[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ნაზი სერაპიონის ასული ურუშაძე-ცინცაძისა

შვილი ნატო ცინცაძე; სიძე თენგიზ ღლონტი; შვილიშვილები: ნიკა, გიორგი ღლონტები; დისშვილები; ძმისშვილები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ნაზი სერაპიონის ასული ურუშაძე-ცინცაძისა. დაკრძალვა: შაბათს, 17 ოქტომბერს.მისამართი: ქ. ლანჩხუთი, თავისუფლების ქ.#17 „გურია Today“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა გენო ნოეს ძე გოგელია

მეუღლე ლამარა; შვილები: გელა, ნონა; შვილიშვილები: გაბრიელი, თეკლა; ცოლისდა დალი; ძმისშვილები; დისშვილები; ბიძაშვილები; დეიდაშვილები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან გენო ნოეს გოგელიას გარდაცვალებას. დაკრძალვა: შაბათს, 17 ოქტომბერს, 15 სთ.-ზე.მისამართი: ქ. ლანჩხუთი, ებრალიძის ქ.#3. „გურია Today“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

„როცა წესიერებაზე, ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე საუბრობ, არ შეიძლება, ის არ გაგახსენდეს“ _ ლანჩხუთს ნუგზარ ცინცაძე აღარ ჰყავს…

ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე გარდაიცვალა. უაღრესად პატიოსანი, კულტურული და კეთილშობილი კაცი, გამორჩეული ზრდილობით, შინაგანი ბუნებით, ადამიანებთან ურთიერთობითა და განათლებით… პროფესორი იყო არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგში, არამედ ადამიანობაშიც. ეს წოდება მას მშობლიურმა ლანჩხუთმა მიანიჭა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნუგზარ ცინცაძის გარდაცვალების გამო. 2015-2017 წლებში ის იყო გამგებლის პირველი მოადგილე. საქმის ერთგული, გამორჩეულად წესიერი […]

ტელეწამყვანი, ექიმი, ექსპერტი, რეჟისორი, ფინანსისტი, მსაჯი, ფეხბურთელი… ვინ არიან ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეები?

„ლანჩხუთობაზე“, ტრადიციულად, მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს. წელს ეს წოდება მიენიჭათ ფინანსისტ როლანდ ლაშხიას, სასამართლო ექსპერტ რიმა ასკურავას, კულტურის მუშაკ ლია ურუშაძეს, ფეხბურთის ყოფილ მსაჯ ოთარ გუნთაძეს, ტელეწამყვან და პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელ ელგუჯა კალანდარიშვილს, გურიის დელეგატ ვასილ ჩიგოგიძეს, ბიზნესმენ სოლომონ (სოსო) ჩხაიძეს, ეპიდემიოლოგ ნატო მენაღარიშვილსა და ყოფილ ფეხბურთელ ჯემსუატ ურუშაძეს. რიმა ასკურავა აშშ-ში […]

„ასე აღესრულა ლაშა ბროლაძე, საძახისით გურულო, ქართველი, ტომით გურული, უკრაინაში, ქალაქ სუმთან… ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლაში“

ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში თანამებრძოლსა და თანაკუთხელთან, ლაშა ბროლაძესთან გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს. „ერთი კილომეტრი გამოვიარე, სტარლინკთან მოვედი, ორი სიტყვა რომ დამეწერა მასზე, ამჯერად გამოსამშვიდობებელი.. სამი წლის წინ ვწერდი, თუ როგორ გაიარეს მტრის კილომეტრიანი სანგარი, ბრძოლით, ქართველმა სერჟანტებმა _ გურულმა და მეგრელმა.. როგოგორ გადააბიჯეს რვა მომხდურს და აიღეს სანგარი.. შემდეგ […]

მისი წიგნით პოლიციის აკადემიაში ასწავლიან… ქვიანელი ექსპერტი აშშ-ში, სანომრე ნიშნით GURULI _ რა ვიცით ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ დასახელებულ რიმა ასკურავაზე?

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ დასახელებული რომა ასკურავა წარმოშობით ქვიანელია, პოლიციის მაიორი იყო, 2010 წელს საქართველო იძულებით რომ დატოვა. დღეს ის კალიფორნიაში პოლიტდევნილის სტატუსით ცხოვრობს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს ჩვენი არქივიდან: – უკვე 41 წლის ვარ. 31 წლის ვიყავი, ამერიკაში მეუღლესთან ერთად რომ ჩამოვედი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანიდან. 16 წლისა გავთხოვდი. ორივე შსს-ში ვმუშაობდით და თბილისში ვცხოვრობდი. მერე არეულობა მოხდა… […]

ლანჩხუთში, სახალხო დღესასწაულის გამო, ქალაქის ცენტრსა და მიმდებარედ, ტრანსპორტის გადაადგილება შემოვლითი გზებითაა შესაძლებელი

„ლანჩხუთობის“ გამო, ქალაქის ცენტრალური მოედანი დილიდანვე გადაკეტილია. კონცერტისთვის სცენას ამზადებენ, ხოლო მიმდებარეთ სოფლის კუთხეები ეწყობა. ამის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე იმ მგზავრებისთვის, რომლებიც ავტომაგისტრალის ნაცვლად, ჯაპანა-ლანჩხუთი-გრიგოლეთის (და პირიქით) ე.წ. ძველი გზით ისარგებლებენ. ამიტომაც მათ გადაადგილება შემოვლითი გზებით შეეძლებათ. კერძოდ, ბათუმისკენ მიმავალმა ტრანსპორტმა, ქალაქის მთავარი [ნოე ჟორდანიას] ქუჩიდან უნდა გადაუხვიოს მარცხნივ რუსთაველის ქუჩაზე, […]

ასეთ ოჯახებზე დგას ქართული სიმღერა! ლანჩხუთელი ჩხაიძეების „ადილა-ალიფაშა”_ საოცარი შესრულება, აღფრთოვანებული ჟიური და ულაპარაკოდ, ნახევარფინალში!

ლანჩხუთელი ჩხაიძეები ულაპარაკოდ ნახევარფინალში არიან _ პოპულარული კონკურსის, „ხალხურის“ მეორე სეზონი გურულებმა ტრიუმფალურად გახსნეს. შუხუთელმა ჩხაიძეებმა კრიმანჭულით გამშვენებული „ადილა-ალიფაშა“ შეასრულეს და მსმენელისა თუ ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურეს. „ჩვენს კონკურსს ხსნის ულამაზესი, უნიჭიერესი, მრავალშვილიანი ოჯახი გურიიდან“ _ ასე წარადგინა წამყვანმა შუხუთელი ჩხაიძეები, რომელთა შესრულებამაც მოლოდინები სრულად გაამართლა. „რა ლამაზები და კარგები ხართ, ამდენი შვილი გყავთ… როგორ მოახერხეთ […]

როდის გაიხსნება გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალი? Polat Yol-ს სამუშაოები 2020 წელს უნდა დაესრულებინა,შარშან ერთთვიანი ვადა მისცეს, ერთი წელიც გავიდა, მაგრამ…

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის დარჩენილი 3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესის შესახებ ახალ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების თანახმად საინჟინრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა არაა დაკონკრეტებული თუ როდის გაიხსნება გზის ეს მონაკვეთი. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამ გზის დასრულებისთვის ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში მინისტრმა რევაზ სოხაძემ კონტრაქტორს ერთთვიანი ვადა მისცა, თუმცა ერთი წლის გასვლის შემდეგაც გზა ისევ დაუსრულებელია. […]

ამირან წილოსანი, აკაკი ჩხაიძე და… მერაბ ჟორდანიას ფანტასტიკური შედეგი: 14 ტიტული 7 წელიწადში! აი, ვინ არის „გურიას“ მომავალი წარმატების გარანტი!

მესამედ საუკუნეზე მეტი მიითვალა დამოუკიდებელმა ქართულმა ფეხბურთმა და მის ისტორიაში ჩაწერა „გურიამ“ პირველივე სეზონში შეძლო, როცა პირველ ეროვნულ თასს დაეუფლა. თუმცა ლანჩხუთური კლუბი ვერასდროს გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მხოლოდ საწყის ორ ჩემპიონატში იყო ახლოს ტიტულთან, მაგრამ საბოლოოდ, პირველობა თბილისის „დინამოს“ (მაშინ „იბერია“ ერქვა) დაუთმო. ახლა გურულ ქომაგს იმედს მერაბ ჟორდანია აძლევს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, „დინამოსა“ და […]