შევხვდებით მსოფლიოზე… ლანჩხუთის პირველი საქართველოს 2292 სკოლაში პირველია, საბა ცანავა _ საუკეთესო ფეხბურთელია!

|

Loading

ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის გუნდი

ძალიან გაგვახარეს ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის (დირექტორი თამაზ კილაძე) მოსწავლეებმა, რომლებმაც სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალი მოიგეს და მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

დავით სანაძე, დათა პატარაია, ზაზა განევი, საბა ცანავა, ნიკოლოზ განევი, გიორგი ურუშაძე, გაბრიელ ურუშაძე, მიშიკო ჩხაიძე, ალექსანდრე მოქია, მათე ტუღუში, ირაკლი ურუშაძე, გაბრიელ კვირკველია… _ ამ ბიჭებმა შეძლეს, საუკეთესოები ყოფილიყვნენ საქართველოს 2292 სკოლიდან!

საბა ცანავა სასკოლო ოლიმპიადის საუკეთესო მოთამაშის პრიზით

მათი მწვრთნელები არიან თემურ გობრონიძე და კახა ურუშაძე.

ლანჩხუთელთა ლიდერი საბა ცანავა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს!

„ვარ ამაყი და გახარებული, ჩვენმა გუნდმა შეძლო ფინალის მოგება და გახდა სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული. მადლობა ფეხბრთელებს, სპორტის მასწავლებლებს. ვულოცავ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლას მორიგ დიდ წარმატებას“ _ განაცხადა #1 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამაზ კილაძემ.

„გურია თუდეი“ უერთდება მილოცვებს და პატარა ფეხბურთელებს შემდგომშიც წარმატებებს უსურვებს.