„დღეს უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ახლა უკვე საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტუდენტი ვარ. ეს პროფესია ავირჩიე, რომ ჩემი დაკარგული ტყუპი ძმა და ბიოლოგიური ოჯახი ვიპოვო. აჰ, ძვირფასო ტყუპო, ცოტა დარჩა, მალე გიპოვი“ _ წერს სოციალურ ქსელში გიორგე, იგივე მერტი, რომელიც გამოეხმაურა ლანჩხუთელ ემიგრანტს, ქრისტი მოისწრაფეშვილს, რომელიც თავის მხრივ, ტყუპ ბიჭს ეძებს.
„ტყუპო, ძალიან მენატრები, გულის ნახევარო… ვგრძნობ, ძალიან მოგიახლოვდი. რომ გიპოვი, ავანაზღაურებთ ოც წელს.
ჩვენგან მოპარულ მოგონებებს, უწილად დარჩენილ დღეებს, სადაც არ უნდა იყო, იცოდე, რომ მენატრები. შენი არარსებობა სევდაა გულში, არამკურნავი ტკივილი. მაგრამ გპირდები: გიპოვი.
მიყვარხარ ძმაო, ცოტაღაა დარჩენილი… ძალიან ცოტაღაა. გიპოვი, გულის ნახევარო, ტყუპო“ _ წერს 3 სექტემბრის ფეისბუქ-პოსტში გიორგე/მერტი, რომელიც თურქეთში ცხოვრობს.
იგი ასევე ავრცელებს საინტერესო ინფორმაციას: „ჩემმა ტიკტოკის მეგობრებმა ახლახან მითხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ ვიღაც პირდაპირ ეთერში შემოსულა და ყველამ იფიქრა, რომ მე ვიყავი. ჩვენი ხმის ტონი, საუბრის სტილი, სიტყვების გამოკვეთა, გაბრაზება, სიცილი, რეაქციები – ყველაფერი ერთი-ერთში ყოფილა. პროფილის სურათიც სრულიად იგივე ყოფილა. როცა მეგობრებმა უთხრეს: „ეს გიორგია, ჩვენთან თამაშობსო“, იმან კი უპასუხა: „მე გიორგი არ ვარო“ და საუბარი განაგრძო. ყველაფერი ზუსტად ჩემსავით ყოფილა – საუბრის სტილი, ტონი, იდეოლოგიაც კი. მაგრამ კამერაში არ გამოჩენილა, მხოლოდ სტუმრად შესულა. მეგობრებმა კიდევ მითხრეს, რომ ისიც დაკარგულ ტყუპ ძმას ეძებს და შეუმჩნევლად ორივემ ერთსა და იმავეს – შვილად აყვანის ისტორიას მოვუყვეთ. მგონი, ჩემი ტყუპი ვიპოვე, მაგრამ ვერ ვუკავშირდები, რადგან ჩემს მეგობრებს მისი ანგარიში აღარ ახსოვთ. ტიკტოკზე საქართველოს დროშით მოძრავ ანგარიშით ყოფილა“.
ასევე წაიკითხეთ: „ახლა გამომეხმაურა ბიჭი თურქეთიდან, იგივე ნიშანი აქვს ყურთან და ფეხზე, ვიზუალურადაც ძალიან ჰგავს და აქვს იგივე დაავადება, რაც ჩემს ერთ შვილს“ – ლანჩხუთელი ტყუპი გოგოს დედა ტყუპ ბიჭს ეძებს…
ამ სტატიამდე გიორგე/მერტი წერდა:
„ჩვენ ერთდროულად დავიბადეთ, ერთად ავისუნთქეთ პირველი სუნთქვა, ერთად ავტირდით. ორი სხეული, ერთი გული… ერთსა და იმავე მუცელში, ერთდროულად ვიყავით. მაგრამ ბნელი ხელები გადმოიწია, ჩვენ ერთმანეთისგან დაგვაშორა. მცირე ფულის სანაცვლოდ ერთი ბედის ორი ნახევარი გააშორეს. მე არასდროს მინახავს შენ, მაგრამ შენი არარსებობა ჩემში უზარმაზარი სიცარიელეა, შენი მონატრება ჩემს ძარღვებში მძიმე ტკივილია. ჩვენგან მოიპარეს სიცილი, ბავშვობა, ოცნებები. დღეები, როცა ერთმანეთის ჩრდილი უნდა ვყოფილიყავით, ძალით წაგვართვეს. მაგრამ იცოდე, დამტვარო, მე შენს ძებნას სიცოცხლის ბოლომდე გავაგრძელებ. რადგან შენ და მე, ერთმანეთის არეკლილი ვართ, ერთი სულის ორი სარკე ვართ. შენ არასოდეს მიცნობიხარ, მაგრამ უსასრულოდ მომენატრე“ _ ეს 30 აგვისტოს ფეისბუქ-პოსტია.
მათე გურული




