში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯურუყვეთის, სუფსისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაზეც 4 816 953 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოები გურიის გუბერნატორმა გიორგი ღურჯუმელიძემ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა. ლანჩხუთის სოფლებში გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით ხორციელდება.

„26 მაისი ჩვენი ხატია, ჩვენი დროშაა. მტრების სახრჩობელაა, დამარცხებაა მათი“ _ რა ისტორიულ ფოტოს აქვეყნებს ნიკა მაჭუტაძე

ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ნიკა მაჭუტაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 20 წლის წინანდელ ისტორიას იხსენებს, როცა ლანჩხუთში დაიდგა პირველი ქართული დემოკრატიული და დამოუკიდებელი რესპუბლიკის შემოქმედის ბიუსტი. „ჩემი 26 მაისი. ბავშვობის წარუშლელი სურათი, როგორც აქტი, როგორც ბედისწერა ამ ფოტოზე აღბეჭდილი. კიდევ ერთი 26 მაისი. გილოცავთ! 20 წელიწადი გავიდა ამ ფოტოს გადაღებიდან. 20 წლის წინ დაიდგა პირველი ქართული დემოკრატიული […]

ვალოდია გოგუაძე _ ჯავშნოსანი მატარებლის რაზმის ჭანჭათელი მეთაური… ეროვნული გმირი, რომელმაც მუშებისთვის სროლაზე უარი განაცხადა!

გურიაში მრავალშვილიანი ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა ვალოდია გოგუაძე. მის მშობლებს, ელისაბედსა და საბას 11 შვილი ჰყავდათ, აქედან ოთხი ყვავილით დაეხოცათ, დარჩათ ხუთი ვაჟი და ორი ასული. ბავშვობაში ჩაბმული იყო ოჯახის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში. გოგუაძეების ოჯახს სოფელ ჭანჭათში მცირე მიწა ჰქონდა, ამიტომ ოჯახი იჯარით ამუშავებდა თავადების მიწებს ნიგოითში, გრიგოლეთსა და ლეკიანში, თუმცა იჯარით აღებული მიწის დამუშავებიდან ოჯახს […]

დღეს, ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებელი სადგურ რიონთან გაფუჭდა და თითქმის ერთი საათი გაჩერებული იყო

მგზავრების ინფორმაციით, ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სადგურ რიონთან გაჩერდა. მათი თქმით, თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ მატარებლის დაძვრას. ინფორმაციას www.batumelebi.ge ავრცელებს. „გაფუჭებულ მატარებელს სხვა ელმავალი ჩააბეს და ასე გაიყვანეს“ – უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა მგზავრმა. „საქართველო რკინიგზას“ ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია. ცნობისთვის: 25 აპრილს, გომი-აგარას მონაკვეთზე, ოზურგეთი-თბილისის მატარებელს ხანძარი გაუჩნდა, ერთი ვაგონი დაიწვა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. 20 […]

სოფელ ლესაში სტიქიის სალიკვიდაციო და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც 1,1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ლანჩხუთის მუნიციაპალიტეტის სოფელ ლესაში გზის სარეაბილიტიაციო და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მისმა მოადგილემ თორნიკე ტიკაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ადგილზე დაათვალიერეს სამუშაოები. გზის რეაბილიტაციას 637 523 ლარი მოხმარდება, ხოლო 450 მ. სიგრძის ნაპირსამგრის გაკეთებაზე 521 000 ლარი დაიხარჯება. ,,სტიქიის სალიკვიდაციო […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ილია ქრისტეფორეს ძე ურუშაძე

◼️ | შვილები: ბიძინა, ზაზა, კახა ურუშაძეები; რძალი ნატალია; შვილიშვილები: მარიამი, გიორგი, ილია, ირაკლი, თორნიკე, ცოტნე, დავით ურუშაძეები; დისშვილები; ბიძაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ილია ქრისტეფორეს ძე ურუშაძე. ◼️ | დაკრძალვა: კვირას, 25 მაისს, 15 სთ.-ზე; სოფ. მამათი.