[ექსკლუზივი] გურულ ფეხბურთს ისევ დავით მუჯირი უხელმძღვანელებს. ვინ არიან რეგიონალური ფედერაციის ახალი აღმასკომის წევრები?

ლანჩხუთში, გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის (გრფფ) ოფისში ამავე ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა, რომელზეც პრეზიდენტად ისევ დავით მუჯირი უფროსი აირჩიეს. მისი პრეზიდენტობის დროს გაკეთდა სფფ-ის ტექნიკური ცენტრი სოფელ გვიმბალაურში. მომავალი წლიდან დაგეგმილია ლანჩხუთის ცენტყრალური სტადიონის რეკონსტრუქცია. „ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს რეგიონში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის. სისტემატურად ვატარებთ საფეხბურთო ტურნირებს ჭაბუკებს შორის. შეძლებისდაგვარად, ვეხმარებით სკოლებს ფორმებით და სპორტული აღჭურვილობით“ _ […]
„არ მეგულება მასზე მეტად პატიოსანი, ერთგული, ზედმიწევნით განათლებული და კეთილშობილი პიროვნება“ _ ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ვიქტორ გოგუაძე გარდაიცვალა

ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ვიქტორ გოგუაძე გარდაიცვალა. იგი სხვადასხვა დროს იყო თბილისის საკრებულოს და საპარლამენტო კომისიის წევრი, გლდანის გამგებლის მოადგილე. რამდენიმე დღის წინ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახლობლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ელოცათ მისი გადარჩენისთვის. სამწუხაროდ, იგი 15 ოქტომბერს გარდაიცვალა. „ჩვენო ვიქტორ! შენმა უეცარმა გარდაცვალებამ ისე დამადუმა, რომ აზრი ვეღარ მოვიკრიბე, ვერაფრით გავითავისე, რომ ვეღარ გავიგონებ შენს ხმას, […]
ნუ პანიკიორობთ: „გურიას“ ეროვნული ლიგა 2-ის საგზური ჯიბეში აქვს! ეს მხოლოდ ტურის ცენტრალური მატჩი იყო…

დიახ, ეს მხოლოდ ტურის ცენტრალური მატჩი იყო და არა ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს გადამწყვეტი: ორი ლიდერის შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ზოგჯერ მისი შედეგი დიდად არაფერს ცვლის. ასეთი იყო გათამაშების ლიდერის, „გურიასა“ და ამ სეზონში ცხრილის სათავეში ყველაზე დიდხანს მყოფი „თბილისი 2025“-ის პაექრობა. დიდი ხანია, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ გაისად ისინი ერთმანეთს უკვე ეროვნულ ლიგა 2-ში შეხვდებიან […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ანგელინა აბაშმაძე-წილოსნისა

შვილები: მარინა, ზაალ, შორენა წილოსნები; სიძეები: მერაბ გურგენაძე, ირაკლი გვენეტაძე; რძლები: ზინა აფხაზავა, მარიამ მამაგეიშვილი; შვილიშვილები: თიკო გურგენაძე, ნინო, საბა წილოსნები, დათო, თეონა, თამუნა გვენეტაძეები; შვილთაშვილები; დისშვილები; ძმისშვილები; მაზლისშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ანგელინა აბაშმაძე-წილოსნისა. დაკრძალვა: კვირას, 18 ოქტომბერს, 15 სთ.-ზე, მაჩხვარეთის სასაფლაოზე. „გურია Today“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.
„შენი ყველაზე დიდი მონატრება დასრულდა _ უკვე გულში იკრავ შენს ერთადერთ შვილს და ამაყად ეუბნები, რომ პირობა შეუსრულე“ _ ქეთი წილოსანის ემოციური წერილი

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პირველი სოციალური სივრცისა და „კაფე ქეთოსთან“ დამაარსებელი ქეთი წილოსანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „გარდამეცვალა ბებია, ჩემი ქეთო, ჩემი გამზრდელი, რომლის სახელსაც ვატარებ. მთელი ცხოვრება თავისი ერთადერთი შვილის გლოვაში გაატარა, რომელიც 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. სულ მეუბნებოდა, მამაშენმა დამიბარა – “შვილებს გიტოვებ, დედაო” და ნამდვილად მოგვიძღვნა ცხოვრება… მადლობა, ქეთევან, ყველაფრისთვის. […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ქეთო გიორგის ასული გადაბაძე-წილოსანისა

რძალი ნინო ხალვაში; შვილიშვილები: აპოლონ, ქეთევან წილოსნები; შვილთაშვილები: თამარ, ნიკოლოზ გულბათაშვილები, გიორგი, მაქსიმე წილოსნები; ძმები: იუზა, ვაჟა გადაბაძეები; რძალი ლამზირა რამიშვილი; ძმისშვილები: ბიძინა, ინგა გადაბაძეები; თინიკო მურვანიძე, ლამარა სარჯველაძე; მაზლიშვილები: გულიკო, ჩიტო, მარინა წილოსნები; მულიშვილები: ედიშერ, რუსუდან ჯანიბეგაშვილები; მზია ლალიაშვილი და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ქეთო გიორგის ასული გადაბაძე-წილოსანისა. პანაშვიდი: კვირას და ორშაბათს, 18-19 […]
„თედორაი მივარდება, საცხა დგანა ყუთი და დასცხეფს ლივერს: დაწექით, – დეიყვირეფს, დაატანს ყუთს ხელს და გეიქცევა“ _ როგორ გაიტაცა ქვიანელმა ფირალმა ქორწილის ფული?

გურული რეჟისორი და მკვლევარი ირაკლი მახარაძე სოციალურ ქსელში ქვიანელი ფირალის, თედორა ასკურავას ისტორიას აქვეყნებს: გურიაში იყო ერთი ფირალი თედორა ასკურავა. პოლიცია დასდევდა, ერთმა მისმა ამხანაგმა თედორა გასცა, მარა ფირალმა შეძლო გაქცევა და სამეგრელოში გადავიდა. მან თავი შიაფარა დადიანის ოჯახში. თავრობა ვერ ჩევიდოდა დადიანის ოჯახში ობისკის გასაკეთებლათ. ამისთანები ბეური ინახვიდა თავს დადიანის ოჯახში. ერ დღეს შედის […]
„რა გაგაიკეთათ ამისიანცე? შეგირცხვათ ეგ გურული ქოც-ქლესაობა… შარშან ოზურგეთი, წელს ლანჩხუთი, ბრეჟნევი ხარ?“ _ რატომ გაიხსენა ოპოზიციამ თემურ ფირცხალაიშვილის სიტყვები?

ლანჩხუთელი პოლიტოლოგი და მკვლევარი, მიხეილ სარჯველაძე, რომელიც აკადემიურ და ანალიტიკურ საქმიანობას ეწევა [ძირითადად გერმანიაში], მუნიციპალიტეტში საპატიო მოქალაქეების შერჩევის კრიტერიუმს აკრიტიკებს. „35 წელი გავიდა ბოროტების იმპერიის ჩამოშლიდან, თუმცა რადგან ქვეყანა “ქართულ ოცნებას” აქტიურად გადაჰყავს ავტორიტარიზმის რელსებზე, ზოგიერთი მავნე ტრადიცია (ზემდგომისთვის სიამოვნების მინიჭება) გრძელდება. სხვა შემთხვევაში, ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე პარლამენტში მდუმარებით გამორჩეული დელეგატი კი არა (შესაძლოა მდუმარების […]
რეკორდი იწყება ელიტით… გოდერძი მახარაძის ორი ახალი რეკორდი და სპონსორი „ელიტ-გურია“: შენი ტექნიკის სახლი ლანჩხუთში! [R]

„ლანჩხუთობაზე“ გინესის გურულმა რეკორდსმენმა, გოდერძი მახარაძემ კიდევ 2 რეკორდი დაამყარა: მან კალათბურთის ბურთით 1 წუთში 220-ჯერ აკენწლა თავით და რეკორდი 40-ით გააუმჯობესა. ასევე დაგეგმილი ჰქონდა დამჯდარ მდგომარეობაში 1000 აეკენწლა, მაგრამ 45 წუთიც არ დასჭირვებია გეგმა 5,5-ჯერ (43 წუთში 5503-ჯერ) გაეუმჯობესებინა. ამით გოდერძიმ ლანჩხუთში მეათე, ხოლო საერთო ჩათვლაში მხოლოდ 69-ე რეკორდი დაამყარა. მისი სპონსორი იყო „ელიტ-გურია“ […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ნუგზარ აკაკის ძე ცინცაძე

მეუღლე ფატი (დაგმარ) მაჭუტაძე; შვილი ცოტნე ცინცაძე; ძმა ზაალ ცინცაძე; და ნინო (ლალი) ცინცაძე; ძმისშვილები: აკაკი, დიმიტრი, თამთა ცინცაძეები; დისშვილები: თამაზ, თენგიზ ჯაშები, ლევან და თამარ ქართველიშვილები; მაია ქართველიშვილი; რძლები: ხათუნა ხაინდრავა, ეკა გოგნიაშვილი, მარინა კარტოზია, ქეთევან კუჭავა, ნეკა ნაროუშვილი; დისშვილიშვილები: კოკა, ლუკა, საბა და დაჩი ჯაშები, ოთო ჯანელიძე, ანუკა ქართველიშვილი; მეუღლის დები: ჯენი, დარეჯან […]