25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. დაბლობში იწვიმებს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ძლიერი თოვა და ქარბუქია ნავარაუდევი.
ამის შესახებ საუბრობს სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი, რომელიც მოსახლეობას ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
ამინდი გაუარესდება აღმოსავლეთ საქართველოშიც, სადაც ასევე ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. განსაკუთრებით რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელი თბილისში. დედაქალაქში 25 ნოემბერს ძლიერი წვიმა და ქარი იქნება.
„25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი. დაბლობში წვიმა, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ძლიერი თოვა და ქარბუქი. აღმოსავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, იქნება ძლიერი ნალექი. თბილისში კი 25-ში ძალიან ცუდი ამინდია მოსალოდნელი ძლიერი წვიმა და ქარი“, – აცხადებს თამარ პაპაშვილი.
Amindi.ge-ს მონაცემებით, 25 ნოემბერს, გურიაში ყველაზე მეტად აცივდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც ღამით +1°-მდე დაეცემა, ხოლო დღისით +6°-მდე აიწევს. ჩოხატაურში +3°|+8° იქნება, ხოლო რეგიონში ყველაზე მაღალი ტემპერატურას (+5°|+9°) ლანჩხუთში პროგნოზირებენ.





