„რას ვიფიქრებდით, მეორე დილით შენი გარდაცვალების ამბავს თუ გავიგებდით“ [მარინე გობრონიძის ტკივილიანი გახსენება]

9 სექტემბერს 70 წლის გახდებოდი, ჩვენო კეთილო, იუმორით სავსე და მხიარულო მარინე. ავადმყოფობამ არ დაგაცადა შენს მეორე ოჯახში ყოფნა, რასაც სამსახური ჰქვია. ძალიან დაგვაკლდი… გარდაცვალების დღეს სამსახურში ყველას დაურეკე, ყველა დალოცე და სიკეთე გვისურვე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. რას ვიფიქრებდით, მეორე დილით შენი გარდაცვალების ამბავს თუ გავიგებდით. გვჯერა, რომ შენ ღმერთმა დაგიმკვიდრა ნათელი სასუფეველი. ჩვენ […]
„მის სახლში ვარ შენავარდნი, სადაც აფსუებს ახალმოხარშული წაბლი დარჩათ და გოჩა მომიკლეს, კვირკველია… ვიცი, ბოლო კაპიკი მოიკლო და მე მომცა…“ _ არჩილ ხოფერია ფრონტის ხაზიდან

ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, მორიგ ისტორიას იხსენებს ფრონტის ხაზიდან: „დონეცკის ოლქის ერთ ქალაქში ვარ ამჟამად, წუხელ ჩამოვედით. დილას რამეს ვიყიდით-მეთქი, არაჟნის გამყიდველს ხურდა არ ქონდა, მოშორებით ორნი იდგნენ, სლავებს არ ჰგავდნენ , მივედი. კარტოფილს და ნესვს ყიდდნენ. ფული მივაწოდე, ნესვს ვიყიდი და ამასაც გაუსწორდით-თქო. გავსწორდით და მერე ვეკითხები ერთს – სომეხი […]
„ლანჩხუთმა“ ელიტის სათავეში დასარჩენად „პორშეზე“ ამხედრებული ქალღმერთი თბილისის კვარტალში უნდა „დაჩიხოს“ – გაარღვევენ ციცები „დედაქალაქურ ალყას“?

ლანჩხუთის ქალთა გუნდი ევროგათამაშებიდან ეროვნულ ჩემპიონატზე გადმოერთვება, სადაც „ნიკე-ლუსოსთან“ პაექრობაში გაარკვევს 2025 წლის ჩემპიონის ვინაობას. მათ დავაში ვერ ჩაერთვებიან, მაგრამ ფინალურ ოთხეულში ასევე არიან „კვარტალი“ და „ელიტა“. გურულების სამივე მეტოქე დედაქალაქის გუნდია. „ლანჩხუთი“ პირველ შეხვედრას 13 სექტემბერს „კვარტალთან“ გამართავს, ხოლო ბოლოს _ 30 ნოემბერს, როცა თბილისში „ელიტას“ ესტუმრება. 13.09.2025 | 16:00 | ლანჩხუთი – კვარტალი, […]
ლანჩხუთელი, ვისაც საუკუნის წინ, ჩინეთში საკუთარი სასტუმრო ჰქონდა – „იქ ქართული დიასპორა იკრიბებოდა და ჩინელები ემსახურებოდნენ“

ჩვენს პატარა ქალაქში ერთი ლამაზი ქუჩაა. ნინოშვილის სახელს ატარებს, მაგრამ მე მას ხელოვნების ქუჩას ვუწოდებ _ აქ ბავშვთა მუსიკალური და სამხატვრო სკოლებია. წლების წინ, დედაჩემის ოჯახი სამი შვილით ამ ქუჩაზე ბედნიერად ცხოვრობდა, მიყვარს ეს ქუჩა, აქ გავიზარდე… … ჩვენს მეზობლად ერთი ალალი ოჯახი ცხოვრობდა _ ქეთევან ილოს ასული ღლონტის. ამ ოჯახის ისტორია მკვიდრად არის დაკავშირებული […]
ჩოხატაურის მერობისთვის ნუგზარ ჩხიკვაძე იბრძოლებს _ „ძლიერმა საქართველომ“ გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში კოალიციის კანდიდატები წარადგინა (R)

დღეს, „ძლიერმა საქართველომ“, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა. გურიაში „ძლიერ საქართველოს“ მერობის კანდიდატი ეყოლება ჩოხატაურში, სადაც კენჭს ნუგზარ ჩხიკვაძე იყრის. ზუგდიდში „ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატია გიორგი თოდუა, ხობში – იური ბუკია, ხარაგაულში – ინგა მაღრაძე, სამტრედიაში – ბადრი ვაშაკიძე. ხონის მერობისთვის კოალიციიდან იბრძოლებს გელა ბობოხიძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება […]
„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ“ – საინფორმაციო ბრიფინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით (R)

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების და საინფორმაციო ფლაერების დარიგება. „ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. იმისათვის, […]
„ბნელმა ხელებმა მცირე თანხის გამო დაგვაშორეს… დღეს საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე ჩავირიცხე, რათა ჩემი ბიოლოგიური ოჯახი ვიპოვო “ _ რას წერს ბიჭი, რომელიც ტყუპი ბიჭის მძებნელ ლანჩხუთელ დედას გამოეხმაურა

„დღეს უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ახლა უკვე საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტუდენტი ვარ. ეს პროფესია ავირჩიე, რომ ჩემი დაკარგული ტყუპი ძმა და ბიოლოგიური ოჯახი ვიპოვო. აჰ, ძვირფასო ტყუპო, ცოტა დარჩა, მალე გიპოვი“ _ წერს სოციალურ ქსელში გიორგე, იგივე მერტი, რომელიც გამოეხმაურა ლანჩხუთელ ემიგრანტს, ქრისტი მოისწრაფეშვილს, რომელიც თავის მხრივ, ტყუპ ბიჭს ეძებს. „ტყუპო, ძალიან მენატრები, გულის ნახევარო… ვგრძნობ, ძალიან მოგიახლოვდი. […]
ყანიდან… ნაკრებში! რატომ ჩაუტანა რამაზ ურუშაძემ მიშა მესხს 11 ბოცა ადესა? „მოდი, დაიჯერე და სიზმარი ნუ გეგონება – მე, ლანჩხუთელმა ბიჭმა უნდა დავიცვა სსრკ-ის ნაკრების კარი, როცა გუნდის ძირითადი მეკარე ლევ იაშინია“

მან კარიერა მშობლიურ ლანჩხუთში დაიწყო, კარის დაცვა შემთხვევით მოუხდა და შემდეგ ისე კარგად გამოუვიდა ეს საქმე, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ლეგენდად დარჩა. 2011 წლის ნოემბერში „გურიის“ საიუბილეო ღონისძიებას ვერ დაესწრო და ამაზე, თურმე, გული წყდებოდა. ბოლო წლებამდე, სანამ ავად გახდებოდა, რამაზ ურუშაძე თითქმის ყველა ზეიმს ესწრებოდა და წლების წინ, „გურიის“ ვეტერანთა კარიც დაიცვა. „ჩემი შემცვლელი იყო […]
„სადღაციდან ხომ უნდა დაიწყოს გარღვევა და რატომ ლანჩხუთიდან არა?!“ _ გია გოთუას გამოხმაურება, რატომ არ არის დავით ურუშაძე მაჟორიტარობის კანდიდატი

„გურია თუდეის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე, ექიმი დავით ურუშაძე, სავარაუდოდ, მაჟორიტარობაზე ვერ დაითანხმეს, „კონსერვატორების“ ადგილობრივი ლიდერი გია გოთუა ეხმაურება: „არც შემითავაზებია ბატონ დათოსთვის მაჟორიტარობა. ჯერ ერთი, მე კარგად ვიცი, მას როგორი დატვირთვა აქვს, როგორც ექიმს და როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს და ყველაზე მთავარი, რაც კარგად ასახავს ჩვენს მიზნებს, თვითმმართველობიდან მაქსიმალურად უნდა […]
ლანჩხუთის პოლიციამ დააკავა 18 წლის ბიჭი, ვისაც ყოფილი უნივერმაღის სარდაფში მდებარე ყვავილებისა და საჩუქრების მაღაზიიდან 30 ათასი ლარის მოპარვა ჰბრალდება
ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლებმა ყოფილი უნივერმაღის შენობის სარდაფში მდებარე ყვავილებისა და სასაჩუქრე ნივთების მაღაზიის ქურდობის ფაქტზე 18 წლის ბიჭი დააკავეს. მას ბრალად ედება, რომ ღამის საათებში შეაღწია მაღაზიაში და დისტრიბუციისთვის განკუთვნილ თანხას, დაახლოებით 30 ათასი ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ამსი შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და […]