[ნეკროლოგი] გარდაიცვალა მაია ზურაბის ასული კვირკველია-სააკიანი

მეუღლე არკადი; შვილები: გრიშა, ალინა სააკიანები; შვილიშვილები: ალისა, არკადი, ნიკა, ერიკა; ძმა სერგო; და ირმა; რძალი ვალია; სიძე ზურა ბეგლარიშვილი; დისშვილები, ძმისშვილები, ბიძაშვილები და ახლო ადამიანები დიდი გულისტკივილით იუწყებიან მაია ზურაბის ასული კვირკველია-სააკიანის გარდაცვალებას. დაკრძალვა: შაბათს, 31 იანვარს, 15 სთ-ზე, მაჩხვარეთის სასაფლაოზე. „გურია თუდეი“ გამოთქვამს გულისტკივილს და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.
[ექსკლუზივი] ლანჩხუთის პოლიციამ პირუტყვის ქურდობის ბრალდებით ირანისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავა… „ბოსელიდან გამოიყვანეს, რქები მოხერხეს და ნაქირავებ ფერმაში გადამალეს“

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სოფელ წყალწმინდაში მოქალაქეს სახლიდან ორი ძროხა მოპარეს. ქურდებმა პირუტყვი პირდაპირ ბოსელიდან გაიყვანეს. „ერთი დიდი საქონელი და მეორე დეკეული პირდაპირ ეზოში მდებარე ბოსელიდან გაიყვანეს. ლანჩხუთის პოლიციამ დაიწყო მათი დევნა და სამეგრელომდე, კერძოდ, გულეკარამდე და კოდორამდე, აბაშის სოფლებამდე მივიდა კვალი. იქაური პოლიციელებიც ჩაერთვნენ, თუმცა მთავარი საქმე ლანჩხუთელმა სამართალდამცველებმა გააკეთეს. საბოლოოდ, წყალწმინდაში მოპარული პირუტყვი […]
შსს-მ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა, კიდევ ორი პირი მიმალვაშია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები. ამის შესახებ საუბარია შსს-ს განცხადებაში. „გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა იმედა ვახტანგის ძე ჯორბენაძე

დედა ლიუდმილა; მეუღლე თიკო კვაჭაძე; შვილები: ვახო, ბარბარე, ქეთო; ძმები: ხვიჩა, მერაბი; რძალი მზია ცეცხლაძე; ცოლისდა ეთერ კვაჭაძე; ქვისლი შალვა ყავრელაშვილი; სიმამრი გელა კვაჭაძე; სიდედრი ირმა გორგილაძე; ბიძები: ვლადიმერ, ანატოლი ლომაძეები; მამიდა ლიანა ჯორბენაძე; ბიცოლები: გულნარა, მერი, ელიზა; ბიძაშვილები; მამიდაშვილები; დეიდაშვილები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან იმედა ვახტანგის ძე ჯორბენაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი: ოთხშაბათს, 28 იანვარს. […]
„ნუთუ ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ მაშინ გამოფხიზლება, როცა მძიმე შედეგი დადგება?“ _ რას პასუხობს ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის უფროსი

„სანამ გვიანი არ არის, გამოფხიზლდით!!!“ _ „ლანჩხუთის მოამბე“ ფეისბუქ-გვერდზე სოფელ ნინოშვილის გზის ფოტოებს ავრცელებს. „არაერთხელ დავწერეთ იმის თაობაზე, რომ ნინოშვილის სკოლის მოსწავლეებს ყოველდღიურად ავარიულ გზაზე უწევთ გადაადგილება. არსებული ვითარება რეალურ საფრთხეს უქმნის მოსწავლეებისა და პედაგოგების უსაფრთხოებას. ეს არის რისკი, რომელსაც ვერაფერი ამართლებს. ნუთუ ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ მაშინ გამოფხიზლება, როცა მძიმე შედეგი დადგება?“ _ წერს გამოცემა. […]
„მზეჭაბუკი, რომელმაც მართლაც თან წაიყოლა მზის სითბო და სხივები. თანაგრძნობის გამოსახატად საპირწონე სიტყვებს ვერ ვპოულობ“ _ ლანჩხუთი 19 წლის საბა წილოსანს ემშვიდობება

დღეს, უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ სულიერად და ფიზიკურად ულამაზეს ახალგაზრდას, საბა წილოსანს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა. იგი ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, მხოლოდ 19 წლის იყო… უნიჭიერესი ბიჭი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო – მიზანდასახული, დიდი ოცნებებით და მომავლის იმედით… „მზეჭაბუკი, რომელმაც მართლაც თან წაიყოლა მზის სითბო და სხივები. თანაგრძნობის გამოსახატად საპირწონე სიტყვებს ვერ ვპოულობ. უფალმა უწყის და დედაღვთისმშობელს […]
„როგორ ლამაზად გამოიყურება ქალაქი“ და „ლანჩხუთი მარტო ცენტრი არ არის…“ _ კუპრეიშვილის ქუჩის მოსახლეობის მოთხოვნა 10 წლის შემდეგაც იგივეა: „მოგვხედეთ, სანამ გვიან არ არის!“

„ეს კომუნისტური ტრადიცია უნდა დასრულდეს, როცა ჩინოვნიკები ათვალიერებენ მშენებარე ან დასრულებულ სამუშაოს, უნდა მოინახულონ დანგრეული გზები და ინფრასტრუქტურა“ „მოეწყობა ავტომანქანების პარკირების ადგილები და განთავსდება ავტობუსის გაჩერება. ყველაფერი გაკეთდება მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისა და ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოწესრიგებისთვის”, _ ეს განცხადება ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა რამდენიმე დღის წინ ქალაქის ცენტრში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონახულებისას გააკეთა […]
[ექსკლუზივი] „გურია“, გრიგოლეთის ბაზის კეთილმოწყობამდე, თბილისში დარჩება, მაგრამ საშინაო შეხვედრებს „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ჩაატარებს

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურია“, რომელიც ახალი სეზონისთვის თბილისში ემზადება, დედაქალაქში დარჩება, სანამ გრიგოლეთის ბაზის კეთილმოწყობა არ მოხდება. თუმცა საშინაო შეხვედრებს გუნდი კვლავ „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ჩაატარებს, რომლის რეაბილიტაცია ასევე იგეგმება. ჩვენი ინფორმაციით, „გურია“ ლანჩხუთში საშინაო მატჩის წინადღეს ჩამოვა, სასტუმროში დაბანაკდება და იმავე დღეს ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშებს. „გურიას“ საცხოვრებელი კორპუსი 1987-2016 წლებში რა თქმა უნდა, უამინდობის […]
მერაბია მეგრელაძე, შვიდმეტრიან კარს ერთი ბეწო ბურთს აცილებ და ამ პატარა ორმოს ამხელა მანქანა ვერ ააცილეო? _ როგორ იხსენებენ ლეგენდას ლანჩხუთელი მეგობრები

„თუ სტენლი მეტიუზს ინგლისის დედოფალმა სერის ტიტული მიანიჭა, ქართველებმა მერაბ მეგრელაძე ლორდად უნდა მოვიხსენიოთ“ _ მოსწრებულად თქვა ცნობილმა კომენტატორმა ნუგზარ ჯუღელმა და როგორც ყოველთვის, „ათიანში“ მოარტყა. ლანჩხუთელი მეგობრები კეთილშობილ, უმაგრეს თავდამსხმელს მერაბ მეგრელაძეს გაიხსენებენ და ამისთვის „ლანჩხუთი პლუსის“ მდიდარ არქივს გამოვიყენებთ. ჯემსუატ ურუშაძე, „გურიას“ ყოფილი მეკარე, კლუბის მეისტორიე: ,,1977 წელს ,,გურიაში’’ მოვიდა აგრესიული, შემტევი, სწრაფი […]
„გურია ჩემი გულია, ჩემი სიმღერის სათავე, თუ ჩემთან ძმობა გწყურია, მოდი, აქ გაჩნდი ახლავე“ _ დღეს რევაზ ლორიას დაბადების დღეა

დღეს ლანჩხუთელი პოეტის, გაზეთ „კომუნისტური შრომის“ რედაქტორის, რევაზ ლორიას დაბადების დღეა. „გურია _ჩემი გულია,ჩემი სიმღერის სათავეთუ ჩემთან ძმობა გწყურია,მოდი,აქ გაჩნდი ახლავე!ამ მთა-კორტოხზე ოდა მაქვსკარღია,სტუმრის მომხმობი,თუ ოდეს ნატვრა მქონდა რამ,ამსრულებია ყოველი.ყველა მომხვდური დავჯაბნე,ვიფრინე ყველა მევალე,ოჯახის ფარი…აბჯარიმხოლოდ და მხოლოდ მე ვარ,მე!გურია _ჩემი გულია,ჩემი სიმღერის სათავეთუ ჩემთან ძმობა გწყურია,მოდი,აქ გაჩნდი ახლავე!“ იგი თავისი კუთხის ღირსეული შვილი და ქართველი მწერლების გულმხურვალე მასპინძელი გახლდათ. და მართლაც, გურიისკენ მიმავალ ლიტერატორთა თუ ხელოვანთა უმეტესობას პოეტი რევაზ ლორია გულითად მასპინძლად ჰყავდა შეგულებული. წლების მანძილზე იღწვოდა ღვთისგან ბოძებულ შემოქმედებით ასპარეზზე. მის ლამაზ ოჯახში სტუმართა პატივსაცემად ხშირად იშლებოდა სუფრა, ხშირად უწევდა თამადობა და ღირსეული მოლხენაც იცოდა… შენ პოეზიის სუფრებს გვიშლიდი რევაზ ლორიას […]