„ამდენი ფოტო რომ გამოაქვეყნეთ და დაწერეთ, რატომ არ ახსენეთ თენგულა ხოფერია? ბავშვმაც კი იცის, რომ ეწრის ეკლესია მან ააშენა“ – ზარი „გურია თუდეის“ რედაქციაში და რას წერს სოფლის მაჟორიტარი?

„გურია თუდეის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას _ ვისი სახელობისაა სოფელ ეწრის ახალი ტაძარი, რომელიც დღეს შემოქმედელმა ეპისკოპოსმა გახსნა _ ჩვენი ერთგული მკითხველი მარინა კვაჭაძე [ლანჩხუთის კოლორიტის, სოსო კვაჭაძის და] გამოეხმაურა, რომელმაც რედაქციაში დარეკა: „არ გეწყინოთ, შენიშვნას თუ მოგცემთ. თქვენი აქტიური მკითხველი ვარ და გთხოვთ, არ მიწყინოთ: ძალიან გამიკვირდა, ამდენი ფოტო გამოაქვეყნეთ, ამდენი დაწერეთ ეწრის ტაძრის გახსნაზე […]

„ახლა გამომეხმაურა ბიჭი თურქეთიდან, იგივე ნიშანი აქვს ყურთან და ფეხზე, ვიზუალურადაც ძალიან ჰგავს და აქვს იგივე დაავადება, რაც ჩემს ერთ შვილს“ – ლანჩხუთელი ტყუპი გოგოს დედა ტყუპ ბიჭს ეძებს…

ლანჩხუთელი ქრისტი მოისწრაფეშვილის ისტორია ჩვენი მკითხველისთვის უცხო არაა _ ამ გმირმა დედამ ყველაფერი გააკეთა თავისი პატარა შვილის სიცოცხლისთვის. იგი მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს, ტყუპი გოგონა ოჯახს უცხოეთში შეეძინა. როგორც თავად წერს, იგი ტყუპებს ზუსტად 20 წლის წინათაც ელოდა, 2005 წლის აგვისტოში, მაგრამ მას უთხრეს, რომ ახალშობილები დაიღუპნენ. მაშინ ექიმების ნათქვამში ეჭვი არ […]

„ეს ჩემი სოფლის ეკლესიაა, ერთი გზა ჩემს სახლთან მიდის და პირიქით… თავიდან [ფიზიკურად] ორი კაცი აშენებდა, ერთი გარდაცვლილია, მეორე – ჩემი ოჯახის წევრია…“ _ სოფიო ჩხაიძე

ლანჩხუთელებს სოფიო ჩხაიძე ხშირად გვანებივრებს თავისი ემოციური ჩანახატებით. „ამ ეკლესიას (ფიზიკურად) თავიდან ორი კაცი აშენებდა. მეგობრები იყვნენ. ერთი გარდაცვლილია (შოთა ხოფერია), მეორე ჩემი ოჯახის წევრი, იური ნაკაიძეა. ნელ-ნელა შენდებოდა საყდარი. ერთ დღეს, ჩემი პატარა ბიჭით გავიარე ამ გზაზე და ბაბუამისმა რატი ხარაჩოზე აიყვანა. სახურავამდე რაც სიმაღლე აქვს ეკლესიას, იმ სიმაღლიდან წერტილივით მოჩანდნენ ბაბუა-შვილიშვილი. რატი ხელს […]

გურიაში ჩადენილი შემზარავი დანაშაულის – 14 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს

გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ფ.ც. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გურიაში, 2011 წელს დაბადებული მ.კ. ძალის გამოყენებით გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების […]

„გურია თუდეის“ ვებგვერდი, Top.GE-ს რეიტინგში, დღევანდელი მონაცემებით, 20 ათასამდე საიტიდან 24-ე ადგილზეა, ხოლო „ახალი ამბები, მედია, ტელევიზია, რადიოს“ რეიტინგში: მე-11 _1500-დან!

„გურია თუდეის“ ვებგვერდი www.guriatoday.ge ბოლო დროს სისტემატურად ხვდება „ახალი ამბები, მედია, ტელევიზია, რადიოს“ რეიტინგის ოცეულში. ამ მიმართულებით საერთო ჯამში 1534 საიტია რეგისტრირებული. დღეს „გურია თუდეი“ აღმოჩნდა ისტორიულ ნიშნულზე _ მე-11 ადგილზე. Top.GE-ს მონაცემები | 2025 წლის 31 აგვისტო, 20:30 „გურია თუდეის“ უსწრებენ მხოლოდ ისეთი ცნობილი და პოპულარული გამოცემები, როგორებიცაა: „პრაიმ-ტაიმი“, „ამბები.ჯი“, „პალიტრავიდეო“, „კვირის პალიტრა“, „ალია“, […]

„საუკეთესო ახალგაზრდა ექიმი აღარაა, გამ­თე­ნი­ას მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაჰ­ყვა, პა­ტა­რა გო­გო­ნა და­ტო­ვა…“ _ რას წერენ ახლობლები ტრაგედიის შესახებ

ლანჩხუთელი ნინო ფირცხალაიშვილი, რომლის გარდაცვალებამაც თანაქალაქელები აატირა, ახალ­გაზ­რდა, მაგრამ ძალიან ყურადღებიანი და ნიჭიერი ექი­მი, დერ­მა­ტო­ლოგ-ვე­ნე­რო­ლო­გი გახლდათ. იგი, სამწუხაროდ, მშობიარობას გადაჰყვა. რო­გორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წე­რენ, ნი­ნოს ორი შვი­ლი დარ­ჩა. რა გახ­და ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, თუმ­ცა რო­გორც მისი ფოტოებიდან ჩანს, ორ­სუ­ლი ქალი თავს კარ­გად გრძნობ­და. მან მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე ერთი დღით ადრეც გამოაქვეყნა ფოტო “ფე­ის­ბუქ­ზე“, სადაც წერდა, […]

ვისი სახელობისაა სოფელ ეწრის ახალი ტაძარი, რომელიც დღეს შემოქმედელმა ეპისკოპოსმა გახსნა

სოფელ ეწერში ქრისტეფორე გურულის სახელობის ტაძარი შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აკურთხა და პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა. საქართველოს სამოციქულო ეკლესია XVI ს-დან ყოველწლიურად 16(29) აგვისტოს იხსენიებს წმიდა ქრისტეფორე გურულს, რომლის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საქართველოში მოღვაწეობდა და მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის. წმიდა მოწამე ქრისტეფორე გურულის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. მისი სახელი საქართველოს საეკლესიო კალენდარში XVI საუკუნიდან […]

„გავქვავდით, დავპატარავდით… იქ დედიკო ჩაგიკრავს გულში… სამყარომ ულამაზესი ქართველი ქალი დაკარგა. არსებობაც გვცხვენია“ _ ნინო ფირცხალაიშვილს მშობლიური სკოლა ემშვიდობება

ლანჩხუთელ ახალგაზრდა დედას, ნინო ფირცხალაიშვილს მშობლიური ქვიანის სკოლის პედაგოგები ემშვიდობებიან: „გავქვავდით… გავიყინეთ… დავპატარავდით…. ძალი და უნარი წაგვერთვა, რომ რამე გითხრათ… ჩვენო ნინიკო! ჩვენო საამაყო! ჩვენო გონიერო და გამორჩეულო გოგოვ! ნინომ ეს ფოტო გუშინ გამოაქვეყნა საიუნივერიტეტო ჰოსპიტალიდან წარწერით: „ყველა საპატიო ვადა ოფიციალურად გავიდა. 41 კვირა. გელით მოუთმენლად ჩვენს საყვარელ სამშობიაროში“.” როგორ გვიხაროდა შენი ამ მდგომარებოაში ყოფნა, […]

“შენი პატარას მოვლენას მთელი კუთხე სულმოუთქმელად ველოდით… დადუმდა ჩვენი კუთხე და სოფელი” _ ლანჩხუთი კიდევ ერთ ულამაზეს გოგოს ემშვიდობება

ლანჩხუთი მორიგ ტრაგედიას განიცდის. მოულოდნელად დაიღუპა ახალგაზრდა ულამაზესი დედა – ნინო ფირცხალაიშვილი. „დედასთან იჩქარე შეხვედრა, წადი, გაფრინდი და შენი შვილები დატოვე დედის გარეშე. ნუნუ ჩაგიკრავს, ტკივილს დაგიამებს, მაგრამ შენი ადრე მისვლა არ გაუხარდება. ღმერთო, ხანდახან რა სასტიკია წუთისოფელი“ _ წერს ლესის სკოლის დირექტორი თინათინ გოგელია. „ჩვენო თვალებციმციმა გოგო, ეს რატომ მოხდა ჩვენს თავს. სულის სიმწარე […]

„ლესას მოუკვდა „მარიტა“ – ულამაზესი და უნიჭიერესი გოგო“ _ ვისზე წერს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ელისო ჭიჭინაძე

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ლესა-ჯურუყვეთის მჟორიტარი ელისო ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ლესას მოუკვდა „მარიტა“ _ ულამაზესი და უნიჭიერესი გოგო, მარტისა პატარაია. სრულიად ახალგაზრდა გაიყვანა უფალმა ამქვეყნიდან, გამქრალი სილამაზითა და გაუსაძლისი ტკივილებით. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა მის სულს და მშვიდად განისვენოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“ _ წერს სოციალურ ქსელში სოფლის მაჟორიტარი, ექიმი-ლაბორანტი ელისო ჭიჭინაძე. „რა საოცრად აღწერე, […]