„დატიე მაი ჩანთა და წაიი, წევიღებ, აბა, რას ვიზამ,  კაციშვილი არ ჩანა წამომსლელი და ჩანთას მაინც წუუღებ ვინცხას…“

|

Loading

ნინო კვაჭანტირაძე ავტოსადგურში | ფოტო AI

გურულ ჟურნალისტს, ნინო კვაჭანტირაძეს „გარდენია შევარდნაძის“ ვიდეოებიდან კარგად ვიცნობთ. იგი საინტერესო ამბებს ხშირად აქვეყნებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. ერთ-ერთი მათგანი ესაა:

„ოკრიბას“ სადგურში ჩანთას ვატან ოზურგეთში და მძღოლს ვეკითხები:

– სადაური ხარ?

– გურული

– და სადაური?

– გურიიიდან

– რომელი გურიიიდან?

– შენ რომელი გინდა?

– ეეე, ბიჯო, მე რა მინდა კი არა, შენ სადაური ხარ?

– ბოხვაურიდან

– ილიას იცნობ? (და გვარს ვეუბნები)

– მეცოდინება

– გეცოდინება თუ იციი?

– რა სალიკა დგანაა?

– ეგ არ ვიცი.

– აბა, რამე კიდომ მითხარი, რაფერია, დიდია, პაწაა?

– დიდია.

– ჩემი კპილაა?

– შენ რამდენის ხარ?

– რამდენის ვიქნები?

– აუუ, კაი, თავი გამანებე, ამ ჩანთას წეიღებ?

– წაღებით წევიღებ, მარა უკან წამევიღო?

– აუ, თავი გამანებე, შენ ვინ ყოფილხარ.

– შენ მომაკითხე და მე რაფერ გაგანებო თავი, დატიე მაი ჩანთა და წაიი, წევიღებ, აბა, რას ვიზამ,  კაციშვილი არ ჩანა წამომსლელი და ჩანთას მაინც წუუღებ ვინცხას…

– ღმერთმა მშვიდობით გატაროს და შენ ამხელა გზაზე როგორ დადიხარ?

– ასე ააა, რომ მიყურებ!