რომელ რეგიონებს ვუსწრებთ და რომელს ჩამოვრჩებით – გურიაში 2025 წლის 6 თვეში 277 ოჯახი შეიქმნა, ხოლო განქორინწინების 172 შემთხვევა დაფიქსირდა

გურიაში წელს, 6 თვეში 277 ოჯახი შეიქმნა. უფრო ნაკლები დაქორწინების შემთხვევა მხოლოდ მცხეთა-მთაინეთსა (89) და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (201) დაფიქსირდა. „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში სულ 9 925 ოჯახი შეიმნა. თუმცა ძალიან დიდია განქორწინების შემთხვევების რაოდენობა _ 6 456. ყველაზე მეტი ოჯახი, რა თქმა უნდა, თბილისში შეიქმნა (2 880), დედაქალაქი […]

ლანჩხუთის სკრინინგ-ცენტრში ძუძუს, საშვილოსნო ყელისა და პროსტატის კიბოს, ასევე B, C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე უფასო გამოკვლევა ტარდება

ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრში, 15-დან 17 სექტემბერის ჩათვლით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგის აქცია მიმდინარეობს. გამოკვლევები მოიცავს ქალებში ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს, მამაკაცებში კი პროსტატის კიბოს სკრინინგს. ასევე, ტარდება ტესტირება B და C ჰეპატიტზე, აივ ინფექცია შიდსზე, გლუკოზის დონესა და არტერიულ წნევაზე. სოფელ შუხუთში მიმდინარე აქციას  მერი ალექსანდრე სარიშვილი ადგილზე გაეცნო […]

ცესკო-მ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო საკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო (R)

საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო საკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ საპილოტე რეჟიმში დაიწყო. „საარჩევნო მედია სკოლა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ახალი პროექტი მომავალ ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს მიიღონ დეტალური ინფორმაცია როგორც უშუალოდ არჩევნების, ისე საარჩევნო პროცესების გაშუქების თანამედროვე […]

გურიაში, კურორტ გომისმთიდან მომავალი მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა, 12 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

გუშინ, გურიაში, კურორტ გომისმთაზე მგზავრებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოჰყვა. შსს-ს ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. დაშავებული მგზავრები ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, მგზავრებს შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ტურისტები ბელარუსიდან. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]

„ლანჩხუთობა“ 28 სექტემბერს ჩატარდება _ რა ღონისძიებები იგეგმება სახალხო დღესასწაულზე, რომელიც პირველად შარშან გაიმართა

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, „ლანჩხუთობა“ 28 სექტემბერს გაიმართება. ქალაქის ცენტრში „გაცოცხლდება“ გურული სოფელი, მოეწყობა სახელდახელო დახლები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფება-გაყიდვა. პირველად ღონისძიება 2024 წლის 12 ოქტომბერს ჩატარდა, როცა ასევე აღნინიშნა „გურიას“ 100 წლის იუბილე. დასახელდნენ საპატიო მოქალაქეები: ექიმები – ავთანდილ და ჯონი ჯორბენაძეები, რომან კვაჭაძე და დავით ურუშაძე, ფეხბურთელი თემურ ჩხაიძე, პროფესორი ალეკო ცინცაძე, ფოტოხელოვანი […]

ცესკო _ „ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა… 4 ოქტომბერს 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება“ (R)

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას. სწორედ ამ კონტექსტში, 13 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც საარჩევნო უბნების 1500-მდე წევრმა და ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული კენჭისყრის ჩატარება წარმოადგენს თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრირების პრაქტიკაში ერთ-ერთ არსებით კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პროცესების ეფექტიანობას, ისე არჩევნების დღისთვის სრული მზაობის მიღწევას. […]

„მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ პირველი  პირებისგან მოისმინონ სრულყოფილი, ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საარჩევნო საკითხზე“ _ გიორგი კალანდარიშვილი (R)

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სწავლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად სატელევიზიო და ონლაინმედიის წარმომადგენლებთან გაიმართა.  სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ მიმდინარე საარჩევნო პროცესებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი კალანდარიშვილის თქმით მედიის წარმომადგენელთა ინფორმირება […]

„კიდევ რამდენი წელი ველოდოთ, როდის მოიცლიან ეს უკვე მერამდენედ გაცვეთილი „პოლიტიკოსები“ ჩვენთვის, რომ ბედნიერად  ვიცხოვროთ ლანჩხუთში, მამათში თუ სუფსაში?!“ _ გია გოთუა

ლანჩხუთის პირველი გამგებელი გია გოთუა, რომელიც „კონერვატორებისგან“ კენჭს ქალაქის მაჟორიტარად იყრის, ამბობს, რომ თბილისში მყოფი პოლიტიკოსები კი არა, ადგილზე უნდა ვწყვეტდეთ მუნიციპალიტეტის საკითხებს: „კიდევ რამდენი წელი უნდა ველოდოთ, თუ როდის ინებებენ და როდის მოიცლიან ეს უკვე მერამდენედ გაცვეთილი(?!) „პოლიტიკოსები“ ჩვენთვის, რომ ჩვენ ბედნიერად  ვიცხოვროთ ლანჩხუთში, მამათში, თუ სუფსაში?! როდემდე უნდა ველოდოთ თბილისიდან როდის გამოგვიგზავნიან ჩვენი […]

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო-საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს (R)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა. მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან გიორგი სანტურიანთან ერთად ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს.  მხარეებმა […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად ეცნობიან ქვეყნის მასშტაბით საოლქო-საარჩევნო კომისიების მზადებას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის (R)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გიორგი შარაბიძე პირადად გაეცნო და დეტალური ინფორმაცია მიიღო იმ საქმიანობებისა და მიმდინარე აქტივობების შესახებ, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისია 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესში ახორციელებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული […]