ლანჩხუთის მერიაში მუშაობდა… ვინ აღმოაჩინა ბახმარო, როგორც სამკურნალო ადგილი და როდის დაიდგა კურორტზე პირველი სააგარაკო სახლები?

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მასალების მიხედვით, ბახმაროს, როგორც სამკურნალო ადგილის აღმოჩენა უკავშირდება მწყემსებს, რომლებიც უძველესი დროიდან მაღალი მთის კალთებზე თავიანთ საქონელს აძოვებდნენ. საძოვრის სეზონი იწყებოდა მაისიდან, როცა ბარში ხვნა-თესვა იწყებოდა და გრძელდებოდა სექტემბრამდე, რა დროსაც უკან მოერეკებოდნენ გავა-გასწორებულ და ჩამრგვალებულ საქონელს. „ყოველივე ამას პირველმა ყურადღება მიაქცია ოზურგეთის მაზრის ექიმმა არტემ დავიდიანცმა, რომელიც 1875 წლიდან მსახურობდა ოზურგეთში […]
გოლი, რომელსაც ნებისმიერი ევროპული ტოპ-ლიგა შეირგებ-შეიფერებდა! „გურიამ“ ერთ „მერანს“ თბილისში მოუგო, მეორეს _ ქობულეთში შეხვდება…

ეს ერთი და სხვა მრავალი… კომპლიმენტები ისმოდა თბილისში, ნახალოვკაში მდებარე „შრომითი რეზერვების“ სტადიონზე თბილისის „მერანისა“ და „გურიას“ ამხანაგური მატჩის დამთავრებისას – გურული ქომაგები აშკარად ნასიამოვნები იყვნენ. ახალი სეზონისთვს სამზადისში მყოფმა „გურიამ“ პირველი მოგება მეორე საკონტროლო მატჩშივე იზეიმა. მოგებაც არის და მოგებაც, მაგრამ ლანჩხუთელებმა ანგარიში ისეთი გოლით გახსნეს, ნებისმიერი ევროპული ტოპ ლიგა შეირგებ-შეიფერებდა. რამდენიმე ეპიზოდის გარდა, […]
ლანჩხუთში სატრანსპორტო კომპანიის ახალი ოფისი, ავტობუსების, ნაგავმზიდებისა და სპეცტექნიკის ავტოსადგომი გაიხსნა

შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის“ ახალი ოფისის გახსნას გურიის გუბერნატორი გიორგი ღუჭუმელიძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი ვალერი წულაძე დაესწრნენ. ახალ სივრცეში მოწყობილია ადმინისტრაციის ოფისი, ავტობუსების სადგომი და სამრეცხაო ზონა. აქვე განთავსება მერიის ბალანსზე რიცხული ნაგავმზიდები და სპეცტექნიკა. ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის ოფისი და ავტოსადგომი | გელა პატარაიას ფოტოები „ახალი […]
„ოთხი საათიდან დაიძრებოდნენ სტადიონისკენ, თამაში 7-ზე იწყებოდა“ _ რატომ ითხოვდნენ გურული ქომაგები ტაბლოზე ანგარიშის „გასწორებას“ და რა ფოტოს აქვეყნებს ომარ ხუციშვილი?

ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ომარ ხუციშვილი იხსენებს: _ უმაღლესი ლიგის თითოეული მატჩი ლანჩხუთელებისათვის ნამდვილი სახალხო ზეიმი იყო. ამ დღეს ყველას ყველანაირი საქმე გვერდზე ჰქონდა გადადებული. ხალხი რაიონულ ცენტრში შეკრებას 12 საათიდან იწყებდა. სამ საათზე ქალაქის ცენტრალური ნაწილი გადავსებული იყო. ადამიანებს უხაროდათ ერთმანეთის ნახვა, მოკითხვა, შეხვედრა. საუბრობდნენ, კამათობდნენ, იძენდნენ საფეხბურთო ლატარიის ბილეთებს. ერთობოდნენ კაფეებსა და სასაუზმეებში. […]
რეაქცია „გურია თუდეის“ წერილზე: „ლანჩხუთში სკვერს ზურაბ თავართქილაძის სახელი 2023 წელს მიენიჭა“, მაგრამ ეს ოჯახმა არ იცოდა, მემორიალური დაფა დღემდე არ გაკეთებულა, მაპ-შიც სკვერი სხვა პირის სახელს ატარებს

„გურია თუდეის“ სტატიას _ „ლანჩხუთში დღემდე ვერ მოვაბით თავი ერთ-ერთი სკვერისთვის იმ გმირის სახელის მინიჭებას, რომელმაც 40 წლის წინ ლანჩხუთი დიდ უბედურებას გადაარჩინა“ [წაიკითხეთ რედაქტირებული სათაურით: რატომ ვერ ვაფასებთ გმირს, რომელმაც 40 წლის წინ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ლანჩხუთი დიდ უბედურებას გადაარჩინა] _ საკრებულოს წევრი ნინო მშვიდობაძე გამოეხმაურა. „არასწორი ინფორმაციაა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ […]
რატომ ვერ ვაფასებთ გმირს, რომელმაც 40 წლის წინ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ლანჩხუთი დიდ უბედურებას გადაარჩინა

არიან ადამიანები, რომელთა სახელი წლების გასვლის შემდეგაც რჩება ადამიანების მეხსიერებაში – არა ხმაურით, არამედ ღირსებით. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ზურაბ თავართქილაძე. მისთვის პასუხისმგებლობა, თანადგომა და ადამიანური ურთიერთობები ცხოვრების მთავარი ღირებულებები იყო. გამოირჩეოდა სიმშვიდით, შრომისმოყვარეობითა და იმ შინაგანი ძალით, რომელიც სხვების დახმარებაში ვლინდებოდა. მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო თავის რაიონთან. 1985 წლის 22 ნოემბერს, თავისი სიცოცხლის რისკის […]
ლანჩხუთელი ლოტბარისა და მოკრიმანჭულის ტრაგიკული ბედი: „მეგობრებთან ერთად ქორწილიდან ბრუნდებოდა“ _ მისი კონცერტები ქალაქის მაშინდელ ცენტრში არსებულ დუქანში იმართებოდა…

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ცნობები ლანჩხუთელი ლოტბარის ნოე ურუშაძის, ასევე მის მიერ პეტრე კილაძის დუქანში გამართული კონცერტების შესახებ: 1920 წელს ლანჩხუთში ჩამოდის ორგანიზატორი და ლოტბარი, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი _ ფილიმონ იასეს ძე ქორიძე. მის მოწაფეთა შორის თავისი გამორჩეული ნიჭით დიდ ადგილს იჭერს ბატონი ნოე ივანეს ძე ურუშაძე, შემდგომში თავად დიდი ლოტბარი. ნოე ურუშაძე […]
აი, ეს არის ლანჩხუთი! _ ბუტა ჟორდანიას „წერტილი რუკაზე“ და ისტორია, რომელმაც ლეგენდად აქცია [„გურიას“ დიდ მოამაგეს გაისად 100 წელი უსრულდება]

იცოდით, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის საგზური “თაიგულმა” რომ მოიპოვა და ლანჩხუთის ღირსება “გურიასთან” ერთად უნდა დაეცვა? “გურია” პირველ თასს და დუბლს რომ დაეუფლა, გუნდში მისი გაზრდილი 11 ფეხბურთელი თამაშობდა _ მწვრთნელი, რომელმაც სსრკ-ის ნაკრებს, “გურიას”, თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” გაუზარდა ფეხბურთელები… გაისად „გურიას“ დიდი მოამაგის, სოსო (ბუტა) ჟორდანიას დაბადებიდან 100 წელი შესრულდება. მან იმდენი […]
„ვახ, მამუ, როგორ ჩამწყვიტე გული…“ _ გურიაში ტრაგედია დატრიალდა: რამდენიმე დღის წინ ხარაჩოდან გადმოვარდა და სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

გურიაში ტრაგედია დატრიალდა _ მამუკა დოლიძე, რომელიც ქუთაისში, ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე იყო დასაქმებული, რამდენიმე დღის წინ ხარაჩოდან გადმოვარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს, მამუკა უბედური შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ის უკვე ჩამოასვენეს მის მშობლიურ სოფელ ამაღლებაში. ამის შესახებ „გურია ნიუსი“ წერს. გამოცემა ახლობლების სიტყვებსაც ავრცელებს: „კეთილი, განათლებული, ზეადამიანი, ოქროს კაცი… ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა, როცა […]
ლანჩხუთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 42 წლის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს _ გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1962 წელს დაბადებული ჯ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით – 1984 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, […]