„მზეჭაბუკი, რომელმაც მართლაც თან წაიყოლა მზის სითბო და სხივები. თანაგრძნობის გამოსახატად საპირწონე სიტყვებს ვერ ვპოულობ“ _ ლანჩხუთი 19 წლის საბა წილოსანს ემშვიდობება

|

Loading

საბა წილოსანი

დღეს, უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ სულიერად და ფიზიკურად ულამაზეს ახალგაზრდას, საბა წილოსანს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა.

იგი ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, მხოლოდ 19 წლის იყო… უნიჭიერესი ბიჭი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო – მიზანდასახული, დიდი ოცნებებით და მომავლის იმედით…

„მზეჭაბუკი, რომელმაც მართლაც თან წაიყოლა მზის სითბო და სხივები. თანაგრძნობის გამოსახატად საპირწონე სიტყვებს ვერ ვპოულობ. უფალმა უწყის და დედაღვთისმშობელს ებარებოდეს“ _ წერს სოციალურ ქსელში ია ხალვაში.

„ნეტავ, სიკვდილო, თუ არ გრცხვენია? ასეთი ახალგაზრდები როგორ უნდა მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან… დედა რა ბავშვია, რა ანგელოზია, გასკდა გული, როგორ უნდა მოგინელონ შენმა მშობლება, უფალმა ჩაგიხუტოს… ვაიმე, ნეტავ, ეს ფოტო არ მენახა, დედა როგორ გასწირე სამუდამო ტანჯვისათვის, შვილო… გული გაგისკდება ადამიანს, რატომ მიგყავს ასეთი ანგელოზივით ახალგაზრდები, დაუნდობელო სიკვდილო?“ _ წერენ ნაცნობები და უცნობები სოციალურ ქსელში.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს საბა წილოსანის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს.