[ექსკლუზივი] გურულ ფეხბურთს ისევ დავით მუჯირი უხელმძღვანელებს. ვინ არიან რეგიონალური ფედერაციის ახალი აღმასკომის წევრები?

ლანჩხუთში, გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის (გრფფ) ოფისში ამავე ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა, რომელზეც პრეზიდენტად ისევ დავით მუჯირი უფროსი აირჩიეს. მისი პრეზიდენტობის დროს გაკეთდა სფფ-ის ტექნიკური ცენტრი სოფელ გვიმბალაურში. მომავალი წლიდან დაგეგმილია ლანჩხუთის ცენტყრალური სტადიონის რეკონსტრუქცია. „ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს რეგიონში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის. სისტემატურად ვატარებთ საფეხბურთო ტურნირებს ჭაბუკებს შორის. შეძლებისდაგვარად, ვეხმარებით სკოლებს ფორმებით და სპორტული აღჭურვილობით“ _ […]

ნუ პანიკიორობთ: „გურიას“ ეროვნული ლიგა 2-ის საგზური ჯიბეში აქვს! ეს მხოლოდ ტურის ცენტრალური მატჩი იყო…

დიახ, ეს მხოლოდ ტურის ცენტრალური მატჩი იყო და არა ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს გადამწყვეტი: ორი ლიდერის შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ზოგჯერ მისი შედეგი დიდად არაფერს ცვლის. ასეთი იყო გათამაშების ლიდერის, „გურიასა“ და ამ სეზონში ცხრილის სათავეში ყველაზე დიდხანს მყოფი „თბილისი 2025“-ის პაექრობა. დიდი ხანია, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ გაისად ისინი ერთმანეთს უკვე ეროვნულ ლიგა 2-ში შეხვდებიან […]

რეკორდი იწყება ელიტით… გოდერძი მახარაძის ორი ახალი რეკორდი და სპონსორი „ელიტ-გურია“: შენი ტექნიკის სახლი ლანჩხუთში! [R]

„ლანჩხუთობაზე“ გინესის გურულმა რეკორდსმენმა, გოდერძი მახარაძემ კიდევ 2 რეკორდი დაამყარა: მან კალათბურთის ბურთით 1 წუთში 220-ჯერ აკენწლა თავით და რეკორდი 40-ით გააუმჯობესა. ასევე დაგეგმილი ჰქონდა დამჯდარ მდგომარეობაში 1000 აეკენწლა, მაგრამ 45 წუთიც არ დასჭირვებია გეგმა 5,5-ჯერ (43 წუთში 5503-ჯერ) გაეუმჯობესებინა. ამით გოდერძიმ ლანჩხუთში მეათე, ხოლო საერთო ჩათვლაში მხოლოდ 69-ე რეკორდი დაამყარა. მისი სპონსორი იყო „ელიტ-გურია“ […]

ამირან წილოსანი, აკაკი ჩხაიძე და… მერაბ ჟორდანიას ფანტასტიკური შედეგი: 14 ტიტული 7 წელიწადში! აი, ვინ არის „გურიას“ მომავალი წარმატების გარანტი!

მესამედ საუკუნეზე მეტი მიითვალა დამოუკიდებელმა ქართულმა ფეხბურთმა და მის ისტორიაში ჩაწერა „გურიამ“ პირველივე სეზონში შეძლო, როცა პირველ ეროვნულ თასს დაეუფლა. თუმცა ლანჩხუთური კლუბი ვერასდროს გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მხოლოდ საწყის ორ ჩემპიონატში იყო ახლოს ტიტულთან, მაგრამ საბოლოოდ, პირველობა თბილისის „დინამოს“ (მაშინ „იბერია“ ერქვა) დაუთმო. ახლა გურულ ქომაგს იმედს მერაბ ჟორდანია აძლევს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, „დინამოსა“ და […]

ზესტაფონო, გშორდები _ „გურიამ“ „მარგვეთი“ ისევ დიდი ანგარიშით დაამარცხა… ზედიზედ შვიდს იგებს და გოლს არ უშვებს: ასე ეროვნული ლიგა 2 განაღდებულია!

„გურიამ“ ისევ დიდი ანგარიშით მოუგო „მარგვეთი 2006“-ს და ფაქტობრივად, გაინაღდა ეროვნული ლიგა 2-ის საგზური. უახლოეს კონკურენტ „იბერია 1999-2“-თან სხვაობა 12 ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ 7 შეხვედრაში გურულებს 4 წაგებაც კი ეპატიებათ. ამ შემთხვევაში, მაქსიმუმ ქულებით დაწევას მოახერხებს ლანჩხუთელი დავით ხიტირის გაწვრთნილი დედაქალაქელები, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო, „გურია“ პლეი ოფის გარეშე დაწინაურდება. ასეთი დიდი […]

„ჩვენ შენთან ვართ ბოლომდე!“ _ „ლანჩხუთის“ პროტესტს ფეხბურთელების გარდა რაგბისტებიც უერთდებიან, ასევე კლუბი, რომელსაც წარსულში „ვფქ ლუსსო“ ფლობდა

ლანჩხუთის ქალთა გუნდის მიმართ ხმაურიანი სოლიდარობა გამოხატეს „ბათუმისა“ და „კვარტალის“ ფეხბურთელებმა. მათი ბათუმური შეხვედრა იმავე ლოზუნგით დაიწყო, რითაც „ლანჩხუთის“ და „ნიკე-ლუსოს“ 10-წამიანი მატჩი: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“ გურულებს სოლიდარობა გამოუცხადეს ფეხბურთელებმა სხვადასხვა კლუბიდან, განცხადებები კლუბების სახელითაც გაკეთდა, მათ შორის რაგბისტების მხრიდანაც. „ჩვენთვის ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. ეს არის სივრცე, სადაც პატივისცემა, უსაფრთხოება და ერთმანეთის […]

ფიზიკური ძალადობა, რასიზმის გამოვლინება, ვიდეოკამერები ოთახში, სადაც ფეხბურთელები იცვლიან… _ „ლანჩხუთის“ პასუხი „ნიკე-ლუსოს“: „ეს კადრები მათთვის, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს“

„ეს კადრები მათთვის, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს და „ნიკე-ლუსოს“ ძალადობასთან ვერ აკავშირებს“ _ „ლანჩხუთი“ თბილისის „ნიკე-ლუსოს“ პასუხობს: ნახეთ კადრები: 20/09/2025 ნიკე-ლუსო VS ლანჩხუთი, რა მოხდა მატჩის შემდეგ? ვხედავთ მათი მხრიდან თავის მართლების უსუსურ მცდელობებს და რადგან ოფიციალურ გვერდზე კომენტარები დაბლოკილი აქვთ, აქ კიდევ ერთხელ შევახსენებთ: გთხოვთ, დაგვიკონკრეტოთ ზემოთ ჩამოთვლილ რომელ შესაბამის პუნქტში არ გვეთანხმებით ან […]

„ლანჩხუთის“ ყოფილი მოთამაშეები, რომლებიც ახლა „ნიკე-ლუსოს“ ღირსებას იცავენ, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე არ გამოცხადდნენ

„გურია Today”-ს დადასტურებული ინფორმაციით, „ლანჩხუთის“ ყოფილი ფეხბურთელები: თათია გაბუნია, თეონა ბაქრაძე, მარიამ კალანდაძე და გვანცა ქადაგიშვილი არ გამოცხადდნენ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე, რომელსაც 9 და 12 ოქტომბერს, მოლდოვაში ამხანაგური შეხვედრები აქვს დაგეგმილი. ოთხივე მოთამაშეს გურული კლუბის შემადგენლობაში არაერთი სეზონი აქვს ჩატარებული, მათგან გაბუნია და კალანდაძე „ლანჩხუთის“ აღზრდილები არიან და კლუბის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეებად ითვლებიან. ისევე, […]

„ლანჩხუთის“ პროტესტს „ნიკე-ლუსო“ გამოეხმაურა: „ჩვენი კლუბისა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსებისშემლახავია“

„ლანჩხუთის“ პროტესტს, რომელმაც უკვე მოიცვა ქალთა ლიგის ზედა ზონაში მოთამაშე 4-დან 3 გუნდი (გურულებს „ბათუმი“ და „კვარტალი“ დაემატა), ადრესატი კლუბი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ნიკე-ლუსო“ გამოეხმაურა. „სამწუხაროდ, გვიწევს შეხსენება, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თანასწორია, როგორც ქართველი ეროვნების ფეხბურთელი ქალი, ასევე თურქი ეროვნების მამაკაცი. ჩვენი საფეხბურთო კლუბის ყოფილ პრეზიდენტს პროტესტში მონაწილე და მხარდამჭერი პირები დღემდე მოიხსენიებენ […]

„ლანჩხუთი“ ყოველთვის იყო და არის მისაბაძი გუნდი, ვამაყობ, რომ ამ კლუბის მაისურა მეცვა“ _ რას ამბობს ეროვნული გუნდის ფეხბურთელი, რომელმაც „ნიკე-ლუსო“ პროტესტის ნიშნად დატოვა

„ლანჩხუთის“ პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ უერთდება და სოლიდარობას უცხადებს კლუბის ყოფილი წევრი ანა წულაია, ფეხბურთელი მხარდამჭერ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. „როცა ჩემი ყოფილი გუნდი პროტესტის ნიშნად თამაშზე უარს ამბობს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ „ლანჩხუთი“ ყოველთვის იყო და არის მისაბაძი გუნდი, რომელსაც საკუთარი ღირსების, სიტყვისა და პრინციპების დაცვა შეუძლია. ვამაყობ, რომ ოდესღაც ამ გუნდის წევრი ვიყავი. ვამაყობ […]