გურიის საჯარო სკოლებში პედაგოგებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ვაკანსიებია

|

Loading

ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლაში მოსწავლის ასისტენტის ვაკანსიებია

გურიის რეგიონის საჯარო სკოლებში პედაგოგებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ვაკანსიები გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს დასაქმების შესაძლებლობა აქვთ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სკოლაში.

ვაკანსიების ოფიციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლა მათემატიკის მასწავლებელს ეძებს VI, X, XI და XII კლასებისთვის. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 30 ნოემბერია.

ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტის პოზიციაა ვაკანტური.

ვაკანსიებია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც. ლანჩხუთის №1 საჯარო სკოლა ორ მოსწავლის ასისტენტს ეძებს, ხოლო სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში სამი პოზიციაა გამოცხადებული: ფსიქოლოგის, ენისა და მეტყველების თერაპევტისა და მოსწავლის ასისტენტის.

აღნიშნულ ვაკანსიებზე განაცხადების მიღების ვადები 13-დან 30 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების დეტალური პირობებისა და განაცხადების წარდგენის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ პლატფორმაზე teacherjobs.ge.

აქვე გეტყვით, რომ 6 ნოემბერს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლამაც გამოაცხადა, თუმცა ამ პოზიციაზე განაცხადების მიღების ვადა 10 ნოემბერს ამოიწურა.