ლანჩხუთში 5 ხელოვნურსაფარიანი მინი-მოედნის მოწყობა, რომლის ჯამური ღირებულება 602 633 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ქალაქში, მაჩხვარეთში, ჩიბათში, ღრმაღელესა და სუფსაში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ დაათვალიერეს.




