17 080, 14 479, 13 7467… რამდენი ათასი ნახვა აქვს სტატიებს www.guriatoday.ge-ზე _ რომელია ყველაზე კითხვადი და 76 ქვეყნიდან საიდან შემოდიან უმეტესად „გურია თუდეის“ ვებ-გვერდზე

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | „აჯაყებული გურულის“ კარიკატურა და გლობუსი

„გურია თუდეის“ ვებ-გვერდს Top.ge-ს მონაცემებით, გუშინ 25 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, რაც ჩვენი გამოცემისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. აქედან აბსოლურო უმრავლესობა _ 20187 საქართველოდან შემოვიდა ჩვენს გვერდზე, რაც 80,44%-ია.

უცხოური ქვეყნებიდან იტალია ლიდერობს, საიდანაც 816 მომხმარებელი შემოვიდა, საბერძნეთიდან _ 489, გერმანიიდან 348, აშშ-დან კი _ 279. მხოლოდ 5-ით ნაკლები ვიზიტორი გვყავდა საფრანგეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან 265 სტუმარი გვყავდა, მეზობელი თურქეთიდან _ 177. ესპანეთიდან ჩვენს ვებ-გვერდზე შემოვიდა 135 მომხმარებელი, 109 _ შვეიცარიიდან. ათასამდე ვიზიტორის ქვეყანა გაურკვეველია, დანარჩენი 100-ს არცერთი არ აღემატება, აქ ლიდერი დიდი ბრიტანეთია _ 77 ვიზიტორი. სულ კი მსოფლიოს 76 ქვეყნიდან გვსტუმრობდნენ.

ჩვენს ვებგვერდზე უმეტესობა Google Chrome-დან შემოვიდა (18 540 – 73,87%), ფეისბუქის გვერდიდან გადმოვიდა 6277 (25,01%). „საფარი“ და „მოზილა“ მხოლოდ 280-მა მომხმარებელმა გამოიყენა.

17 080, 14 479, 13 746, 13 713, 12 661, 6 633, 5 305… ეს ყველაზე კითხვადი სტატიების ნახვების რაოდენობაა. უმეტესად ჩვენი მკითხველები რუბრიკას „ელანძე საკითხავი“ კითხულობენ, ანუ ახალ ამბებს ეცნობიან. ჩვენთან სპორტის თემაც ძალიან კითხვადია _ მაგალითად, მერაბ ჟორდანიასთან ინტერვიუს 12 ათასზე მეტი ნახვა აქვს…

რა თქმა უნდა, ყველა სტატიის ნახვა 10 და 15 ათასს არ აღემატება, თუმცა ბოლო კვირის საშუალო მაჩვენებელი 2 ათასზე მეტია.