„გურიაში“ „ელვამ“ ანგარიში გახსნა… 1:1 „ორბისთან“ _ გოჩა ტყებუჩავამ პირველ ამხანაგურ შეხვედრაში 23 ფეხბურთელი ათამაშა

ახალი სეზონისთვის სამზადისში მყოფმა „გურიამ“ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. გურულები დედაქალაქურ „ორბის“ გაეჯიბრნენ, რომლის ღირსებას ლანჩხუთელთა ექს-კაპიტანი ბექა ბერიძე იცავს. გურულებმა პირველ ტაიმში თბილისელები კლასისა და გამოცდილი ფეხბურთელების ხარჯზე დაჯაბნეს და ეს ანგარიშშიც აისახა. 24-ე წუთზე, დათა სიჭინავას გამორჩეული დარყმისას ბურთი ხარიხამ აისხლიტა, დამატებაზე თორნიკე კაპანაძემ ყველას დაასწრო და შედეგად, „ელვამ“ მატჩის და „გურიაში“ პირადი […]
„არაფერი არ შემიძლია გარდა ერთისა, ჩემს გამო შენ არავინ შეგაგინებს…“ _ ლანჩხუთში ვაჭრობის დარგის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ზურაბ ასკურავა 80 წლის გახდებოდა!

„ყოველთვის გაუნელებელი სევდით და ტკივილით ვიგონებ,რომელიც,რა თქმა უნდა,არასად წასულა და უფრო მეტიც, რაც დრო გადის, კიდევ უფრო მატულობს, მაგრამ რადგან დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა, გადავწყვიტე, უფრო მივულოცო, ვიდრე მოვიგონო. სურათიც შესაბამისი შევარჩიე, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყველაზე ტკბილ მოგონებებს უკავშირდება“ _ წერს სოციალურ ქსელში კახა ასკურავა, ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი. მისი მამა _ ზურაბ ასკურავა, ლანჩხუთში ვაჭრობის […]
[ექსკლუზივი] „გურიას“ 2 ამხანაგური თანალიგელებთან და ორკვირიანი შეკრება ქობულეთში: ვის შეხვდება გოჩა ტყებუჩავას გუნდი?

„გურია“ თბილისშია შეკრებილი და ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდის მომზადებაში ცოტაოდენი კორექტივები ჯერ თოვლმა და შემდეგ ძლიერმა ქარმა შეიტანა. ხვალ გურულები პირველ ტესტ-მატჩს მესამე ლიგაში მოასპარეზე დედაქალაქურ „ორბისთან“ გამართავენ, რომლის ღირსებას „გურიას“ ექს-კაპიტანი ბექა ბერიძე იცავს. კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გოჩა ტყებუჩავას გუნდს 14 თებერვლისთვის აქვს დაგეგმილი _ ლანჩხუთელები ასევე თანალიგელ თბილისურ კლუბს _ „მერანს“ შეხვდებიან. […]
“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ? რატო? რატო უნდა მებრძოლონ? ბულკივით კაცი ვარ!“ _ ვასილ ჩიგოგიძე

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ? რატო? რატო უნდა მებრძოლონ? ბულკივით კაცი ვარ!“ _ ასეთი პასუხი გასცა „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატმა, ვასილ ჩიგოგიძემ “ნოდარ მელაძის შაბათის” ჟურნალისტის კითხვაზე – არის თუ არა დაპირისპირება “ოცნების” ძველ და ახალ დაჯგუფებებს შორის, ებრძვიან თუ არა მას “ქართული ოცნების” მთავრობის ახალი წევრები და ამის გამო ხომ არ […]
„დღეს ბევრი პაციენტი ჰყოლია, არაფერი შეუმჩნევიათ… თითქმის სახლამდე იყო მისული, ცუდად გამხდარა და ტაქსს კლინიკაში წაუყვანია, მაგრამ…“ _ ლანჩხუთს „ჩვენი შვილების ნანა ექიმი“ აღარ ჰყავს

ლანჩხუთელები გამორჩეულ ბავშთა ექიმს, ნანა ქევხიშვილს ემშვიდობებიან. იგი ათწეულების მანძილზე მუშაობდა ადგილობრივ საავადმყოფოში, პროფესიონალიზმით, ყურადღებითა და კეთილშობილებით გამოირჩეოდა. ბოლო დროს ცოტათი ავადმყოფობდა, თბილისშიც იმყოფებოდა სამკურნალოდ. ჩამოსვლისთანავე სამსახურში დაბრუნდა _ მას ხომ პატარა პაციენტები ელოდნენ… მათ მშობლებს ეიმედებოდათ მისი და ისიც ვერ გაუცრუებდა იმედს. დღესაც ბევრი პატარა მიუღია. მისი კოლეგები ამბობენ, რომ არაფერი უთქვამს, თუ შეუძლოდ […]
მერაბ ჟორდანია: „გუნდი უკვე დაკომპლექტებულია… „გურიას“ პროექტი სტიმული იქნება სხვა გუნდებისთვის და ეს წაადგება ქართულ ფეხბურთს“

ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჟორდანიამ და კლუბის ლეგენდარულმა კაპიტანმა, თემურ ჩხაიძემ ვრცლად ისაუბრეს გადაცემაში „დროის სამართალი“. თემა ლანჩხუთის კლუბის ისტორია და მომავლის პერსპექტივები იყო. თემურ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ გაიზარდა ინტერესი „გურიას“ მიმართ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კლუბი მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას მმართველობაში გადავიდა: „მირეკავენ, მეკითხებიან, ვინ დავიმატეთ, კალენდარი თუ გამოვიდა, […]
კახა ასკურავა: „ე.წ. „მაღალი ფასების შემსწავლელი კომისიის“ 14 წევრიდან ნახევარი მილიონერია!“ ნინო წილოსანი: „ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია, გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა?!“

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი კახა ასკურავა მაღალი ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის შემადგენლობას და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო წილოსანს აკრიტიკებს. „როგორი უთავმოყვარო უნდა იყო, იმ პარლამენტში იჯდე, სადაც ე.წ „მაღალი ფასების შემსწავლელი 14 წევრიანი კომისია შეიქმნა“ და ამ ე.წ კომისიის წევრების ნახევარი მილიონერია! უბრალოდ, რუსული ოცნება ხომ ეკაიფება საზოგადოებას, მარა ვინც ამ ყველაფერს „უპრავებს“, ის ბოლომდე იზიარებს […]
ლანჩხუთში, მაჩხვარეთში, ჩიბათში, ღრმაღელესა და სუფსაში 602 633 ლარად ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მინი-მოედნები მოეწყო

ლანჩხუთში 5 ხელოვნურსაფარიანი მინი-მოედნის მოწყობა, რომლის ჯამური ღირებულება 602 633 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. ქალაქში, მაჩხვარეთში, ჩიბათში, ღრმაღელესა და სუფსაში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ დაათვალიერეს.
ლანჩხუთელმა ჟურნალისტმა, ღვთისავარ ანთაძემ ქართველ ვარსკვლავზე წიგნი დაწერა: „ხვიჩა კვარაცხელია _ მენტალური მონსტრი“

12 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისში, სპორტულ კაფე “მარაკანაში” გაიმართება ლანჩხუთელი ჟურნალისტის, საფეხბურთო ანალიტიკოსის, ღვთისავარ ანთაძის წიგნის პრეზენტაცია: ხვიჩა კვარაცხელია – მენტალური მონსტრი. „ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნების წერა მაშინვე დაიწყეს, როცა მან “ნაპოლიში” თავი გამოიჩინა. თოთოეული ეს ნაშრომი ფასეულია, მაგრამ “კვარა” უკვე დრომ გამოსცადა. ამ წიგნში გამოყენებულია მასალები, რომლებიც 2021 წლიდან იწერებოდა, მათ შორის ინტერვიუ ხვიჩასთან, სადაც […]
„გურიაში კორუფცია ახლა არ დაწყებულა, გუშხამ დეიწყო“ _ კახა ასკურავას თქმით, 2016 წელს აშენებული საბავშვო ბაღი თავიდან ააშენეს, წინა წელს გარემონტებული _ დაანგრიეს… რას ამბობენ ლანჩხუთის მერიაში?

„ამოთხრილ მიწაში ჩაგდებულ შლანგებს წყლის მომარაგების პროექტებს არქმევდით და წყლის მაგივრად ტალახი მისდიოდა მოსახლეობას. ზოგან ტალახიც არ ამოვიდა და ობობებმა ქსელი გააბეს. ეგ თემები ლანჩხუთის მესამედ “არჩეულმა” მერმა კარგად იცის“ ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, ოპოზიციონერი კახა ასკურავა კორუფციის ბრალდებით მაღალჩინოსნების დაკავებას, მათ შორის გურიაში ბოლო პერიოდის რეზონანსურ საქმეებს ეხმაურება. „კორუფცია გურიაში დღეს არ დაწყებულა, გუშხამ დეიწყო. […]