| ოჯახის წევრები და ნათესავები
(შვილი არჩილ ხოფერია; შვილიშვილი თინა ხოფერია; რძალი ელენე პაპიაშვილი, დედმამიშვილები: გულო, ციალა, კლარა, თემურ ჭყოიძეები; მულები: გულნაზ, ზოია ხოფერიები)
გაცნობებენ, რომ რამდენიმეთვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა
თინა ხოფერია _ ორი ეროვნული გმირის დედა (ჯამბულათ ხოფერია, 1993) და ბებია (ჯამბულათ ხოფერია, 2022).
დაკრძალვა გაიმართება: სამშაბათს, 16 სექტემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში.
„გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ყველა ახლობელს.
…
“მთელი ცხოვრება ვემზადებოდი ამ დღისთვის და ვერ ვყოფილვარ მზად… ამ ბრძოლაში დავმარცხდით, ბე… ვერ გადაგარჩინე… ჩემი ცხოვრების მთავარო ადამიანო, მთავარო სიყვარულო…
ვერასოდეს შეგელევი, ბე…მშვიდობით, ბე…
ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთება, ბე, ამჯერად მარადისობაში… შენ მხოლოდ დამელოდე…“
თინი ხოფერია


