მოდი და თავად აღმოაჩინე შენი სტილი „ბრენდ ჰოლში“ – ლანჩხუთში ბრენდული ტანსაცმლის მაღაზია იხსნება

ხვალ, 4 სექტემბერს, 14:00 საათზე, ლანჩხუთში იხსნება მაღაზია „ბრენდ ჰოლი“, სადაც ერთ სივრცეში იქნება ქალის, კაცის და ბავშვის ბრენდული ტანსაცმელი. განსაკუთრებული ფასდაკლებებით ისარგებლებს ყველა სტუმარი. მაღაზიის მისამართია: თავისუფლების ქ. 107, II სართული, სადაც ადრე სათამაშო სივრცე, სილამაზის სალონი და ბოლოს – ნათია თურქიას ატელიე ფუნქციონირებდა. გელოდებათ სასიამოვნო გარემო და მრავალფეროვანი არჩევანი – მოდი და თავად აღმოაჩინე […]

როგორც სამი ტურის წინ, გურული კლუბების 2:2-ები – „გურია“ 10-კაციან „ზესტაფონთან“ ფრეს დასჯერდა, კონკურენტი „მერცხალმა“ შეუჩერა…

დღეს, მეოთხე ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. „გურია“ თბილისში ესტუმრა გასავარდნ ზონაში მყოფ „ზესტაფონს“ და მხოლოდ ქულას დასჯერდა. გურულები ვანო წილოსანმა უკვე მე-5 წუთზე დააწინაურა (ეს მისი მე-11 გოლია ამ სეზონში), თუმცა გათანაბრებმა ნომინალურმა მასპინძლებმა მალე მოახერხეს. შემდეგ „ზესტაფონი“ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა – 33-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს. ამით „გურიამ“ კი ისარგებლა და ლაშა ხაჭაპურიძემ მეორე […]

„მაყვლის საძებნად წავიდა და გაუჩინარდა“ – გურიაში 88 წლის ლარგო ვასაძეს ეძებენ, სამწუხაროდ, არ უნახავთ 85 წლის ზურაბ უსტიაშვილიც

გურიაში ორ ხანდაზმულ მამაკაცს ეძებენ _ გომისმთაზე მცხოვრებ 85 წლის ზურაბ უსტიაშვილსა და ლიხაურში მცხოვრებ 88 წლის ლარგო ვასაძეს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორივე მოხუცი აგვისტოს თვეში დაიკარგა და ჯერ არ უნახავთ. გავრცელებული ინფორმაციით, ლარგო ვასაძე მაყვლის საძებნად იყო და მას შემდეგ მის კვალს ვერ მიაგნეს. რაც შეეხება ზურაბ უსტიაშვილს, „გურია თუდეი“ მის […]

XIX საუკუნის ბოლოდან ლანჩხუთი უკვე მოიხსენიებოდა თვითმმართველობის მქონე ქალაქად _ სოფელ ქვიანში ნაპოვნი სპილენძის ბეჭედი უკვე მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია!

ლანჩხუთის მხარეთმოცდნეობის მუზეუმს კიდევ ერთი უნიკალური ესპონანტი შეემატა, რომელიც ამტკიცებს, რომ ლანჩხუთი ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოდან სახელდებოდა, როგორც თვითმმართველობის მქონე ქალაქი. ბეჭედზე იკითხება წარწერა – ქალაქ ლანჩხუთის თვითმართველობა „ახლახან მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სტუმრობდა აბაშის მუნიციპალიტეტის გულეკარის წმ. გიორგის ეკლესიის დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა. მან მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა სოფ. ქვიანის ტერიტორიაზე ნაპოვნი სპილენძის ბეჭედი, რომელიც მისთვის გადაუციათ. […]

ლანჩხუთის პოლიციის ექს-მაღალჩინოსანი „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატია _ რა სიურპრიზებს ჰპირდება გოჩა ჯანაშია ხელისუფლებას: რატომ ქალაქში და არა მშობლიურ სოფელში?

ლანჩხუთში „ძლიერი საქართველო – ლელოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი გოჩა ჯანაშია იქნება _ პარტიის ადგილობრივი ლიდერი და მოქმედი საკრებულოს წევრი. იგი მაჟორიტარობის კანდიდატიც იქნება… ქალაქში. ჯანაშია ლაშისღელე-აგარაკის მოსახლეობის გულის მოგებას „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კვიტაიშვილთან და „კონსერვატორების“ ლიდერ გია გოთუასთან კონკურენციაში შეეცდება. რატომ ქალაქი და არა მშობლიური ნიგოითის თემი? „ლელოს“ ლიდერმა სოფელი „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელ […]

ლანჩხუთში „გახარია საქართველოსთვის“ „რვიანი“: ერთი „ოცნებას“ ლექსებს „უძღვნის“, მე-2 ოპოზიციიდან იგებს, მე-3 ყოფილი პატრულია, მე-4 – ანამბლის ხელმძღვანელი, მე-5 – მერობის კანდიდატის შვილი…

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, ლანჩხუთში „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიის პირველი და მეორე ნომრები საკრებულოს წევრები: ჯუმბერ ბლაგიძე და მაკა მშვიდობაძე იქნებიან. ეს უკანასკნელი ყოფილი პატრულია და მისი პოლიტიკა გახარიას გუნდთან ერთად იწყება. იგი ნიგოითის მაჟორიტარობის კანდიდატიც იქნება, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატის, მოქმედი მაჟორიტარის, ზაზა წულაძის კონკურენტი იქნება. რაც შეეხება ჯუმბერ ბლაგიძეს, იგი ორჯერ იყო სუფსის მაჟორიტარი, […]

[ექსკლუზივი] ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე, ცნობილი ექიმი დავით ურუშაძე კენჭს „კონსერვატორებიდან“ იყრის… ყოფილი გამგებელი საკრებულოს უმიზნებს!

ლანჩხუთის საკრებულოში მოხვედრას ეცდება პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“, რომელსაც „ალტ-ინფოს“ ადგილობრივი ლიდერი გია გოთუა უდგას სათავეში. ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი და ბიზნესმენი კენჭს ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის. მოგეხსენებათ, ქალაქი ორ მაჟორიტარს ირჩევს _ გოთუას კონკურენტები იქნებიან მოქმედი მაჟორიტარი კახა კვიტაიშვილი „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს წევრი გოჩა ჯანაშია „ძლიერი საქართველო – ლელოდან“. მეორე მაჟორიტარობისთვის კი „ქართული ოცნებიდან“ ვანო […]

[ექსკლუზივი] „ვადასტურებ, მქონდა შემოთავაზება [„ქართული ოცნებიდან“] და შემდეგ…“ _ კახა ურუშაძე, რომელიც საოლქომ დამოუკიდებელ კანდიდატად არ დაარეგისტრირა, კენჭს „გირჩიდან“ იყრის

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ექს-თავმჯდომარე კახა ურუშაძე „გირჩის“ პარტიული სიის მეორე ნომერი იქნება და ასევე მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს მშობლიურ მამათის თემში. ჩვენ ვწერდით, რომ ურუშაძე დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა. მიზეზი მისი პარტიულობა გახდა _ იგი დღემდე „ქართული ოცნების“ წევრი […]

ლანჩხუთის მერია სტაჟირებას 16 პოზიციაზე აცხადებს: აგრონომი, გეოლოგი, არქიტექტორი, იურისტი, ფინანსისტი… ადგილობრივი ოპოზიცია წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია  განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. „სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით სხვადასხვა უწყების მიერ […]

17 080, 14 479, 13 7467… რამდენი ათასი ნახვა აქვს სტატიებს www.guriatoday.ge-ზე _ რომელია ყველაზე კითხვადი და 76 ქვეყნიდან საიდან შემოდიან უმეტესად „გურია თუდეის“ ვებ-გვერდზე

„გურია თუდეის“ ვებ-გვერდს Top.ge-ს მონაცემებით, გუშინ 25 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, რაც ჩვენი გამოცემისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. აქედან აბსოლურო უმრავლესობა _ 20187 საქართველოდან შემოვიდა ჩვენს გვერდზე, რაც 80,44%-ია. უცხოური ქვეყნებიდან იტალია ლიდერობს, საიდანაც 816 მომხმარებელი შემოვიდა, საბერძნეთიდან _ 489, გერმანიიდან 348, აშშ-დან კი _ 279. მხოლოდ 5-ით ნაკლები ვიზიტორი გვყავდა საფრანგეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან 265 სტუმარი გვყავდა, […]