ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა.
„რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა“ _ ინფორმაციას „გურია ნიუსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ცნობითაც, დაშავებული ბავშვი ჯერ ლანჩხუთის ,,მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი _ ქუთაისში.
,,ცოტა ხნის წინ, შეიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში, ადგილობრივი ბავშვია, სოფელ ხაჯალიის მაცხოვრებელი. თავზე ჰქონდა დაზიანება და ამიტომაც გახდა საჭირო მისი გადაყვანა“ – უთხრა „გურია თუდეის“ ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა ნიგვზიანში, ირაკლი გუჯაბიძემ.
ჩვენი ინფორმაციით, ბიჭი მეოთხეკლასელია.
ამ წუთებში, მას დასავლეთის საქართველოს სამედიცინო ცენტრის მულტიპროფილურ კლინიკაში ოპერაცია უტარდება.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია




