კახა ასკურავა: „ე.წ. „მაღალი ფასების შემსწავლელი კომისიის“ 14 წევრიდან ნახევარი მილიონერია!“ ნინო წილოსანი: „ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია, გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა?!“

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | კახზა ასკურავა და ნინო წილოსანი

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი კახა ასკურავა მაღალი ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის შემადგენლობას და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო წილოსანს აკრიტიკებს.

„როგორი უთავმოყვარო უნდა იყო, იმ პარლამენტში იჯდე, სადაც ე.წ „მაღალი ფასების შემსწავლელი 14 წევრიანი კომისია შეიქმნა“ და ამ ე.წ კომისიის წევრების ნახევარი მილიონერია! უბრალოდ, რუსული ოცნება ხომ ეკაიფება საზოგადოებას, მარა ვინც ამ ყველაფერს „უპრავებს“, ის ბოლომდე იზიარებს  ამ პასუხისმგებლობას! მართლა სირცხვილია!!! პ.ს. წილოსანს უთქვამს, ნაცები ბოლშევიკები არიან, მილიონერებს ებრძვიანო… _ წერს კახა ასკურავა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი „ნაცების დროს ნაშონ მილიონებს ქოცებისგან იცავდა“:

„ღმერთო, ჩამოი დაბლა, რაფერ უძლებ ამდენს??? ქალი იმიტომ გაქოცდა და სამშობლოს გაყიდვაზე აწერს ხელს, მიშას დროს ნაშონი მილიონები რომ დაეცვა ქოცებიდან,…ადვოკატებად არც მეტი და არც ნაკლები – ნიკა გვარამია და დათო კეზერაშვილი ჰყავდა და ნაცები ყოფილან მილიონერებთან მებრძოლი ბოლშევიკები, თურმე?! ამაზე გავჩერდები მაინც. მე ვიყო ქოცი თუ ვინმეს რამე გაგიტაროთ, ვინც არ უნდა იყოს იგი!!! ჯერ სად ხართ: კეისარს კეისრისა!!!“ _ დაწერა ოპოზიციონერმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ამას წინ უძღვოდა ნინო წილოსანის ეს განცხადება:

„სასურსათო პროდუქციის, საწვავის და მედიკამენტების ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაიწყო. უკვე დადასტურებულად ბოლშევიკმა „ნაცებმა” პოსტი პოსტზე გამოაცხვეს – კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო. ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია, გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა?! „ცალი კალოშით” მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით  გამდიდრებული „ნაცებისგან” განსხვავებით, აქ ყველას შემოსავლების დასაბუთებული წარმოშობა აქვს. დასავლეთს, კაპიტალიზმს და ევროპულობას ამოფარებული ბოლშევიკური სლოგანები კი ძალიან კარგად ამხელს ამ აგენტურას“ _ დაწერა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ე.წ. „მაღალი ფასებების შემსწავლელ“ ჯგუფში 7 მილიონერია. მათ შორისაა დასახელებული პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.