გურულ ჟურნალისტს, ნინო კვაჭანტირაძეს „გარდენია შევარდნაძის“ ვიდეოებიდან კარგად ვიცნობთ. იგი საინტერესო ამბებს ხშირად აქვეყნებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. ერთ-ერთი მათგანი ესაა:
„ოკრიბას“ სადგურში ჩანთას ვატან ოზურგეთში და მძღოლს ვეკითხები:
– სადაური ხარ?
– გურული
– და სადაური?
– გურიიიდან
– რომელი გურიიიდან?
– შენ რომელი გინდა?
– ეეე, ბიჯო, მე რა მინდა კი არა, შენ სადაური ხარ?
– ბოხვაურიდან
– ილიას იცნობ? (და გვარს ვეუბნები)
– მეცოდინება
– გეცოდინება თუ იციი?
– რა სალიკა დგანაა?
– ეგ არ ვიცი.
– აბა, რამე კიდომ მითხარი, რაფერია, დიდია, პაწაა?
– დიდია.
– ჩემი კპილაა?
– შენ რამდენის ხარ?
– რამდენის ვიქნები?
– აუუ, კაი, თავი გამანებე, ამ ჩანთას წეიღებ?
– წაღებით წევიღებ, მარა უკან წამევიღო?
– აუ, თავი გამანებე, შენ ვინ ყოფილხარ.
– შენ მომაკითხე და მე რაფერ გაგანებო თავი, დატიე მაი ჩანთა და წაიი, წევიღებ, აბა, რას ვიზამ, კაციშვილი არ ჩანა წამომსლელი და ჩანთას მაინც წუუღებ ვინცხას…
– ღმერთმა მშვიდობით გატაროს და შენ ამხელა გზაზე როგორ დადიხარ?
– ასე ააა, რომ მიყურებ!



