გურიაში, ზღვაზე ადამიანი დაიხრჩო _ რა დეტალებია ცნობილი კაპროვანში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

|

Loading

სამაშველო ოპერაცია კაპროვანში | ფოტო თათია ნიკოლაიშვილის ვიდეოდან

გურიაში დღეს ტრაგედია დატრიალდა _ კაპ­რო­ვან­ში, ზღვა­ში მა­მა­კა­ცი და­იხ­რჩო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშ­ვე­ლე­ბის ჯგუფ­მა სა­მაშ­ვე­ლო სკუ­ტე­რით ზღვი­დან ორი მო­ქა­ლა­ქე გა­მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­თა­გან ერთი გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის დროს შტორ­მის გამო სა­ნა­პი­რო­ზე აღ­მარ­თუ­ლი იყო წი­თე­ლი ალ­მე­ბი.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, თათია ნიკოლაშვილმა გაავრცელა:

“კაპროვანის სანაპიროზე ადამიანი გარდაიცვალა. რამდენი ხნის მანძილზე ცდილობდნენ მოქალაქეები საკუთარი ძალებით გამოეყვანათ ადამიანი სანაპიროზე წყლიდან, როდის მოვიდა ძვლივს მაშველი, რომ გამოეძახა შესაბამისი ტექნიკა, მერე ეს ერთადერთი სამაშველო ტექნიკა როდის მოვიდა, მარტომ ვეღარ იპოვა… ისევ მოქალაქეები დაეხმარნენ. შემდეგ სასწრაფომ ხომ ვერასდროს მოაღწია, ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ ადამიანები, სასწრაფო 20-25 წუთის შემდეგ მოვიდა.

ჩემი დიდი პატივისცემა ყველა მაშველს, ვინც მუშაობს, მაგრამ მე მაპატიეთ ეს სპეციალობა, პირველ რიგში ფიზიკურ მომზადებას გულისხმობს და არა იმ მძიმეწონიან, დიდ მუცლიან ხალხს, ძლივს რომ მიგორავენ სანაპიროზე, არც იმას, სამსახურის უფროსები რომ არიან მომჯდარი ბოლო მოდელ ჯიპებზე, მათი იქ მოსვლა მერე არაფერს შველის… ტექნიკისა და შესაბამისი მომზადების ხალხისთვის უნდა იხარჯებოდეს თანხები“ – წერს ოპოზიციონერი, რომელიც მომხდარს შეესწრო. 

ასევე ნახეთ: თათია ნიკოლაშვილის ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ეს ამ სეზონზე გურიაში მესამე შემთხვევაა, როცა ზღვაზე დამსვენებელი დაიღუპა.

„გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას მომხდარის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.