„მომწერე, რას ფიქრობ გარე სიტუაციაზე. ვრცელი მიმოხილვა გამიკეთე…“ _ ლევან ხაბეიშვილი კახა ასკურავას ციხიდან წერილს უგზავნის

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | კახა ასკურავა, ლევან ხაბეიშვილი და წერილი ციხიდან

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი და ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთმა სახემ, ლევან ხაბეიშვილმა ციხიდან წერილი გამოუგზავნა.

„ძალიან გამახარა ხაბემ“ _ წერს ასკურავა და პარტიული ლიდერის წერილს აქვეყნებს.

„რავა ხარ, გურულო? კახა, მომწერე, რას ფიქრობ გარე სიტუაციაზე. ვრცელი მიმოხილვა გამიკეთე, არ დაიზარო. მომავალში სად და ვინ გვჭირდება, ან არ გვჭირდება, მომწერე. აკრიფე ტექსტი და ჩაუგდე ზვიადს. წერა არ მოგიწევს, აკრიფე და ამომიბეჭდავს. ხაბე“ _ აღნიშნულია წერილში, რომლის ხელნაწერი ადგილობრივი ოპოზიციონერის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა.

მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის წერილები ციდიდან

რამდენიმე წლის წინ, ასკურავას ციხიდან წერილი მისწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც: „ჩვენი ბრძოლა განამტკიცა ამდენი წლის ბრძოლამ. ყოველთვის მადლიერი ვიქნები შენი და შენც უნდა მუდმივად გქონდეს ჩემი იმედი“ _ ესაა ნაწყვეტი წერილიდან.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთელი ოპოზიციონერი, წინა ხელისუფლების დროს, გამგებლის მოადგილის, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისა და გურიის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობებს იკავებდა.