„სატვირთოს მძღოლად მუშაობდა… სავარაუდოდ, მკურნალობის გაგრძელება სჭირდებოდა, მაგრამ დედას ამშვიდებდა, კარგად ვარო“ _ აშშ-ში 30 წლის ლანჩხუთელი გარდაიცვალა

ლანჩხუთელი ახალგაზრდა ბესიკ სანიკიძე აშშ-ში გარდაიცვალა. უკეთესი მომავლის საძიებლად წასული 30 წლის მშრომელი ბიჭის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. არსებული ინფორმაციით, იგი ავტომობილში შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაყვანისას, სავარაუდოდ, გზაში გაუჩერდა გული. სამწუხარო შემთხვევა 14 ოქტომბერს მოხდა. ახლობლებმა მეორე დღესვე მიმართეს საკონსულოს და ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას შეჰპირდნენ, რაც ჯერ არ მომხდარა. „ამერიკაში, ნიუ ჯერსის შტატში მუშაობდა სატვირთოს მძღოლად. […]
„გადაღება ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი პროცესია და მას არანაირ ბედნიერებაზე არ გავცვლიდი“ _ სოსო ჩხაიძე, ქართული კინოს რაინდი აცანიდან

„გადაღება ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი პროცესია. გადაღება უკვე შექმნას ნიშნავს და საოცრად დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მე სხვა არანაირ ბედნიერებაზე არ გავცვლიდი ამ გრძნობას და, ალბათ, ვერც ვერავითარ სიყვარულს შევადარებ მას” – აღნიშნავდა მოგვიანებით, უკვე სახელმოხვეჭილი კინორეჟისორი და ამ სიტყვების ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე… სოსო ჩხაიძე 1937 წლის 18 მარტს ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, პედაგოგების […]
მის ფანტაზიას, გემოვნებასა და ხელმარჯვე ბუნებას საზღვარი არ ჰქონდა… კაცი, რომელმაც საკუთარ ეზოში წალკოტი შექმნა _ ლანჩხუთი „ემენიჩს“ ემშვიდობება

ყველა „ემენიჩის“ მეტსახელით იცნობდა… ოთარ აფხაზავა გამორჩეული ნიგვზიანელი იყო _ კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება შრომაში, ფუსფუსში, ძიებასა და ახლის შექმნაში გაატარა. ტრადიციების მოყვარული, თუმცა მუდამ სიახლეების მაძიებელი, წარსულის პატივისმცემელი და თანამედროვეობის ფეხის ამწყობი. ბუნებისა და სილამაზის განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. საკუთარი ეზო ნამდვილ წალკოტად აქცია _ საოცარ სამყაროდ, სადაც მის ფანტაზიას, გემოვნებასა და ხელმარჯვე ბუნებას საზღვარი […]
„მართლა არ მინდოდა, რომ რამე, ამ სამხედრო წოდებით მომვკვდარიყავი…“ _ არჩილ ხოფერიას უკრაინის არმიის სერჟანტის წოდება მიანიჭეს

ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია უკრაინის არმიის სერჟანტი გახდა. ამის შესახებ ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს. “სტარლინკს გამოზომილად ვრთავ, ბატარეებს ვუფრთხილდები.. ორი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი. მოდი, ცუდით დავიწყოთ. სწავლა სიბერემდეაო… ომშიც მუდმივად სწავლობ, რამეთუ მტერიც სწავლობს. ჰოდა, გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა. საბუთები ფსიქოლოგიურზე შევიტანე. სამხედრო ნაწილმა დამრთო ნება, რომ დაუსწრებლად და დისტანციურად მესწავლა. მოკლედ, ის პერიიდია […]
ლანჩხუთის დაუფასებელი გმირი _ ზურაბ თავართქილაძე 75 წლის გახდებოდა, მაგრამ არავის გახსენებია… დაპირებიდან თითქმის 4 წელი გავიდა, მემორიალური დაფა კი ისევ გაუკეთებელია!

ლანჩხუთელი ზურაბ თავართქილაძე, რომელმაც 41 წლის წინ ქალაქი დიდი ხანძრისგან იხსნა, 75 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ, გრძელდება ის, რის შესახებაც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვწერდით _ მისი თავგანწირვა სათანადოდ არ დაფასებულა, ისე, როგორც გმირი მეხანძრე-მაშველი იმსახურებდა… ამავე თემაზე წაიკითხეთ: რატომ ვერ ვაფასებთ გმირს, რომელმაც 40 წლის წინ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ლანჩხუთი დიდ უბედურებას გადაარჩინა 1985 […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ჯულიეტა (დოდო) ჩაჩუა-წილოსნისა

შვილი თამაზ წილოსანი; შვილიშვილები: ერეკლე, ლუკა, ზურა, ანასტასია წილოსნები, ლევან ჩერქეზია; შვილთაშვილები: ლუკა, მარიამ, ელენე წილოსნები; რძლები: ეკა ხარშილაძე, ანი ჩხაიძე; დები: გულიკო, ნანული ჩაჩუები; სიძეები: იმბურგ ვაჩეიშვილი; მაზლი: თეიმურაზ წილოსანი; რძლები: ლიდა, მზია, ნაირა; მაზლისშვილები: თამარ, ირაკლი, თამთა, შორენა, გიორგი, ლადო წილოსნები; დეიდაშვილები, მამიდაშვილები და ახლო ნათესავები ღრმა მწუხარებით იუწყებიან რომ გარდაიცვალა ჯულიეტა (დოდო) […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ანატოლი ათანასეს ძე განევი

მეუღლე ნადეჟდა; შვილები: სერგეი, ირინა; შვილიშვილი კირილი; ძმა ნიკოლოზი (კოლია); ძმისშვილები: ალექსანდრე, გენადი, ანდრეი; დისშვილები: თამრიკო, ირაკლი კუკულაძეები; სიძე ზური კუკულაძე; ცოლისძმები: ივანე, თედორე პერევერზევები; რძლები: ნადეჟდა, ნინო, გალინა, ლიუდმილა; ბიძაშვილები; მამიდაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან ანატოლი ათანასეს ძე განევის გარდაცვალებას. დაკრძალვა: ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, 15 სთ.-ზე.მისამართი: ქ. ლანჩხუთი, რ. ებრალიძის ქ. #11 „გურია Today“ […]
„გურიის მოამბის“ წყარო: „ლაითურის ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა“ _ რას ამბობენ პეტიტენციურ სამსახურში, რომელმაც საკითხის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო?

„გურიის მოამბეს“ წერს, რომ წყაროს ინფორმაციით, გურიაში არსებულ ლაითურის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა. „პატიმარი ა. მ. რომელიც სასჯელს გურიაში იხდის, ბადრაგმა ძალის გამოყენებით გააუპატიურა, შემთხვევა ამ დღეებში, ლაითურის ციხეში მოხდა. ეს ინფორმაცია კარგად ინფორმირებულმა წყარომ მოგვაწოდა. იმავე წყაროს ცნობით, დაზარალებულმა ამის შესახებ ოჯახს უკვე აცნობა, თუმცა ოჯახის წევრები, განსაკუთრებით პატიმრის მამა, სპეცსამსახურებისა და […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ოთარ აფხაზავა (ემენიჩი)

მეუღლე ლალი იმნაძე; შვილი ირაკლი აფხაზავა; რძალი ხატია აბშილავა; შვილიშვილები: ლილე, დათა, შიო აფხაზავები; და მაგული აფხაზავა; სიძე ფარვიზ ჭყონია; დისშვილები: ეკა, მინდია ჭყონიები; ცოლისძმა ვანო იმნაძე; ქვისლი თემურ გოგეშვილი; მძახალი: ლელა ჩიჩუა; ბიძაშვილი; მამიდაშვილები და ახლო ნათესავები დიდი მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ოთარ აფხაზავა (ემენიჩი). პანაშვიდი: პარასკევს, 23 ოქტომბერს, 17 სთ.-დან.დაკრძალვა: შაბათს, 24 ოქტომბერს, […]
„ლანჩხუთისთვის გრიგოლეთის ბაზის დაბრუნება იყო ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი“ _ „გურიას“ ყოფილი სპონსორი მარინა თოთლაძე განცხადებას ავრცელებს (R)

ლანჩხუთის „გურიასა” და გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზასთან დაკავშირებით კლუბის ყოფილი სპონსორი მარინა თოთლაძე განცხადებას ავრცელებს: „გურია Today“-ს საშუალებით, სოციალურ ქსელში, თვალყურს ვადევნებ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს. სურვილი გამიჩნდა, გამოვეხმაურო გრიგოლეთის ბაზასთან ატეხილ აჟიოტაჟს, მით უმეტეს, ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი დამსახურება მაქვს ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ „გურიასთან“ მიმართებაში. აქვე ვაცხადებ, რომ წარმატებებს ვუსურვებ ჟორდანიების ოჯახს და იმედს ვიტოვებ, […]