ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ნიკა მაჭუტაძე სოციალურ ქსელში წერს:
„თუკი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო გამორჩეული იქნება კათოლიკოს-პატრიარქად, ის იქნება მეხუთე გურული მწყემსმთავარი საქართველოს ეკლესიის_ აფხაზეთის კათალიკოზთა: იოსებ I-ის (მაჭუტაძე), მალაქია II-ის (გურიელი), მაქსიმე I-ისა (მაჭუტაძე) და კათალიკოზ კალისტრატეს (ცინცაძე) შემდეგ“.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი
ცნობისთვის: წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩია _ საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მიტროპოლიტმა შიომ 20 ხმა მიიღო, ხოლო მიტოპოლიტმა გრიგოლმა და მიტროპოლიტმა იობმა _ 7-7 ხმა. 17 მაისამდე, სწორედ ამ სამიდან აირჩევს მომავალ პატრიარქს სინოდის გაფართოებული სხდომა. ახალი პატრიარქი რიგით 142-ე იქნება.
ასევე წაიკითხეთ: „მე დავიბადე და გავიზარდე ეზოში, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები…“ _ რა სთხოვა ილია მეორემ ლუკა მაჭუტაძეს




