„ლანჩხუთობა-2026“ 11 ოქტომბერს გაიმართება. სახალხო დღესასწაულს მუნიციპალიტეტი ზედიზედ მესამედ უმასპინძლებს.
დღის განრიგს მერიის ფეისბუკის გვერდი ავრცელებს. დღის 2 საათიდან ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაიწყება, მოეწყობა ეთნო სივრცე და გურული სამზარეულო, სადაც ბრინჯულას და სხვა ადგილობრივ ავთენტურ კერძებს დააგემოვნებენ.
ჩატარდება ღვინის დაწურვისა და არყის გამოხდის რიტუალი, დაგეგმილია სპორტული თამაშები და საბავშვო/გასართობი აქტივობები. მოხდება თიხის მინიატურული ნამუშევრების მოხატვა და ნახატების გამოფენა, ფოტოზონაში შეგეძლებათ ფოტოები გადაიღოთ, ანიმატორებს ბავშვებს გაახალისებენ.
16:00 საათიდან გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, რომელიც 1 საათზე გასტანს. ამის შემდეგ წლის საუკეთესო პედაგოგებს დააჯილდოვებენ და ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეებს დაასახელებენ.
საღამოს 6-დან კი, ლანჩხუთელებს და ქალაქის სტუმრები მოუსმენენ ,,ქართული ხმებსა“ და ,,გუფი ლენდს“.
„ლანჩხუთობა“ პირველად 2024 წლის 12 ოქტომბერს ჩატარდა, როცა ასევე აღნინიშნა „გურიას“ 100 წლის იუბილე.
გასული საუკუნის 80-იან წლებში, ლანჩხუთში სახალხო დღესასწაული „ეგნატეობა“ ტარდებოდა, რომელიც მასშტაბური იყო – მასში სოფლის კოლმეურნეობები და საწარმოები იღებდნენ მონაწილეობას.





