გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბიძას ადანაშაულებენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა და 50 წლამდე კაცი სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციას გოგონას დედამ მიმართა.
როგორც TV პირველს ადგილობრივები უყვებიან, 14 წლის გოგოზე სექსუალურად მოზარდის სახლში სტუმრად მყოფმა 50 წლამდე კაცმა იძალადა და იგი მოზარდის დეიდას ქმარია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
გურიაში ანალოგიური მძიმე დანაშაული გასულ წელსაც მოხდა _ მაშინაც 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს.
ასევე წაიკითხეთ: გურიის ერთ-ერთ სოფელში შემზარავი ფაქტი მოხდა – 30 წლის კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა





