„დედა და ბებია მეუბნებიან, რომ მამაჩემი იამაყებდა ჩემით…“ _ რატომ მივიდა ემზარ წილოსანის შვილი გამოცდაზე მაისურით, რომელზეც ეწერა: „მამაჩემი გმირია!“

„ქვეყნის უახლეს ისტორია მხოლოდ წიგნების ფურცლებზე არ იწერება – ეს იყო ჩემი მთავარი სათქმელი” – ასე უპასუხა მარიამმა გაზეთ „ბათუმელების“ კითხვას, რატომ გადაწყვიტა წელს ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე მისვლა მაისურით, რომელსაც ეწერა: “მამაჩემი გმირია”. მარიამ წილოსანი აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილია. 2008 წლის 11 აგვისტოს, როცა 29 წლის ემზარ წილოსანი 20 თანამებრძოლთან […]
„მიყვარდით, მიყვარხართ, მეყვარებით!“ _ რატომ შეარქვეს „გალა“ თემურ ფირცხალაიშვილს და რამ დააწერინა პოეტს „ღამე ყორანივით შავი“?

„გალა“ _ ასე შეარქვეს თემურ ფირცხალაიშვილს, ლანჩხუთელ პოეტს, რომლის ხმაშიც გალაქტიონ ტაბიძის სევდიან ჰანგს ხედავდნენ… ამბობენ, რომ ეს მეტსახელი შემთხვევით არ გაჩენილა. თემური, როგორც პოეტი, განსაკუთრებული სიყვარულით კითხულობდა გალაქტიონის „მთაწმინდის მთვარეს“ _ იმავე ემოციითა და შინაგანი განცდით, თითქოს ლექსის ყოველი სიტყვა საკუთარი სულიდან ამოდიოდა. ზოგჯერ ერთი ლექსის წაკითხვაც საკმარისია, რომ ადამიანში მთელი პოეტური სამყარო დაინახო… […]
„ბევრი კარგი გაუკეთებია და კიდევ გააკეთებს ჩვენი სოფლისათვის“ _ ელისო ჭიჭინაძე ლანჩხუთის ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც დაკავებულ თანაგუნდელს თანადგომა ღიად გამოუცხადა

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ლესის მაჟორიტარი ელისო ჭიჭინაძე მერის წარმომადგენლის, დავით ლომაძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ვრცლად აქ წაიკითხავთ: ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელი დააკავეს _ სუს-ი ამბობს, რომ მან „სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ე.წ. დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის სანაცვლოდ სარგებელი მიიღო“ „ჩემო თანასოფლელებო, მეტად სამწუხარო და სანერვიულო ამბავი ხდება ჩვენს თავს. მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ათასი კომენტარი წავიკითხე… […]
ლანჩხუთი-ხაჯალიის ავტომაგისტრალი სრულად გაიხსნა _ როდის დასრულდება გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა?

ლანჩხუთი-ხაჯალიის 12-კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად გაიხსნა. ამით სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე ლოტის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი-ლესას 6-კილომეტრიანი ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, ხოლო დღეს ექსპლუატაციაში შევიდა დარჩენილი 6 კილომეტრიც. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებიდან ვიგებთ, პროექტის ფარგლებში აშენდა 12-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 6 სახიდე გადასასვლელი, 2 სატრანსპორტო კვანძი. „სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 […]
„ახლახანს არ გავაცილეთ ბიძინა, ნანა და მანამდე კიდევ სულ ნორჩი მეგობრები, შენ რაღაც გვერჩოდი?“ _ ირმა მგელაძის ემოციური წერილი

ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი ირმა მგელაძე თანაკლასელის, ბესიკ წულაძის (მიწის მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსი) გარდაცვალებას ემოციური წერილით ეხმაურება: „როგორ მძულხარ სიკვდილო! როგორი ვერაგი და დაუნდობელი ხარ! როგორ აუფერულებ ხოლმე ირგვლივ ყველა ლამაზ ფერს! როგორ მარტივად ფერფლავ სიცოცხლეებს! და ალბათ, როცა იმარჯვებ, როგორ ხარხარებ ხოლმე დუჟმორეული, სიხარულისგან! როგორ არ ინდობ დედებს? ბესო, უშენოდაც არ აკლდა ჩვენს […]
რა მადლიანი ქალი ყოფილაო… „ვერ შეაშინა, სახლში სამი ობოლი რომ დახვდებოდა, „დედინაცვლობაზე“ ვერ ათქმევინეს უარი“_ შვილობილის ემოციური წერილი, რომელიც აგატირებთ

შაბათს, ლანჩხუთის სოფელი ჭალა უკანასკნელ გზაზე გააცილებს ძვირფას ქალბატონს, ნანი ჭეიშვილს. რა მადლიანი ქალი ყოფილაო, წერენ მასზე უცნობებიც, რაც შვილობილის, ლალი კუკულაძე-შენგელიას გამოსამშვიდობებელი წერილი წაიკითხეს: „ჩუმად, მორცხვად მოვიდა ჩვენ ცხოვრებაში… ცოტა გვიან ეწვია პირველი სიყვარული… მაგრამ ნამდვილი იყო და ვერ შეაშინა, სახლში რომ ორი მული და სამი ობოლი დახვდებოდა, ვერ ათქმევინეს უარი „დედინაცვლობაზე“, თავდახრილი მოყვებოდა […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ციალა ერმილეს ასული საჯაია

ძმისშვილები: მურად, მურთაზ საჯაიები; რძალი ეკა სიხარულიძე; ძმისშვილიშვილები: გიორგი, ირაკლი საჯაიები; მძახალი რუსლან სიხარულიძე; ბიძაშვილები, დეიდაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან ციალა ერმილეს ასული საჯაიას გარდაცვალებას. დაკრძალვა: კვირას, 19 ივლისს, 15 სთ.-ზე, მაჩხვარეთის სასაფლაოზე.გამოსვენება: ქ. ლანჩხუთი, აღმაშენებლის ქ.#30-დან. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.
„სოფლებს არაფრის უფლება არ აქვთ და რაში მისცეს ქრთამი? შეაწმენდენ ახლა ხელს“ _ როგორ ეხმაურებიან ლესის რწმუნებულის დაკავებას: „დაიწყეს „ლიფსიტების“ დაჭერა, „ღლანები“ რომ გადარჩეს“

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, დღეს სუს-ის მიერ დაკავებული ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელი, ლესის ტერიტორიულ ორგანოში მერის წარმომადგენელი/რწმუნებული დავით ლომაძეა. მას გამოძიება, სავარაუდოდ, ე.წ. დრაივისთვის მიწის უკანონოდ გამოყოფას და ამაში სარგებლის მიღებას ედავება. დაკავებული ლესის რწმუნებულია 2013 წლიდან. იგი „ქართული ოცნებასთან“ ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისიდან გამოჩნდა და აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. მმართველი პარტიისთვის იგი დღემდე მნიშვნელოვან […]
ლანჩხუთელი კარატისტების წარმატება BATUMI OPEN-ზე: 7 მედალი 7 ქვეყნის 400 მონაწილეს შორის!

ლანჩხუთელმა კარატისტებმა წარმატებით იასპარეზეს საერთაშორისო ტურნირზე _ BATUMI OPEN, რომელშიც 7 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონის ტიტულს 12-13 წლიანებში იაგო აბაშიძე დაეუფლა (55 კგ. წ/კ), იმავე ასაკში, ვიცე-ჩემპიონი გახდა ცოტნე ხოფერია (50 კგ. წ/კ). მესამე ადგილი დაიკავა ხუთმა ლანჩხუთელმა _ ლუკა აბაშიძემ, მაია კუკულავამ, ანა იმნაძემ, სანდრო სამსონიამ და ლუკა ვანაძემ. ლანჩხუთელი კარატისტები საერთაშორისო ტურნირზე […]
ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელი დააკავეს _ სუს-ი ამბობს, რომ მან სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ე.წ. დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის სანაცვლოდ სარგებელი მიიღო

ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელი დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. სულ სუს-მა 9 მუნიციპალიტეტში, 14 საქმეზე 28 პირი დააკავა, მათგან 3 ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით. „გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი […]