საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა (R)

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, უსკო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საარჩევნო საკითხის შესახებ არსებული პრაქტიკა აქტიურად იყოს განხილული ორ უწყებას შორის. მისივე თქმით, ასეთი […]

[ექსკლუზივი] „ლანჩხუთში ჩემს სახლს და ხალხს არაფერი მირჩევნია, წლებია, დაბრუნება და ჩემს სახლში დაძინება მინდა!“ _ სად არის და რას საქმიანობს ალექსანდრე დერდერიანი, იგივე „პაკიპუკა“

ალექსანდრე დერდერიანის ფოტოები

ლანჩხუთელები ძალიან გაახარა „პაკიპუკას“ გამოჩენამ _ ობოლი ბიჭი თავისუფლების ქუჩიდან მადლობის წერილს აქვეყნებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც წლების წინ, 13 და 8 წლის ობოლ ძმებს დახმარების ხელი გაუწოდა. ათ წელზე მეტი გავიდა, რაც ობოლი ბიჭების შესახებ არაფერი გვსმენოდა… ასევე წაიკითხეთ: „გამარჯობა, მე პაკიპუკა ვარ, ასე დამარქვით თქვენ! ლანჩხუთმა მომცა სიყვარული, სითბო, იმედი და ფრთები, რომ […]

„მის სახლში ვარ შენავარდნი, სადაც აფსუებს ახალმოხარშული წაბლი დარჩათ და გოჩა მომიკლეს, კვირკველია… ვიცი, ბოლო კაპიკი მოიკლო და მე მომცა…“ _ არჩილ ხოფერია ფრონტის ხაზიდან

ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, მორიგ ისტორიას იხსენებს ფრონტის ხაზიდან: „დონეცკის ოლქის ერთ ქალაქში ვარ ამჟამად, წუხელ ჩამოვედით. დილას რამეს ვიყიდით-მეთქი, არაჟნის გამყიდველს ხურდა არ ქონდა, მოშორებით ორნი იდგნენ, სლავებს არ ჰგავდნენ , მივედი. კარტოფილს და ნესვს ყიდდნენ. ფული მივაწოდე, ნესვს ვიყიდი და ამასაც გაუსწორდით-თქო. გავსწორდით და მერე ვეკითხები ერთს – სომეხი […]

ჩოხატაურის მერობისთვის ნუგზარ ჩხიკვაძე იბრძოლებს _ „ძლიერმა საქართველომ“ გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში კოალიციის კანდიდატები წარადგინა (R)

დღეს, „ძლიერმა საქართველომ“, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა. გურიაში „ძლიერ საქართველოს“ მერობის კანდიდატი ეყოლება ჩოხატაურში, სადაც კენჭს ნუგზარ ჩხიკვაძე იყრის. ზუგდიდში „ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატია გიორგი თოდუა, ხობში – იური ბუკია, ხარაგაულში – ინგა მაღრაძე, სამტრედიაში – ბადრი ვაშაკიძე. ხონის მერობისთვის კოალიციიდან იბრძოლებს გელა ბობოხიძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება […]

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ“ – საინფორმაციო ბრიფინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით (R)

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების და საინფორმაციო ფლაერების დარიგება. „ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. იმისათვის, […]

„ბნელმა ხელებმა მცირე თანხის გამო დაგვაშორეს… დღეს საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე ჩავირიცხე, რათა ჩემი ბიოლოგიური ოჯახი ვიპოვო “ _ რას წერს ბიჭი, რომელიც ტყუპი ბიჭის მძებნელ ლანჩხუთელ დედას გამოეხმაურა

„დღეს უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ახლა უკვე საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტუდენტი ვარ. ეს პროფესია ავირჩიე, რომ ჩემი დაკარგული ტყუპი ძმა და ბიოლოგიური ოჯახი ვიპოვო. აჰ, ძვირფასო ტყუპო, ცოტა დარჩა, მალე გიპოვი“ _ წერს სოციალურ ქსელში გიორგე, იგივე მერტი, რომელიც გამოეხმაურა ლანჩხუთელ ემიგრანტს, ქრისტი მოისწრაფეშვილს, რომელიც თავის მხრივ, ტყუპ ბიჭს ეძებს. „ტყუპო, ძალიან მენატრები, გულის ნახევარო… ვგრძნობ, ძალიან მოგიახლოვდი. […]

„სადღაციდან ხომ უნდა დაიწყოს გარღვევა და რატომ ლანჩხუთიდან არა?!“ _ გია გოთუას გამოხმაურება, რატომ არ არის დავით ურუშაძე მაჟორიტარობის კანდიდატი

„გურია თუდეის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე, ექიმი დავით ურუშაძე, სავარაუდოდ, მაჟორიტარობაზე ვერ დაითანხმეს, „კონსერვატორების“ ადგილობრივი ლიდერი გია გოთუა ეხმაურება:  „არც შემითავაზებია ბატონ დათოსთვის მაჟორიტარობა. ჯერ ერთი, მე კარგად ვიცი, მას როგორი დატვირთვა აქვს, როგორც ექიმს და როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს და ყველაზე მთავარი, რაც კარგად ასახავს ჩვენს მიზნებს, თვითმმართველობიდან მაქსიმალურად უნდა […]

ლანჩხუთის პოლიციამ დააკავა 18 წლის ბიჭი, ვისაც ყოფილი უნივერმაღის სარდაფში მდებარე ყვავილებისა და საჩუქრების მაღაზიიდან 30 ათასი ლარის მოპარვა ჰბრალდება

ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლებმა ყოფილი უნივერმაღის შენობის სარდაფში მდებარე ყვავილებისა და სასაჩუქრე ნივთების მაღაზიის ქურდობის ფაქტზე 18 წლის ბიჭი დააკავეს. მას ბრალად ედება, რომ ღამის საათებში შეაღწია მაღაზიაში და დისტრიბუციისთვის განკუთვნილ თანხას, დაახლოებით 30 ათასი ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ამსი შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და […]

მოდი და თავად აღმოაჩინე შენი სტილი „ბრენდ ჰოლში“ – ლანჩხუთში ბრენდული ტანსაცმლის მაღაზია იხსნება

ხვალ, 4 სექტემბერს, 14:00 საათზე, ლანჩხუთში იხსნება მაღაზია „ბრენდ ჰოლი“, სადაც ერთ სივრცეში იქნება ქალის, კაცის და ბავშვის ბრენდული ტანსაცმელი. განსაკუთრებული ფასდაკლებებით ისარგებლებს ყველა სტუმარი. მაღაზიის მისამართია: თავისუფლების ქ. 107, II სართული, სადაც ადრე სათამაშო სივრცე, სილამაზის სალონი და ბოლოს – ნათია თურქიას ატელიე ფუნქციონირებდა. გელოდებათ სასიამოვნო გარემო და მრავალფეროვანი არჩევანი – მოდი და თავად აღმოაჩინე […]

„მაყვლის საძებნად წავიდა და გაუჩინარდა“ – გურიაში 88 წლის ლარგო ვასაძეს ეძებენ, სამწუხაროდ, არ უნახავთ 85 წლის ზურაბ უსტიაშვილიც

გურიაში ორ ხანდაზმულ მამაკაცს ეძებენ _ გომისმთაზე მცხოვრებ 85 წლის ზურაბ უსტიაშვილსა და ლიხაურში მცხოვრებ 88 წლის ლარგო ვასაძეს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორივე მოხუცი აგვისტოს თვეში დაიკარგა და ჯერ არ უნახავთ. გავრცელებული ინფორმაციით, ლარგო ვასაძე მაყვლის საძებნად იყო და მას შემდეგ მის კვალს ვერ მიაგნეს. რაც შეეხება ზურაბ უსტიაშვილს, „გურია თუდეი“ მის […]