[სკანდალი] მძიმე პაციენტი ჩოხატაურში გაგზავნეს, როცა ადგილები ლანჩხუთშიც იყო, მაგრამ თურმე ერთი დღე „ემერჯენსი“ არ მუშაობს: „ავადმყოფები არ ჰყავდათ, 4 პალატა ცარიელი იყო“

რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმწვავდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დიაგნოზი – გულის უკმარისობა, პნევმონია. ავადმყოფის მიღებაზე „მედალფას“ კლინიკამ უარი განაცხადა, პაციენტის თქმით, მიზეზი იყო მარტივი – „ადგილები არ გვაქვსო“. ამის შესახებ გაზეთი „ლანჩხუთის მოამბე“ წერს. გამოცემის ცნობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ჩოხატაურში გადაიყვანეს, საკმაოდ დიდი მანძილის დაშორებით […]

ლანჩხუთელმა თამარ ზენაიშვილმა გერმანიაში სამედიცინო სასწავლებელი _ CHARITE-UNIVERSITATSMEDIZIN BERLIN წარმატებით დაამთავრა

ლანჩხუთელ თამარ ზენაიშვილს შარიტეს [ბერლინი, გერმანია] უნივერსიტეტის დიპლომი გადასცეს. Charite-Universitatsmedizin Berlin ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ სამედიცინო სასწავლებლად ითვლება. თამარი ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსამთავრებულია, ასევე სწავლობდა თბილისის ქართულ სასწავლებელში. მისი მშობლები _ ვახტანგ ზენაიშვილი [ლანჩხუთელი პოლიტიკოსი] და ეკა გავაშელაშვილი მიიწვიეს გერმანიაში დიპლომის გადაცემის ცერემონიალზე. თამარ ზენაიშვილი შარიტეს უნივერსიტეტის დიპლომით „გილოცავ Charite-Universitatsmedizin […]

„ჯურუყვეთში ორივე საბავშვო ბაღის შენობა დაანგრიეს, როცა ერთი 2016 წელს აშენდა, მეორეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა… ასევე დაინგრა ჩიბათისა და შრომისუბანში, ნინოშვილში კი მეწყრულ ზონაში აიგო“ _ გოჩა ჯანაშია

ლანჩხუთში საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მხრივ ძალიან ბევრი პრობლემაა. ამას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძეც ადასტურებს: „არსებობს გარკვეული გამოწვევები შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით, რაც რიგი სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობას უკავშირდება _ ზოგიერთ შემთხვევაში დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოებაც. ვმუშაობთ, რათა შეჩერებულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები დროულად განახლდეს“. ცოტა ხნის წინ, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, […]

ლანჩხუთში სატრანსპორტო კომპანიის ახალი ოფისი, ავტობუსების, ნაგავმზიდებისა და სპეცტექნიკის ავტოსადგომი გაიხსნა

შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის“ ახალი ოფისის გახსნას გურიის გუბერნატორი გიორგი ღუჭუმელიძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი ვალერი წულაძე დაესწრნენ. ახალ სივრცეში მოწყობილია ადმინისტრაციის ოფისი, ავტობუსების სადგომი და სამრეცხაო ზონა. აქვე განთავსება მერიის ბალანსზე რიცხული ნაგავმზიდები და სპეცტექნიკა. ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის ოფისი და ავტოსადგომი | გელა პატარაიას ფოტოები „ახალი […]

რეაქცია „გურია თუდეის“ წერილზე: „ლანჩხუთში სკვერს ზურაბ თავართქილაძის სახელი 2023 წელს მიენიჭა“, მაგრამ ეს ოჯახმა არ იცოდა, მემორიალური დაფა დღემდე არ გაკეთებულა, მაპ-შიც სკვერი სხვა პირის სახელს ატარებს

„გურია თუდეის“ სტატიას _ „ლანჩხუთში დღემდე ვერ მოვაბით თავი ერთ-ერთი სკვერისთვის იმ გმირის სახელის მინიჭებას, რომელმაც 40 წლის წინ ლანჩხუთი დიდ უბედურებას გადაარჩინა“ [წაიკითხეთ რედაქტირებული სათაურით: რატომ ვერ ვაფასებთ გმირს, რომელმაც 40 წლის წინ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ლანჩხუთი დიდ უბედურებას გადაარჩინა] _ საკრებულოს წევრი ნინო მშვიდობაძე გამოეხმაურა. „არასწორი ინფორმაციაა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ […]

რატომ ვერ ვაფასებთ გმირს, რომელმაც 40 წლის წინ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ლანჩხუთი დიდ უბედურებას გადაარჩინა

არიან ადამიანები, რომელთა სახელი წლების გასვლის შემდეგაც რჩება ადამიანების მეხსიერებაში – არა ხმაურით, არამედ ღირსებით. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ზურაბ თავართქილაძე. მისთვის პასუხისმგებლობა, თანადგომა და ადამიანური ურთიერთობები ცხოვრების მთავარი ღირებულებები იყო. გამოირჩეოდა სიმშვიდით, შრომისმოყვარეობითა და იმ შინაგანი ძალით, რომელიც სხვების დახმარებაში ვლინდებოდა. მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო თავის რაიონთან. 1985 წლის 22 ნოემბერს, თავისი სიცოცხლის რისკის […]

„ვახ, მამუ, როგორ ჩამწყვიტე გული…“ _ გურიაში ტრაგედია დატრიალდა: რამდენიმე დღის წინ ხარაჩოდან გადმოვარდა და სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

გურიაში ტრაგედია დატრიალდა _ მამუკა დოლიძე, რომელიც ქუთაისში, ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე იყო დასაქმებული, რამდენიმე დღის წინ ხარაჩოდან გადმოვარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს, მამუკა უბედური შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ის უკვე ჩამოასვენეს მის მშობლიურ სოფელ ამაღლებაში. ამის შესახებ „გურია ნიუსი“ წერს. გამოცემა ახლობლების სიტყვებსაც ავრცელებს: „კეთილი, განათლებული, ზეადამიანი, ოქროს კაცი… ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა, როცა […]

ლანჩხუთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 42 წლის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს _ გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის  ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1962 წელს დაბადებული ჯ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით – 1984 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი  მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, […]

„არაფერი არ შემიძლია გარდა ერთისა, ჩემს გამო შენ არავინ შეგაგინებს…“ _ ლანჩხუთში ვაჭრობის დარგის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ზურაბ ასკურავა 80 წლის გახდებოდა!

„ყოველთვის გაუნელებელი სევდით და  ტკივილით ვიგონებ,რომელიც,რა თქმა უნდა,არასად წასულა და უფრო მეტიც, რაც დრო გადის, კიდევ უფრო მატულობს, მაგრამ რადგან დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა, გადავწყვიტე, უფრო მივულოცო, ვიდრე მოვიგონო. სურათიც შესაბამისი შევარჩიე, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყველაზე ტკბილ მოგონებებს უკავშირდება“ _ წერს სოციალურ ქსელში კახა ასკურავა, ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი. მისი მამა _ ზურაბ ასკურავა, ლანჩხუთში ვაჭრობის […]

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ? რატო? რატო უნდა მებრძოლონ? ბულკივით კაცი ვარ!“ _ ვასილ ჩიგოგიძე

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ? რატო? რატო უნდა მებრძოლონ? ბულკივით კაცი ვარ!“ _  ასეთი პასუხი გასცა „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატმა, ვასილ ჩიგოგიძემ “ნოდარ მელაძის შაბათის” ჟურნალისტის კითხვაზე – არის თუ არა დაპირისპირება “ოცნების” ძველ და ახალ დაჯგუფებებს შორის, ებრძვიან თუ არა მას “ქართული ოცნების” მთავრობის ახალი წევრები და ამის გამო ხომ არ […]