რატომ ვერ ვაფასებთ გმირს, რომელმაც 40 წლის წინ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ლანჩხუთი დიდ უბედურებას გადაარჩინა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ზურაბ თავართქილაძე, ლანჩხუთის ნავთობბაზა, ბენზინმზიდი

არიან ადამიანები, რომელთა სახელი წლების გასვლის შემდეგაც რჩება ადამიანების მეხსიერებაში – არა ხმაურით, არამედ ღირსებით. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ზურაბ თავართქილაძე.

მისთვის პასუხისმგებლობა, თანადგომა და ადამიანური ურთიერთობები ცხოვრების მთავარი ღირებულებები იყო. გამოირჩეოდა სიმშვიდით, შრომისმოყვარეობითა და იმ შინაგანი ძალით, რომელიც სხვების დახმარებაში ვლინდებოდა.

მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო თავის რაიონთან. 1985 წლის 22 ნოემბერს, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა ლანჩხუთი – მან შესძლო დიდი ხანძრისა და ქალაქისთვის საფრთხის ჩაქრობა.

[წაიკითხეთ: რა მოხდა 1985 წლის 22 ნოემბერს? გმირები არ კვდებიან… ლანჩხუთელი, რომელმაც ქალაქი დიდ განსაცდელს ააცილა, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა]

ამ ამბიდან 35 წლის შემდეგ, ტრაგიკულად დაიღუპა, როდესაც ქალაქის ცენტრში ხეების დამორვის დროს სიმაღლიდან გადმოვარდა.

მისი თავდადება, სიმამაცე და სიყვარული საზოგადოების მიმართ აღაფრთოვანებს ყველას. ზურაბ თავართქილაძის ხსოვნა ცოცხალია მათ გულებში, ვინც იცნობდა, მუშაობდა მასთან ან უბრალოდ ერთხელ მაინც შეხებია მის ადამიანურ ბუნებას. ასეთი ადამიანები ტოვებენ კვალს – უხმაუროს, მაგრამ მტკიცეს.

მისი გახსენება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ადამიანური ღირსება, თავდადება და სიკეთე დროის მიღმა დგას და რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია პატივი მივაგოთ მათ, ვინც ასეთად დარჩა ისტორიაში.

სამწუხაროდ, ლანჩხუთში ვერ დაფასდა მისი თავგანწირვა ისე, როგორსაც ამ ქალაქის გმირი ნამდვილად იმსახურებდა…

2022 წლის დეკემბერში, ტრაგიკულად დაღუპვიდან ზუსტად 2 წლისთავზე მისცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას დაპირება, რომ გმირის ამაგი დაფასდებოდა და მთავარი ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერს, რომელიც ამავდროულად ზურაბ თავართქილაძის სახლის წინ მდებარეობს, მისი სახელი ეწოდებოდა…

მას შემდეგ სამ წელზე მეტი გავიდა…

P.S. აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გამოგვეხმაურა ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ნინო მშვიდობაძე, რომელმაც „გურია თუდეის“ ფეისბუქგვერდზე კომენტარებში გამოაქვეყნდა საკრებულოს გადაწყვეტილების ე.წ. სქრინშოტი _ სკვერისთვის ზურაბ თავართქილაძის სახელის მინიჭების შესახებ [ამის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ: რეაქცია „გურია თუდეის“ წერილზე _ „ლანჩხუთში სკვერს ზურაბ თავართქილაძის სახელი 2023 წელს მიენიჭა“, მაგრამ ეს ოჯახმა არ იცოდა, 2 თვეში დასამზადებელი მემორიალური დაფა ჯერაც არ გაკეთებულა, მაპ-შიც სკვერი სხვისი სახელობისაა]

რას ჩივი?