ჩხარტიშვილი, მატვეევა, გუჯაბიძე, ნარსია, გაბელაია, დანელია, პასიკაშვილი, ბუხრიკიძე და მწყერაშვილი… „ლანჩხუთის“ 9 ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში!

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების იანვრის შეკრებაზე მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა „ლანჩხუთის“ 9 ფეხბურთელი გამოიძახა. ინფორმაციას კლუბის ფეისბუქგვერდი ავრცელებს. ეს ფეხბურთელები არიან: სვეტლანა გაბელაია, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე, სოფიკო ნარსია, ნინო პასიკაშვილი, ტატიანა მატვეევა, ნათია დანელია, ნინო ბუხრიკიძე და ლიზი მწყერაშვილი. აქედან 6 ახალწვეულია: „ლანჩხუთმა“ „ნიკე-ლუსოსგან“ ახლახანს დაიბრუნა ნარსია, ასევე მოქმედი ჩემპიონები არიან: გაბელაია, დანელია, ბუხრიკიძე […]
„დაწექით!“ – რატომ დაათმობინეს „გურიას“ ხარკოვის „მეტალისტთან“? ჩაწყობილი მატჩი, რომელსაც მასობრივი არეულობა მოჰყვა: 1987 წლის 17 ოქტომბერს ლანჩხუთი დიდ ტრაგედიას გადაურჩა

ძვირფასო გულშემატკივრებო… ძვირფასო გულშემატკივრებო… მხოლოდ ამ ფრაზის თქმას ახერხებს სტადიონის დიქტორი, მოწოდების დანარჩენი ნაწილი კი, გულშემატკივრების ხმაურში იკარგება… 1987 წლის 17 ოქტომბერი ის დღეა, როცა ლანჩხუთი დიდ ტრაგედიას გადაურჩა _ მას შემდეგ, რაც მსაჯმა ისედაც სკანდალური მატჩი ნაადრევად დაასრულა, იქიდან დაწყებული რამდენიმე საათის განმავლობაში შეტაკება მიმდინარეობდა „გურიას“ გულშემატკივრებსა და ე.წ. „მერვე პოლკის“ უწვერულვაშო სამხედროებს შორის… […]
„რამდენიმე საათი დაგრჩა, შენს მონატრებულ სახლში, შენს მონატრებულ ახლობლებთან და გულში ჩაგიკრავს მშობლიური ნიგოითის მიწა“ _ ლელა ჩახვაძე საფრანგეთში გარდაცვლილ ლანჩხუთელ ახალგაზრდას ემშვიდობება

„შემოიპარა, ალბათ, ახლა ალიონი გურიის მთებში ისე, როგორც ზუსტად ამ დროს, აქ საფრანგეთში შემოიპარა სიკვდილი შენს სასთუმალთან. რამდენიმე საათი დაგრჩა, შენს მონატრებულ სახლში, შენს მონატრებულ ახლობლებთან და გულში ჩაგიკრავს მშობლიური ნიგოითის მიწა, ჩვენო დაუვიწყარო სიყვარულო, რეიმსში უპირველესო გულშემატკივარო, ჩვენი ოჯახის, ახლა კი გულისმომკვლელო შვილო – ბაჩო…“ _ ასე ემშვიდობება საფრანგეთში გარდაცვლილ ლანჩხუთელ ახალგაზრდას,ბაჩო ხვედელიძეს მისი თანაქალაქელი […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ამირან ვილგემის ძე პატარაია

მეუღლე: ნინო ჟორდანია; შვილები: ბაჩანა, ბექა; შვილიშვილი: დემეტრა; ძმა ბადრი; ძმისშვილები: ჯაბა, მეგი; რძლები: ხათუნა კვაჭაძე, თეკლა მირაშვილი; მამიდები: ცისანა, ქეთევანი; ბიცოლა ლეილა ბარამიძე; ცოლისძმა ალეკო ჟორდანია; ბიძაშვილები, მამიდაშვილები,დეიდაშვილები და ახლო ნათესავები ღრმა მწუხარებით იუწყებიან ამირან ვილგემის ძე პატარაიას გარდაცვალებას. გამოსვენება: ხუთშაბათს, 5 თებერვალს, 15სთ.-ზე. მისამართი: ქ. ლანჩხუთი, ვ.ლ. ჩხაიძის ქუჩა, II შეს. #7 დაკრძალვა: […]
დილის მზის სხივები თანდათან კვეთენ თავახდილი შავი როიალის კონტურებს… რა აკავშირებდა მერი დავითაშვილს ლანჩხუთთან _ 20 წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუ სახელოვან კომპოზიტორთან

2005 წელი. თბილისი. ქალაქი გვიან იღძივებს. მთაწმინდის ძველი უბანი. გრიბოედოვის აღმართი, მყუდრო სკვერი და იქვე ძველებური სახლი ლამაზი სადარბაზო შესასვლელითა და მოპირკეთებული ქვის კიბეებით. ფართო ოთახებიანი ბინა. ოვალურ კედლებიან ოთახში, რომელსაც გარს არტყია დიდი აივანი, დილის მზის სხივები თანდათან კვეთენ თავახდილი შავი როიალის კონტურებს. ამ სახლის უფროსი დიასახდლისი კომპოზიტორი მერი დავითაშვილი დიდი სიხარულით მიღებს კარს, […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა დემაგული მიქაუტაძე

შვილები: ხათუნა, ნათია ბუცხრიკიძეები; შვილიშვილები: ილია ებრალიძე, დავით წულაძე; დედმამიშვილები: ციცო, ნათელა მიქაუტაძეები; სიძეები: აივენგო რუსიძე, ამირან ფირცხალაიშვილი, ლაშა ებრალიძე, გელა წულაძე; დისშვილები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან დემაგული მიქაუტაძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: კვირას, 1-ელ თებერვალს, 14 სთ.-ზე, სოფ. ჭყონაგორაში. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ნოდარ კირილეს ძე გუჯაბიძე

მეუღლე გუგული თოფურია; შვილები: [ამირანი], ნუგზარი, კირილე; რძლები: ნატო ციკორია, ლია სარალიძე, ირმა მარშანიშვილი; შვილიშვილები: ინდირა, ნოდარი, ლელა, ირმა, გიორგი, ნინო, გულო ოჯახებით; შვილთაშვილები; მძახლები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან ნოდარ კირილეს ძე გუჯაბიძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: სამშაბათს, 3 თებერვალს, 15 სთ.-ზე, მაჩხვარეთის სასაფლაოზე. მისამართი: ქ. ლანჩხუთი, ყაზბეგის ქ.#19. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ვალერი კომახიძე

მეუღლე დენიზა ლიპარტელიანი; შვილები: იზა, შოთიკო, ოთიკო კომახიძეები; რძლები: მარი სვანიძე, ლიკა ბურძგლა; შვილიშვილები: მარიამ ფირცხალაიშვილი; სესილი, დემეტრე კომახიძეები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან ვალერი კომახიძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: კვირას, 1-ელ თებერვალს, მაჩხვარეთის სასაფლაოზე. გამოსვენება: 15 სთ.-ზე, ქ. ლანჩხუთი, კუპრეიშვილის ქ.#106-დან ( აგარაკი). „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.
„ჩვენი „გურიას“ კარები მაგრად უნდა გადავრაზოთ, უმაღლესში რომ გადავალთ, აქ მობრძანდით სადარბაზოდ“ _ ვალოდია წულაძე და ფეხბურთი! [+ფოტო]

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე, ქართული კინოსა და თეატრის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვალოდია წულაძე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. მის კალამს ეკუთვნის ცნობილი ლექსი „ბურთმა ჩაყლაპა გლობუსი“, რომელიც 1966 წლითაა დათარიღებული. საზოგადოებისათვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ევგრაფ შევარდნაძესთან. ვინ თუ არა, ბატონი ვალოდია სიღრმისეულად აფასებდა ბატონი ევგრაფის ღვაწლს ლანჩხუთის „გურიას“ დიდ […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ვლადიმერ მიხეილის ძე კეჭახმაძე

შვილები: ლია, ანჟელა, მიშა, ლაშა; დები: ნანი ლომაძე, მაგული წურწუმია; სიძეები: გოჩა კუპატაძე, ირაკლი ფილია; რძლები: ეკა მახარაშვილი, მაკა კაპანაძე; შვილიოშვილები: ჯული ფილია, სალომე, ლაშა, ელენე, ვაჩე კუპატაძეები; შვილთაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან ვლადიმერ მიხეილის ძე კეჭახმაძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: კვირას, 1-ელ თებერვალს, 15 სთ.-ზე; სოფ. ჩოლობარგი. „გურია თუდეი“ გამოხატავს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.