გურიის ერთ-ერთ სოფელში შემზარავი ფაქტი მოხდა – 30 წლის კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა

|

Loading

გურიის ერთ-ერთ სოფელში შემზარავი ფაქტი მოხდა _ არსებული ინფორმაციით, 30 წლის კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა.

ინფორმაციას ავრცელებს „გურია ნიუსი“, რომელმაც გაარკვია, რომ მე-8 კლასელი გოგონა გუშინ გაუჩინარდა. დახმარებისთვის მშობლებმა სოფელში  მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლობას მიმართა. როგორც ინფორმირებულმა წყარომ გამოცემას უთხრა, არსებობს დაზარალებულსა და ზრდასრულ კაცს შორის სატელეფონო მიმოწერები, სადაც სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი იკვეთება. წყაროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგო სახლში დილით დაბრუნდა. იმავე ინფორმაციით, გოგონა  დედასთან ერთად დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მამაკაცი, სავარაუდოდ, იმერეთიდან არის და მან მიმალვა შეძლო.

„გურია ნიუსმა“ მერის წარმომადგენლისა და შსს-ს კომენტარებსაც ავრცელებს.

“მე ამ თემასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მიმართეთ პრესცენტრს”, _ უთხრა მერის წარმომადგენელმა გამოცემას, რომელსაც შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს“.