მერაბი, ხვიჩა და ლანჩხუთელი ბიჭი… ჩემპიონმა მათე დარჩიას ავტოგრაფიანი ხელთათმანი აჩუქა [ფოტოები]

|

Loading

ფოტომონტაჟი | „გურია თუდეი"

ლანჩხუთელ მათე დარჩიას ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლმა, მოქმედმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა კრივის ხელთათმანი გადასცა თავისივე ავტოგრაფით.

ამის შესახებ გვიამბო მათეს ბაბუამ _ ომარ დარჩიამ და ფოტოებიც გადმოგვცა.

მათე დარჩია მერაბის გვერდით (მარჯვნიდან მეორე)

ლანჩხუთელი ილია დარჩიას ოჯახი წლებია, იტალიაში ცხოვრობს. მისი შვილი _ მათე კრივზე ვარჯიშობს. ისინი ნეაპოლში ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, როცა ჩვენი კაშკაშა ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ამ ქალაქის გუნდში თამაშობდა, თანამემამულის საქომაგოდ დარჩიები ხშირად სტუმრობდნენ სტადიონ „დიეგო მარადონას. ნეაპოლელთა მთავარი ქალაქისა და არენის ხშირი სტუმარი იყო ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი მერაბ დვალიშვილიც.

ილია დარჩია და მერაბ დვალიშვილი

ჰოდა, კვარას ქომაგები ქალაქში თამაშამდე გადაეყარნენ ერთმანეთს. მერაბმა რომ გაიგო, მათე კრივის სექციაზე დადის, ხელთათმანი უსახსოვრა თავისივე ავტოგრაფით.

ხელთათმანი ჩემპიონის ავტოგრაფით

მათეს ბაბუა გახარებულია მომხდარით და ეს არცაა გასაკვირია, ყველაფერთან ერთად იგი სპორტის დიდი ქომაგია. ერთი საინტერესო ისტორიაც გაიხსენა: რატომ ცხოვრობდა მიშა მესხი ლანჩხუთის პროფსასწავლებლის საერთო საცხოვრებელში და ვის შეასვა ლეგენდამ სკვინჩას სადღეგრძელო? სტატია წაიკითხავთ ბმულზე: https://shorturl.at/q3k1m

რას ჩივი?