ფიზიკური ძალადობა, რასიზმის გამოვლინება, ვიდეოკამერები ოთახში, სადაც ფეხბურთელები იცვლიან… _ „ლანჩხუთის“ პასუხი „ნიკე-ლუსოს“: „ეს კადრები მათთვის, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს“

|

Loading

მატჩის შემდეგ, „ნიკე-ლუსოს“ ქომაგები მოედანზე შეიჭრნენ და „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს | 20.09.2025

„ეს კადრები მათთვის, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს და „ნიკე-ლუსოს“ ძალადობასთან ვერ აკავშირებს“ _ „ლანჩხუთი“ თბილისის „ნიკე-ლუსოს“ პასუხობს:

ნახეთ კადრები: 20/09/2025 ნიკე-ლუსო VS ლანჩხუთი, რა მოხდა მატჩის შემდეგ?

ვხედავთ მათი მხრიდან თავის მართლების უსუსურ მცდელობებს და რადგან ოფიციალურ გვერდზე კომენტარები დაბლოკილი აქვთ, აქ კიდევ ერთხელ შევახსენებთ:

  1. ფიზიკური ძალადობა ჩვენი კლუბის ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე – ფეხბურთის ფედერაციამ დამნაშავედ გცნოთ და საშინაო არენის 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოგცათ ამ დარღვევისთვის.
  2. რასიზმის გამოვლინება ჩვენი ლეგიონერების მიმართ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ კონკრეტულ ეპიზოდშიც ასევე დამნაშავედ გცნოთ და 1000 ლარით დაგაჯარიმათ.
  3. ვიდეოკამერები იმ ოთახში, სადაც ფეხბურთელები ტანსაცმელს იცვლიდნენ, ამ სივრცეს გასახდელის ნაცვლად თუ სხვა სახელს დაარქმევთ, ეს არაფერს ცვლის. თქვენ თავად დაწერეთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვიდეომონიტორინგის წესების დარღვევისთვის დაგაჯარიმათ.
  4. მიმდინარე წლის იანვარში თქვენი კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი დააკავეს საკუთარი კლუბის ფეხბურთელზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდების მუხლით.

გთხოვთ, დაგვიკონკრეტოთ ზემოთ ჩამოთვლილ რომელ შესაბამის პუნქტში არ გვეთანხმებით ან ჩვენ ან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

P.S. გარდა ამისა, თქვენ თავად წერთ, რომ გასახდელები არ გაქვთ, თუმცა, ამავე დროს პრეტენზია გაქვთ ქართული ფეხბურთის მშენებლობაზე. გირჩევთ გასახდელის მშენებლობით დაიწყოთ, კიდევ რომ არ მოუწიოთ ფეხბურთელებს გაუგებარ სივრცეებში გამოცვლა და კიდევ ერთხელ არ დაგაჯარიმოთ აუდიტის სამსახურმა“ _ წერს „ლანჩხუთი“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

თბილისური კლუბის განცხადება წაიკითხეთ აქ: „ჩვენი კლუბისა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსებისშემლახავია“