გურიაში, 14 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, პოლიციამ მოზარდის ბიძა დააკავა

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბიძას ადანაშაულებენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა და 50 წლამდე კაცი სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციას გოგონას დედამ მიმართა. როგორც TV პირველს ადგილობრივები უყვებიან, 14 წლის გოგოზე სექსუალურად მოზარდის სახლში სტუმრად მყოფმა 50 წლამდე კაცმა იძალადა და იგი მოზარდის დეიდას ქმარია. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. […]
„ტაჩანკა“, 525 და „ფირალები“, ანუ სადაც სიხარულია, სადაც სიყვარულია… მადლობა დღე-სასწაულისთვის!

ლანჩხუთელი ქომაგების წვლილი დიდია, „გურიამ“ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, თბილისის „დინამო“ თასიდან რომ გამოაგდო. წაიკითხეთ სტატია: ფანტასტი(გ)ურია! მაგიორი 36 წლის მერე _ მესამელიგელმა „გურიამ“ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს უთხრა: მარცხი ელანძეა! მთელი მატჩის მანძილზე, ერთი წუთითაც არ შეწყვეტილია გულშემატკივრობა. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, „ფირალების“ ტრიბუნა აქტიურობდა. დიდი სტიმული მისცეს ფეხბურთელებს, რომლებმაც საუცხოო შეხვედრა ჩაატარეს და […]
ფანტასტი(გ)ურია! მაგიორი 36 წლის მერე _ მესამელიგელმა „გურიამ“ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს უთხრა: მარცხი ელანძეა!

როცა „გურიაში“ მერაბ ჟორდანია დაბრუნდა, მან თქვა, რომ 2 წელიწადში, კლუბს ქართული ფეხბურთის ელიტაში დააბრუნებდა. მხოლოდ 8 თვე დასჭირდა საამისოდ! ლანჩხუთის კლუბი ტოლ-სწორად ეთამაშა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან „დინამოს“, რომელიც გურიის მთავარ საფეხბურთო ქალაქში, პოზიტიურ ნოტაზე, ევროსარბიელზე წარმატებული თამაშის შემდეგ ჩამოვიდა. მართალია, დინამოელთა თავკაცმა, თემურ ქეცბაიამ ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა, მაგრამ ეს ვერ დააკნინებს გურულთა სენსაციურ […]
ლანჩხუთში, 90-იანი წლების „ქართული კლასიკო“ ბრუნდება! მოდიან: ქეცბაია, კვარაცხელია, არველაძეები… ყაველაშვილიც? და მაინც: პირველად იყო „გურია“!

დღეს, ლანჩხუთში დიდი ფეხბურთი ბრუნდება _ „გურია“ თბილისის „დინამოს“ სათასო მეთექვსმეტედფინალში დაუხვდება. ეს იგივე 90-იანი წლების დასაწყისის „ქართული კლასიკოს“ დაბრუნებაა. საწყის ორ ჩემპიონატში სწორედ ეს ორი გუნდი არკვევდა ქვეყნის ჩემპიონის ბედს. ორივეჯერ დედაქალაქელებმა იმარჯვეს და გურულებს მხოლოდ ვიცე-ჩემპიონის ტიტულ(ებ)ი შეხვდათ. თუმცა „გურია“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში იმითაც შევიდა, რომ პირველ ეროვნულ თასს დაეუფლა. ლანჩხუთის კლუბმა სოხუმის […]
„დინამოს“ ლანჩხუთში ჩამოსვლა არ უნდოდა… რა მოხდა 13 წლის წინ _ დრამატული მატჩის კულუარები, ანუ როცა გამგებელი პრემიას აორმაგებს!

2013 წლის 13 მარტს, ლანჩხუთის სტადიონზე, 5 ათასამდე გულშემატკივარი მოვიდა. არადა, თამაშის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ჩატარება სათუო იყო… იქამდე გურულები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ზესტაფონთან“ გადაიკვეთნენ და იმერული კლუბის ხელმძღანელობამ ლანჩხუთში თამაშზე უარი თქვა. ეს ის დროა, სფფ-მ ახალი მინდორი დააგო, ხოლო „ქართუ ჯგუფი“ ადმინისტრაციული შენობისა და გასახდელების მოწყობაზე ჯერაც მუშაობს. გურულები ამ დროს უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ფრეიდა (ნამცეცა) ქიმუცაძე-გოგუაძისა

შვილი შოთა გოგუაძე; რძალი ქრისტინე ზენაიშვილი; შვილიშვილები: დიმიტრი, ნიკოლოზ გოგუაძეები; ძმისშვილები: შოთა, თათია ქიმუცაძეები; რძალი გულიკო გველუკაშვილი; ბიძაშვილები: ალეკო, სოფიკო კორძაძეები; მაზლიშვილები: გიორგი, პაატა, ხათუნა, მანანა გოგუაძეები; რძალი მაგული მარგალიტაძე; მძახლები: მერაბ ზენაიშვილი, ნინო გოლიაძე და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ფრეიდა (ნამცეცა) ქიმუცაძე-გოგუაძისა. დაკრძალვა: სამშაბათს, 28 ივლისს, სოფელ წყალწმინდაში. „გურია თუდეი“ გამოთქვამს გულისტკივილს […]
გურიაში, ზღვაზე ადამიანი დაიხრჩო _ რა დეტალებია ცნობილი კაპროვანში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

გურიაში დღეს ტრაგედია დატრიალდა _ კაპროვანში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მაშველების ჯგუფმა სამაშველო სკუტერით ზღვიდან ორი მოქალაქე გამოიყვანა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს შტორმის გამო სანაპიროზე აღმართული იყო წითელი ალმები. მომხდარის შესახებ ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, თათია ნიკოლაშვილმა გაავრცელა: “კაპროვანის სანაპიროზე ადამიანი გარდაიცვალა. რამდენი ხნის მანძილზე ცდილობდნენ მოქალაქეები საკუთარი ძალებით გამოეყვანათ ადამიანი სანაპიროზე წყლიდან, […]
„შენი სიკეთე, სიყვარული, პატივისცემა სამუდამოდ დაგვამახსოვრდება, შენს ადამიანობას ჩვენს მომავალ თაობებსაც მოვუყვებით… მოგვენატრები“

ლანჩხუთის ქუჩებში კიდევ ერთ გამორჩეულ ადამიანს ვეღარ შევხვდებით _ კაცს, რომელსაც ერთი შეხედვითაც ეტყობოდა შინაგანი სიკეთე, ღირსება და კეთილშობილება. სულაც არ არის გასაკვირი, მურმან ჩხაიძის გარდაცვალებას ასეთი ტკივილიანი სიტყვებით რომ ეხმაურებიან: „ჩვენო უფროსო მეგობარო, საუკეთესო ადამიანი იყავით. შენი სიკეთე, სიყვარული, ადამიანობა და პატივისცემა სამუდამოდ დაგვამახსოვრდება. რუსთაველის ქუჩას შენი სახელი და კვალი ყოველთვის დაამშვენებს, ხოლო შენს […]
თამაში მესხის, იამანიძის, კოტრიკაძის, დათუნაშვილის მხარდამხარ და 50 წელი ლანჩხუთის ბავშვთა ფეხბურთის სამსახურში… მწვრთნელი, რომელმაც „გურიას“ ლეგენდები აღუზარდა

ლანჩხუთში მომავალი თაობის აღზრდის საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვს დანტეს ჯეჯელავას _ ზრდილობითა და პატიოსნებით გამორჩეულ, თავისი საქმის უბადლო სპეციალისტს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ცხოვრებაში. იგი 1936 წლის 23 ივლისს თბილისში დაიბადა. სიყმაწვილეში 35-ე საფეხბურთო სკოლაში მიხეილ მესხთან, შოთა იამანიძესთან, სერგო კოტრიკაძესთან და შემდგომში სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად, ოტია ჟორდანიას, გაიოზ ჯეჯელავას, მიხეილ […]
„ფული რომ მოეტეხათ, პროექტი შეცვალეს და მას მერე ეს მონაკვეთი [ჯაპანა-გრიგოლეთი] იქცა კორუფციის ბუდედ… ჩინელმა [კონტრაქტორმა] სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა” _ კახა ასკურავა

„პროექტი, რომელიც 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, 2026 წელსაც ბოლომდე არაა მიყვანილი და 6 კმ მონაკვეთის გახსნას ზეიმობენ. კონკრეტულად ის მონაკვეთი, რაც კობახიძემ გახსნა, არაერთგზის ჩავარდნილი სამუშაოების ბოლო ვადებითაც კი, 2024 წელს უნდა დასრულებულიყო“ _ ასე გამოეხმაურა ლანჩხუთელი ოპოზიციონერი კახა ასკურავა ცენტრალური ავტომაგისტრალის ლესა-ხაჯალიის მონაკვეთის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას. ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი მიიჩნევს, რომ ავტობანის […]