ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, დღეს მის მშობლიურ გვიმბალაურში ფეხბურთელების პროტესტს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება:
„ოსმალომ ქალი გაგვიუპატიურა.. პასუხი ქალებმა მოითხოვეს..
ჩვენ? საერთოდ სათვალავში აღარ ვართ ჩასაგდები..
თუმც მივეჩვიეთ.. 33 წელია..
ჩემს მშობლიურ გვიმბალაურში მოუთხოვით ციცებს პასუხი.. არის ამაში, მგონი, რაღაც ღვთიური.. მოვა დრო..“ _ წერს ფეისბუკის პირად გვერდზე არჩილ ხოფერია, რომლის ძმა აფხაზეთის ომში დაიღუპა, შვილი კი, ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინაში შეეწირა.
დღეს, გვიმბალაურში, ქალთა ლიგის ცენტრალური მატჩის დაწყებისთანავე „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა ბურთი ტრიბუნისკენ გადააგდეს და გამოფინეს ბანერი _ „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის მონაწილეა!“.
ამით მათ გააპროტესტეს სასამართლოს მიერ „ნიკე-ლუსოს“ მფლობელის გამართლება, რომელსაც აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
ასევე წაიკითხეთ: „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა „ნიკე-ლუსოს“ მოთამაშეებს ხელი არ ჩამოართვეს და თამაში ჩაშალეს: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის მონაწილეა!“




