ზესტაფონო, გშორდები _ „გურიამ“ „მარგვეთი“ ისევ დიდი ანგარიშით დაამარცხა… ზედიზედ შვიდს იგებს და გოლს არ უშვებს: ასე ეროვნული ლიგა 2 განაღდებულია!

„გურიამ“ ისევ დიდი ანგარიშით მოუგო „მარგვეთი 2006“-ს და ფაქტობრივად, გაინაღდა ეროვნული ლიგა 2-ის საგზური. უახლოეს კონკურენტ „იბერია 1999-2“-თან სხვაობა 12 ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ 7 შეხვედრაში გურულებს 4 წაგებაც კი ეპატიებათ. ამ შემთხვევაში, მაქსიმუმ ქულებით დაწევას მოახერხებს ლანჩხუთელი დავით ხიტირის გაწვრთნილი დედაქალაქელები, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო, „გურია“ პლეი ოფის გარეშე დაწინაურდება. ასეთი დიდი […]
„თქვენ მანდ „კომისიობანას“ თამაშობთ?“ _ რატომ გადაიდო ლანჩხუთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მეორედ? ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს…

დღეს, ლანჩხუთის საკრებულომ მეორედ გადადო რიგგარეშედ ჩანიშნული სხდომა, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილი უნდა განხილულიყო გრიგოლეთის ბაზის გადაცემის თაობაზე. 9 ოქტომბერი ბოლო ვადა იყო, როცა ლანჩხუთელ კანონმდებლებზე საკითხზე მსჯელობა შეეძლოთ. მათი პოზიციაა გრიგოლეთის კომპლექსი „გურიას“ ინვესტორ კომპანიას [შპს „დიემჯი გრუპი”] არა სამინისტროს გავლით, არამედ პირდაპირ მუნიციპალიტეტიდან გადაეცეს იჯარით. „ამ დილით დამირეკეს და მაცნობეს, […]
შუხუთის საჯარო სკოლისთვის, რომლის რეაბილიტაცია 4 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა და წყლის გარეშეა დარჩენილი, ჭაბურღილის მოსაწყობად, 69 051 ლარზე ტენდერი გამოცხადდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლაში ჭაბურღილის მოსაწყობად 69 051 ლარზე ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც წინანადებების მიღება 16 ოქტომბერს დაიწყება და მსურველებს 3 დღის მანძილზე შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. როგორც ცნობილია, 2026 წელს, შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად განახლდა. მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია, ასევე გარე მოედანი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები. შუხუთში […]
[ექსკლუზივი] „ხვალ, ეკონომიკის სამინისტრო წერილს გაითხოვს და შპს „დიემჯი გრუპს“ იჯარას მუნიციპალიტეტი გაუფორმებს“ _ რატომ გადაიდო ლანჩხუთის საკრებულოს სხდომა?

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც 8 ოქტომბერს, 17 საათზე იყო ჩანიშნული და ეკონომიკის სამინისტროსთვის გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის გადაცემის საკითხი უნდა განხილულიყო, გადადიდო. დარბაზში შეკრებილებისთვის, მათ შორის, საკრებულოს წევრებისთვის მიზეზი არავის განუმარტავს. სხდომა 9 ოქტომბერს, 12 საათზე ჩატარდება. 2026 წლის 26 აგვისტოს, ეკონომიკის სამინისტროს მიმართა შპს „დიემჯი გრუპმა“, რომელიც საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ფლობს და სახელმწიფო […]
ბრინჯულა, ფოტოზონა და ეთნო სივრცე… _ „ლანჩხუთობაზე“ „ქართული ხმებისა“ და „გუფი ლენდის“ კონცერტი გაიმართება

„ლანჩხუთობა-2026“ 11 ოქტომბერს გაიმართება. სახალხო დღესასწაულს მუნიციპალიტეტი ზედიზედ მესამედ უმასპინძლებს. დღის განრიგს მერიის ფეისბუკის გვერდი ავრცელებს. დღის 2 საათიდან ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაიწყება, მოეწყობა ეთნო სივრცე და გურული სამზარეულო, სადაც ბრინჯულას და სხვა ადგილობრივ ავთენტურ კერძებს დააგემოვნებენ. ჩატარდება ღვინის დაწურვისა და არყის გამოხდის რიტუალი, დაგეგმილია სპორტული თამაშები და საბავშვო/გასართობი აქტივობები. მოხდება თიხის […]
2 მოედანი, 400-ადგილიანი ტრიბუნა, საცხოვრებელი კორპუსი და მინიმუმ 5-მილიონიანი ინვესტიცია… ლანჩხუთის საკრებულოს რთული არჩევანი: რა გზით გადასცეს „დიემჯი გრუპს“ გრიგოლეთის ბაზა?

ლანჩხუთის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „გურიას“ გულშემატკივრებს შეხვდნენ. განსახილველი საკითხი გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის ინვესტორისთვის [შპს „დიემჯი გრუპი“, რომლის 50%-იან წილს კახი ჟორდანია ფლობს] გადაცემის ფორმის გარკვევა გახლდათ. „ლანჩხუთს განსაკუთრებული გულშემატკივარი ჰყავს და ამაში პირველად მაშინ დავრწმუნდი, როცა „გურიას“ თამაშზე დამპატიჟეს და გავსებული ტრიბუნა დამხვდა. საოცარი თამაში იყო, ბოლო წუთებში როცა შემოატრიალეს. არ […]
„ჩვენ შენთან ვართ ბოლომდე!“ _ „ლანჩხუთის“ პროტესტს ფეხბურთელების გარდა რაგბისტებიც უერთდებიან, ასევე კლუბი, რომელსაც წარსულში „ვფქ ლუსსო“ ფლობდა

ლანჩხუთის ქალთა გუნდის მიმართ ხმაურიანი სოლიდარობა გამოხატეს „ბათუმისა“ და „კვარტალის“ ფეხბურთელებმა. მათი ბათუმური შეხვედრა იმავე ლოზუნგით დაიწყო, რითაც „ლანჩხუთის“ და „ნიკე-ლუსოს“ 10-წამიანი მატჩი: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“ გურულებს სოლიდარობა გამოუცხადეს ფეხბურთელებმა სხვადასხვა კლუბიდან, განცხადებები კლუბების სახელითაც გაკეთდა, მათ შორის რაგბისტების მხრიდანაც. „ჩვენთვის ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. ეს არის სივრცე, სადაც პატივისცემა, უსაფრთხოება და ერთმანეთის […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა მერაბ ცინცაძე

ძმა მალხაზი; და სალომე; სიძე გია ქიქავა; რძალი მარიკა ჩხაიძე; ძმიშვილები: თამაზ, მარიამ ცინცაძეები; დისშვილები: ლალი, ლიზი, საბა ქიქავები; ბიძაშვილები: დავით ღლონტი, მაგდა ცინცაძე და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მერაბ თეიმურაზის ძე ცინცაძე. დაკრძალვა: ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს, აგარაკის სასაფლაოზე.მისამართი: ქ. ლანჩხუთი, ურუშაძის ქ.#5
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ალეკო ხინთიბიძე

ძმა თენგო ხინთიბიძე; რძალი ნონა კვაჭაძე; ძმისშვილები: მამა გიორგი, ანა ხინთიბიძეები; რძალი თამარ მეფარიშვილი; სიძე ანრი მოგელაძე და ძმის შვილიშვილები ღრმა მწუხარებით იუწყებიან ალეკო ხინთიბიძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს, 15 სთ.-ზე.მისამართი: ქ. ლანჩხუთი, რუსთაველის ქ.#14 „გურია Today“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.
„ლანჩხუთში წყაროზე შეკრებილი ხალხი ამბობს, რომ გივი მიქანაძეს [აგარაკის] მშენებლობისას კაბელები მოპარეს“ _ რას ფიქრობენ მოპასუხეები მინისტრის სარჩელზე?

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი რამაზ გვარჯალაძე ეხმაურება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის სარჩელს კახა ასკურავას მიმართ. „მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კახა ასკურავამ თავის ფეისბუკ-გვერდზე დადო უცნობი მოქალაქისგან მიღებული ვიდეომასალა, სადაც ჩანს ჩვენი ქვეყნის განათლების მინისტრად დანიშნული „ვეფხვისტყაოსანის“ მკვლევარის, გივი მიქანაძის მშენებარე სახლი და ეზოს მიმდებარე ტერიტორია. კახა ვიდეოზე […]