გურული იურისტი კახა ჩავლეშვილი სოციალურ ქსელში 1942 წელს ფრონტის ხაზიდან გაგზავნილ წერილის ფოტოს აქვეყნებს:
„ჩემგან გულწრფელი სალამი ყირიმის ფრონტიდან ჟენიას.
შენ თხაო გოგო, რაშია საქმე, რომ შენგან ორი თვეა წერილი არ მიმიღია, ხომ რაიმეზე არ მემდური.
სხვებიდგან ხშირად ვღებულობ წერილებს და შენი წერილები ძალიან აგვიანებს.

მე ვშიშობ ხომ ცუდათ არ ხართ? თქვენ იყავით კარგად, მე წერილს არ დავეძებ.
სხვა შენია მე ძალიან კარგათ ვარ. ხბო დაკარგულ ძროხასავით ვყლიპავ თვალებს და ღმერთს ვაცლი ყაჩაღ გერმანელ ოკუპანტებს…
1 მაისთან დაკავშირებით დამაწინაურეს და სხვა სამუშიერზე გადამიყვანეს, მომიკითხე მოსე და მთელი კოლექტივი. გკოცნით“ _ ვკითხულობთ წერილში.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, 1942 წელს ყირიმიდან გაგზავნილმა ამ წერილმა ვერ მიაღწია ადრესატამდე.




