„დღეს ბევრი პაციენტი ჰყოლია, არაფერი შეუმჩნევიათ… თითქმის სახლამდე იყო მისული, ცუდად გამხდარა და ტაქსს კლინიკაში წაუყვანია, მაგრამ…“ _ ლანჩხუთს „ჩვენი შვილების ნანა ექიმი“ აღარ ჰყავს

ლანჩხუთელები გამორჩეულ ბავშთა ექიმს, ნანა ქევხიშვილს ემშვიდობებიან. იგი ათწეულების მანძილზე მუშაობდა ადგილობრივ საავადმყოფოში, პროფესიონალიზმით, ყურადღებითა და კეთილშობილებით გამოირჩეოდა. ბოლო დროს ცოტათი ავადმყოფობდა, თბილისშიც იმყოფებოდა სამკურნალოდ. ჩამოსვლისთანავე სამსახურში დაბრუნდა _ მას ხომ პატარა პაციენტები ელოდნენ… მათ მშობლებს ეიმედებოდათ მისი და ისიც ვერ გაუცრუებდა იმედს. დღესაც ბევრი პატარა მიუღია. მისი კოლეგები ამბობენ, რომ არაფერი უთქვამს, თუ შეუძლოდ […]
კახა ასკურავა: „ე.წ. „მაღალი ფასების შემსწავლელი კომისიის“ 14 წევრიდან ნახევარი მილიონერია!“ ნინო წილოსანი: „ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია, გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა?!“

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი კახა ასკურავა მაღალი ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის შემადგენლობას და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო წილოსანს აკრიტიკებს. „როგორი უთავმოყვარო უნდა იყო, იმ პარლამენტში იჯდე, სადაც ე.წ „მაღალი ფასების შემსწავლელი 14 წევრიანი კომისია შეიქმნა“ და ამ ე.წ კომისიის წევრების ნახევარი მილიონერია! უბრალოდ, რუსული ოცნება ხომ ეკაიფება საზოგადოებას, მარა ვინც ამ ყველაფერს „უპრავებს“, ის ბოლომდე იზიარებს […]
ლანჩხუთში, მაჩხვარეთში, ჩიბათში, ღრმაღელესა და სუფსაში 602 633 ლარად ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მინი-მოედნები მოეწყო

ლანჩხუთში 5 ხელოვნურსაფარიანი მინი-მოედნის მოწყობა, რომლის ჯამური ღირებულება 602 633 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. ქალაქში, მაჩხვარეთში, ჩიბათში, ღრმაღელესა და სუფსაში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ დაათვალიერეს.
ლანჩხუთელმა ჟურნალისტმა, ღვთისავარ ანთაძემ ქართველ ვარსკვლავზე წიგნი დაწერა: „ხვიჩა კვარაცხელია _ მენტალური მონსტრი“

12 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისში, სპორტულ კაფე “მარაკანაში” გაიმართება ლანჩხუთელი ჟურნალისტის, საფეხბურთო ანალიტიკოსის, ღვთისავარ ანთაძის წიგნის პრეზენტაცია: ხვიჩა კვარაცხელია – მენტალური მონსტრი. „ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნების წერა მაშინვე დაიწყეს, როცა მან “ნაპოლიში” თავი გამოიჩინა. თოთოეული ეს ნაშრომი ფასეულია, მაგრამ “კვარა” უკვე დრომ გამოსცადა. ამ წიგნში გამოყენებულია მასალები, რომლებიც 2021 წლიდან იწერებოდა, მათ შორის ინტერვიუ ხვიჩასთან, სადაც […]
„გურიაში კორუფცია ახლა არ დაწყებულა, გუშხამ დეიწყო“ _ კახა ასკურავას თქმით, 2016 წელს აშენებული საბავშვო ბაღი თავიდან ააშენეს, წინა წელს გარემონტებული _ დაანგრიეს… რას ამბობენ ლანჩხუთის მერიაში?

„ამოთხრილ მიწაში ჩაგდებულ შლანგებს წყლის მომარაგების პროექტებს არქმევდით და წყლის მაგივრად ტალახი მისდიოდა მოსახლეობას. ზოგან ტალახიც არ ამოვიდა და ობობებმა ქსელი გააბეს. ეგ თემები ლანჩხუთის მესამედ “არჩეულმა” მერმა კარგად იცის“ ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, ოპოზიციონერი კახა ასკურავა კორუფციის ბრალდებით მაღალჩინოსნების დაკავებას, მათ შორის გურიაში ბოლო პერიოდის რეზონანსურ საქმეებს ეხმაურება. „კორუფცია გურიაში დღეს არ დაწყებულა, გუშხამ დეიწყო. […]
„რამდენიმე საათი დაგრჩა, შენს მონატრებულ სახლში, შენს მონატრებულ ახლობლებთან და გულში ჩაგიკრავს მშობლიური ნიგოითის მიწა“ _ ლელა ჩახვაძე საფრანგეთში გარდაცვლილ ლანჩხუთელ ახალგაზრდას ემშვიდობება

„შემოიპარა, ალბათ, ახლა ალიონი გურიის მთებში ისე, როგორც ზუსტად ამ დროს, აქ საფრანგეთში შემოიპარა სიკვდილი შენს სასთუმალთან. რამდენიმე საათი დაგრჩა, შენს მონატრებულ სახლში, შენს მონატრებულ ახლობლებთან და გულში ჩაგიკრავს მშობლიური ნიგოითის მიწა, ჩვენო დაუვიწყარო სიყვარულო, რეიმსში უპირველესო გულშემატკივარო, ჩვენი ოჯახის, ახლა კი გულისმომკვლელო შვილო – ბაჩო…“ _ ასე ემშვიდობება საფრანგეთში გარდაცვლილ ლანჩხუთელ ახალგაზრდას,ბაჩო ხვედელიძეს მისი თანაქალაქელი […]
[ექსკლუზივი] ლანჩხუთის პოლიციამ პირუტყვის ქურდობის ბრალდებით ირანისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავა… „ბოსელიდან გამოიყვანეს, რქები მოხერხეს და ნაქირავებ ფერმაში გადამალეს“

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სოფელ წყალწმინდაში მოქალაქეს სახლიდან ორი ძროხა მოპარეს. ქურდებმა პირუტყვი პირდაპირ ბოსელიდან გაიყვანეს. „ერთი დიდი საქონელი და მეორე დეკეული პირდაპირ ეზოში მდებარე ბოსელიდან გაიყვანეს. ლანჩხუთის პოლიციამ დაიწყო მათი დევნა და სამეგრელომდე, კერძოდ, გულეკარამდე და კოდორამდე, აბაშის სოფლებამდე მივიდა კვალი. იქაური პოლიციელებიც ჩაერთვნენ, თუმცა მთავარი საქმე ლანჩხუთელმა სამართალდამცველებმა გააკეთეს. საბოლოოდ, წყალწმინდაში მოპარული პირუტყვი […]
შსს-მ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა, კიდევ ორი პირი მიმალვაშია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები. ამის შესახებ საუბარია შსს-ს განცხადებაში. „გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ […]
„ნუთუ ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ მაშინ გამოფხიზლება, როცა მძიმე შედეგი დადგება?“ _ რას პასუხობს ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის უფროსი

„სანამ გვიანი არ არის, გამოფხიზლდით!!!“ _ „ლანჩხუთის მოამბე“ ფეისბუქ-გვერდზე სოფელ ნინოშვილის გზის ფოტოებს ავრცელებს. „არაერთხელ დავწერეთ იმის თაობაზე, რომ ნინოშვილის სკოლის მოსწავლეებს ყოველდღიურად ავარიულ გზაზე უწევთ გადაადგილება. არსებული ვითარება რეალურ საფრთხეს უქმნის მოსწავლეებისა და პედაგოგების უსაფრთხოებას. ეს არის რისკი, რომელსაც ვერაფერი ამართლებს. ნუთუ ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ მაშინ გამოფხიზლება, როცა მძიმე შედეგი დადგება?“ _ წერს გამოცემა. […]
„მზეჭაბუკი, რომელმაც მართლაც თან წაიყოლა მზის სითბო და სხივები. თანაგრძნობის გამოსახატად საპირწონე სიტყვებს ვერ ვპოულობ“ _ ლანჩხუთი 19 წლის საბა წილოსანს ემშვიდობება

დღეს, უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ სულიერად და ფიზიკურად ულამაზეს ახალგაზრდას, საბა წილოსანს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა. იგი ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, მხოლოდ 19 წლის იყო… უნიჭიერესი ბიჭი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო – მიზანდასახული, დიდი ოცნებებით და მომავლის იმედით… „მზეჭაბუკი, რომელმაც მართლაც თან წაიყოლა მზის სითბო და სხივები. თანაგრძნობის გამოსახატად საპირწონე სიტყვებს ვერ ვპოულობ. უფალმა უწყის და დედაღვთისმშობელს […]