ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პირველი სოციალური სივრცისა და „კაფე ქეთოსთან“ დამაარსებელი ქეთი წილოსანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„გარდამეცვალა ბებია, ჩემი ქეთო, ჩემი გამზრდელი, რომლის სახელსაც ვატარებ. მთელი ცხოვრება თავისი ერთადერთი შვილის გლოვაში გაატარა, რომელიც 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. სულ მეუბნებოდა, მამაშენმა დამიბარა – “შვილებს გიტოვებ, დედაო” და ნამდვილად მოგვიძღვნა ცხოვრება…
მადლობა, ქეთევან, ყველაფრისთვის. იმედია, რომ დღეს შენი ყველაზე დიდი მონატრება დასრულდა _ იქ, იმქვეყნად, შენ უკვე გულში იკრავ შენს შვილს და ამაყად ეუბნები, რომ პირობა შეუსრულე“ _ წერს ქეთი წილოსანი.
„გურია Today“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.




