რუსი „ინვესტორის“, მარია არხიპოვას აზრით, „აი, ფაქტის“ გამოძიება, სოფელ შუხუთში კოსმოდრომის აშენების შესახებ, ილონ მასკის დაკვეთაა

შუხუთში კოსმოდრომის შესაძლო აშენების შესახებ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას [ შუხუთში კოსმოდრომს აშენებენ? რუსი „დევნილების“ ოცნება თუ დიდი აფერა… „სა ნახე აი ხალხი, შე ოჯახაშენებულო?“ _ როგორ „გადააგდეს“ გურული ბიზნესმენები https://shorturl.at/itHdJ] რუსი „ინვესტორი“ მარია არხიპოვა სოციალური ქსელით გამოეხმაურა: „ჩვენ, კოსმოდრომის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ ვუშვებდით რისკს, რომ იქნებოდა პროვოკაცია. ჩვენ ვიცით, რომ მასალები ჩვენს წინააღმდეგ დაფინანსებულია […]

„ცრემლების წვიმა წამოვიდა ჩვენ პატარა ლანჩხუთში, ყველა დაგვამუნჯა…“ _ 23 წლის ბიჭი კლინიკაში მაღალი სიცხეების გამო მიიყვანეს, სიმსივნე აღმოაჩნდა და გარდაიცვალა

ლანჩხუთი კიდევ ერთი ახალგაზრდის დაღუპვამ აატირა… სანიმუშო ოჯახის უკარგესი შვილი, 23 წლის თორნიკე წილოსანი ვერაგმა დაავადებამ იმსხვერპლა. ატირდა კიდევ ერთი დედა _ მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეების მუსიკის უსაყვარლესი მასწავლებელი _ ნანა გოგოძე. მამას _ ირაკლი წილოსანს, სხვათა შველა-გადარჩენაზე რომ ზრუნავს, სამწუხაროდ, შანსი არ მიეცა, წარმატებულ და ნიჭიერ შვილს შეშველებოდა. „დღეს ცრემლების წვიმა წამოვიდა ჩვენ პატარა […]

შუხუთში კოსმოდრომს აშენებენ? რუსი „დევნილების“ ოცნება თუ დიდი აფერა… „სა ნახე აი ხალხი, შე ოჯახაშენებულო?“ _ როგორ „გადააგდეს“ გურული ბიზნესმენები

„ლანჩხუთში ერთი სოფელია – შუხუთი. სოფლის დასაწყისშივე გადასახვევია და ოღრო-ჩოღრო გზა იწყება. ამ გზას თუ ბოლომდე გაყვებით, ერთ ნაკვეთთან მიგიყვანთ. მიწა შემოღობილია, დაცვის ჯიხურიც დგას. დაცვის თანამშრომლები რუსები არიან და მომავალი კოსმოდრომის ტერიტორიას იცავენ“ – წერს „აი, ფაქტი“, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. გამოცემის ცნობით, ამ მიწაზე კოსმოდრომ „კოლხიდას“ გამშვები პუნქტის მშენებლობაა დაგეგმილი. იდეის ავტორები რუსი […]

„წყალს მიაქ ხეი და მიწა და ღრმაღელეს რით ვერ ეღირსა წყლის პრობლემის მოგვარება…“ _  ვინ გამოაფხიზლებს „დაძინებულ კომპანიას“ და როდის გაიხსნება სოფელში საბავშვო ბაღი?

„გურია თუდეი“ მონიშნეს სოციალურ ქსელში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა მედია საშუალებებთან ერთად სოფელ ღრმაღელის მაცხოვრებლებმა. „სოფელი ღრმაღელე. უწყლობით შეწუხებული სოფლის მოსახლეობა!!! 2 წელია ველოდებით, როდის დაადგება საშველ-სახიდებელი ჩვენს სოფელში წყლის მომარაგების აღდგენას! რა დაუსრულებელია ეს უზარო მიზეზები…. სოფელი ითხოვს მეტ ყურადღებას… 2 წელია ბაღი ააშენეს, გამოშრა კი არა, ლამის დაძველდეს შენობა და არ აღირსეთ ბავშვებს […]

რაჭა, ჩემი სიყვარული… 14 ერთი ჭკუის გურული და სამეზობლო ლაშატურა ულამაზეს მხარეში [„გურია თუდეის“ რეპორტაჟი]

ჯერ კიდევ გაგანია კოვიდის ხანა იყო, როცა ,,ბრინჯაოს ხანის” ფოტოებს ვეძებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენს მაშინდელ ,,ჟამთააღმწერელს“ სადღაც გაბნევია. მაშინ იყო მსჯელობა, თუ ახალი არ დაიგეგმა, ისე არაფერი გამოვიდოდა… დაიწყო ფიქრი, იდეები, რჩევები და მოვედით იმ დღემდე,  სადაც ყველამ ვთქვით – ეეე, გამოგვივიდა. დილის 5 საათი იყო, როცა მზის სხივებმა მორჩილაძის ქუჩაზე კარგა გვარიანად გვაუწყა, […]

„ერთი დარაჯი ვერ გაიმეტეს და ახლა დამტვრეული კარებით და საშინელი ანტისანიტარიით “ხიბლავს“ ტურისტებს“ _ რა ხდება ორაგვეში პროექტზე, რომელზეც ოპოზიციონერის მტკიცებით, 2 მილიონამდე დაიხარჯა

ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირმა მგელაძე ამბობს, რომ ლანჩხუთში ევროკავშირის საჩუქარს არ უვლიან. „ყოფილხართ ბოლო პერიოდში ორაგვეში? დამტკბარხართ ენით აუღწერელი სილამაზით? ვინც არ ყოფილხართ, გირჩევთ აბრძანდეთ, ამ საშინელი სიცხეების დროს მით უმეტეს, ჰაერია სასწაული და ახლა ასასვლელადაც საკმაოდ მარტივია, რადგანაც ევროკავშირის დაფინანსებით, კარგი ასფალტის საფარია დაგებული ბოლომდე“ _ ამბობს ოპოზიციონერი და ირონიულად დასძენს: „ალბათ იმიტომ […]

მაგას შენ არავინ გაგაგებინებდაო… რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ლანჩხუთელი ოპოზიციონერები და რა შემთხვევაში დატოვებს „ლელოს“ გოჩა ჯანაშია

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ლელოს“ ადგილობრივი ლიდერი გოჩა ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს: „ნაცებო, ნაზად რომ გვაკრიტიკოთ, რამდენია კიდევ გადასახდელი?“ მას საკრებულოდან ოპოზიციონერი კოლეგები, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები გამოეხმაურნენ. „ჯანო, შენ არავინ ჩაგაყენებდა საქმის კურსში“ _ დაწერა კახა ასკურავამ, რაზეც ჯანაშიამ უპასუხა: „ბავშვებს ვფიცავარ, ეს რომ სიმართლე იყოს, იმწუთასვე დავტოვებ პარტიას, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ეს […]

გურულები ხომ განთქმულები არიან თმენის, იუმორის  და გამძლეობის უნარით… ლალი მოროშკინას სუფსაში „ელპიტე ბებიისეული“ სახლის აღდგენის იმედი აქვს

ლანჩხუთში მცხოვრებნი თებერვლის სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა, მათ შორისაა ცნობილი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა _ მან წლების წინ სოფელ სუფსაში საკარმიდამო შეიძინა და წელიწადის გარკვეულ დროს ზღვისპირეთში ატარებს. აქტიურად გამოჩნდა გრიგოლეთში თევზის ფესტივალის პიარში, რომელიც უკვე ორჯერ ჩატარდა. სტიქიამ ჟურნალისტს სახლის სახურავი დაუზიანა. დაგვიანებული დახმარების გამო მან სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და პრობლემის შესახებ დაწერა. მიუხედავად იმისა, […]

ცასთან ახლოს _ მახუნცეთის ჩანჩქერი, სხალთის მონასტერი, ხიხანის ციხე, მწვანე ტბა… „გურია თუდეის“ ყოფილი რედაქტორის ტრადიციული რეპორტაჟი საქართველოს კუთხეებიდან, ამჯერად ზემო აჭარიდან

„გურია თუდეი“ გთავაზობთ გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორისა და ამჟამად ლანჩხუთის საკრებულოს პრეს-შეფის, ლაშა სარჯველაძის ტრადიციულ რეპორტაჟებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ამჯერად  ზემო აჭარიდან: გასული წლის 20-22 ივნისს „ნაკო-პროდაქშენის“ მორიგი გასვლითი ვოიაჟისას დაიგეგმა, რომ შემდეგი ზემო აჭარა იქნებოდა. გავიდა ზუსტად წელი და ისევ ერთად და იგივე მიკროავტობუსით დავიძარით. ცალკე აღსანიშნავია გოგიტა ხუხუნაიშვილი – ჩვენი მძღოლი, რომელიც მუდამ […]

„აქამდე გაჩუმებული ვიყავი, მაგრამ დადგა დრო, ყველაფერი ვილაპარაკო… ეს ვიდეო ჩემი შვილის საფლავზე გადავიღე…“ _ შვილმკვდარი დედა „გურია თუდეის“ დახმარებას თხოვს

ლანჩხუთი ამ ტრაგედიას ვერასდროს დაივიწყებს _ 15 წლის ნიკო გვარჯალაძის გარდაცვალება ყველა ლანჩხუთელის ტკივილია. მზებიჭის დედა „გურია თუდეის“ დახმარებას თხოვს. ფიქრობს, რომ სამართლის ძიება უჭირს, მაგრამ უკან დახევას არ აპირებს. „წავიკითხე თქვენი სტატიები ჩემს შვილზე და მადლობა მინდა გითხრათ, გვერდით დგომისთვის, ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის. სამწუხაროდ, ძალიან გაგრძელდა სიმართლის და სამართალის პოვნა, აქამდე ადვოკატი მაჩერებდა, საქმეს […]