„ვერ გადაგარჩინე, ჩემი ცხოვრების მთავარო ადამიანო“ [გარდაიცვალა თინა ხოფერია – ორი ეროვნული გმირის დედა და ბებია]

| ოჯახის წევრები და ნათესავები (შვილი არჩილ ხოფერია; შვილიშვილი თინა ხოფერია; რძალი ელენე პაპიაშვილი, დედმამიშვილები: გულო, ციალა, კლარა, თემურ ჭყოიძეები; მულები: გულნაზ, ზოია ხოფერიები) გაცნობებენ, რომ რამდენიმეთვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თინა ხოფერია _ ორი ეროვნული გმირის დედა (ჯამბულათ ხოფერია, 1993) და ბებია (ჯამბულათ ხოფერია, 2022). დაკრძალვა გაიმართება: სამშაბათს, 16 სექტემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში. […]
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო-საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს (R)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა. მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან გიორგი სანტურიანთან ერთად ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს. მხარეებმა […]
„ემზარიე თოხიზა და ბარიზა არ ვარგა, ჭლექიანივითაა. მაგან თუ არ ისწავლა, დეიღუპება და იგია“ – ეუბნებოდნენ მეზობლები მის მშობლებს… როგორ ჩაება ჩოჩხათელი ბიჭი მსოფლიო სპორტის ორომტრიალში

ლანჩხუთელი ემზარ ზენაიშვილი, რომელიც 1997 წლიდან საქართველოს ეროვნული კომიტეტის გენერალური მდივანია, 81 წლის გახდა. „გურია თუდეი“ ქართული სპორტის გამორჩეულ ფუნქციონერს, ჩვენს ქვეყანაში ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებელს ულოცავს დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს. ემზარ ზენაიშვილი 1944 წლის 10 სექტემბერს ლანჩხუთში დაიბადა. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, დაჯილდოებულია ღირსების ორდერით. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი […]
ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად ეცნობიან ქვეყნის მასშტაბით საოლქო-საარჩევნო კომისიების მზადებას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის (R)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გიორგი შარაბიძე პირადად გაეცნო და დეტალური ინფორმაცია მიიღო იმ საქმიანობებისა და მიმდინარე აქტივობების შესახებ, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისია 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესში ახორციელებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული […]
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა (R)

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, უსკო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საარჩევნო საკითხის შესახებ არსებული პრაქტიკა აქტიურად იყოს განხილული ორ უწყებას შორის. მისივე თქმით, ასეთი […]
„უდიდესი დანაკლისია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, მეზობლებისა და მთელი რაიონისთვის“ [ნანი ებრალიძის გახსნება]

40 დღე გავიდა ნანი ებრალიძის გარდაცვალებიდან… 30 წელი ლანჩხუთის მთავარ საავადმყოფოში მუშაობდა. პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმითა და სიყვარულით ემსახურებოდა საკუთარ საქმეს და ადამიანებს. მძიმე სენთან ბრძოლაშიც კი, სიცოცხლის ბოლო წუთებამდე, გამოხატავდა სითბოს, ყურადღებასა და მადლიერებას. მუდამ ხალისიანი, მომღიმარი და სიკეთით სავსე ადამიანი იყო – მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, მეზობლებისა და მთელი რაიონისთვის. მარადიული ხსოვნა და […]
„ვერავინ შეძლებს იმის სიტყვებით გამოხატვას, რაც გულში ხდება…“ _ 30 წელი ირაკლი ნოდიას გარდაცვალებიდან

ძალიან მიჭირს იმ საშინელი დღის გახსენება… 1995 წლის 10 სექტემბერი… 30 წელი გავიდა შენი წასვლიდან, ირაკლი… მძიმე და ტკივილიანი წლები შენი დედ-მამისთვის, ყველა შენიანისთვის და მეგობრისთვის. ვერცერთი ვერ შეძლებს იმის სიტყვებით გამოხატვას, რაც გულში ხდება… ვერც მე… მაგრამ ვცდილობ, თავს ვაძალებ, ყველას სახელით შეგეხმიანო, რომ მარტო არ იგრძნო თავი, მიუხედავად იმისა, რომ შენი ბაჩოც შენთანაა… […]
გაგიჭირდებოდათ… „გურიამ“ აუტსაიდერი „მაჭახელა“ გაანადგურა და ცხრილის სათავეში დაბრუნდა

გასულ 4 შეხვედრაში „გურიამ“ ოდენ 5 ქულა აიღო და ერთპიროვნული ლიდერობაც დაკარგა. მართალია, ბოლოს ადგილზე მყოფ „მაჭახელასთან“ 10:0 მოგების შემდეგ, ლანჩხუთელები პირველ ადგილზე დაბრუნდნენ, თუმცა ახლოს 4 მდევარი ჰყავს. ერთს მომდევნო ტურში ხვდება _ „იბერია-1990“-თან ლანჩხუთური შეხვედრა ფრედ დასრულდა. 17 სექტემბერს გუნდები თბილისში შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა მხოლოდ მათზე არ იქნება დამოუკიდებული, რომელ ადგილზე იქნებიან ისინი […]
[ექსკლუზივი] „ლანჩხუთში ჩემს სახლს და ხალხს არაფერი მირჩევნია, წლებია, დაბრუნება და ჩემს სახლში დაძინება მინდა!“ _ სად არის და რას საქმიანობს ალექსანდრე დერდერიანი, იგივე „პაკიპუკა“

ლანჩხუთელები ძალიან გაახარა „პაკიპუკას“ გამოჩენამ _ ობოლი ბიჭი თავისუფლების ქუჩიდან მადლობის წერილს აქვეყნებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც წლების წინ, 13 და 8 წლის ობოლ ძმებს დახმარების ხელი გაუწოდა. ათ წელზე მეტი გავიდა, რაც ობოლი ბიჭების შესახებ არაფერი გვსმენოდა… ასევე წაიკითხეთ: „გამარჯობა, მე პაკიპუკა ვარ, ასე დამარქვით თქვენ! ლანჩხუთმა მომცა სიყვარული, სითბო, იმედი და ფრთები, რომ […]
„გამარჯობა, მე პაკიპუკა ვარ, ასე დამარქვით თქვენ! ლანჩხუთმა მომცა სიყვარული, სითბო, იმედი და ფრთები, რომ ცხოვრება არ დამეტოვებინა“ – ობოლი ბიჭი თავისუფლების ქუჩიდან

„გამარჯობა, მე პაკიპუკა ვარ, ასე დამარქვით თქვენ! ლანჩხუთმა მომცა სიყვარული, სითბო, იმედი და ფრთები, რომ ცხოვრება არ დამეტოვებინა. მე ობოლი ვიყავი…” – ალექსანდრე დერდერიანი, ბიჭი თავისუფლების ქუჩიდან სამადლობელ წერილს აქვეყნებს. „ბავშვობიდანვე ტკივილი და სევდა გამიხდა გზის თანამგზავრი. დედა ავად იყო, ცხოვრება კი ხშირად მიჩვენებდა თავის სიძნელეს. მაგრამ, მარტო არ დავრჩენილვარ – ჩემმა სოფელმა გამზარდა, ჩემმა […]