ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და ასოციაცია „საბას“ დამფუძნებელ ინეზა კვაჭაძესთან ერთად, აუტისტური სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვების საჭიროებები გავითვალისწინოთ და ყველა ის პროგრამა, რაც მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ. ჯანმრთელობას, სიკეთეს და კეთილდღეობას გისურვებთ“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა ხორციელდება, რომლის ფარგლებში ამჟამად 42 ბენეფიციარი სარგებლობს. პროგრამა მიმდინარე წელს 180 000 ლარით ფინანსდება.




