ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელი დააკავეს _ სუს-ი ამბობს, რომ მან სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ე.წ. დრაივის გან­თავ­სე­ბი­სა და შემ­დგო­მი მფარ­ვე­ლო­ბის სანაცვლოდ სარგებელი მიიღო

ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელი დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. სულ სუს-მა 9 მუნიციპალიტეტში, 14 საქმეზე 28 პირი დააკავა, მათგან 3 ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. „გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ლან­ჩხუ­თი­სა და თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მე­რი­ე­ბი­სა და ონის სა­ტყეო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნილ მი­წა­ზე მოძ­რა­ვი […]

„ყველაფერს გავიღებდი, ჩემს ტელეფონზე ზარისთვის “დედა” _ ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ექიმის წარმატებული შვილი: „და იმ წყეულ დღეებში, ყველაზე მეტად არ მინდოდა ექიმობა…“

კიდევ ერთ წარმატებულ ლანჩხუთელს გაგაცნობთ – ანა ხოფერიას, ახალგაზრდა ექიმს, რომელმაც პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობითა და მუდმივი განვითარების სურვილით უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ქართულ მედიცინაში. ანა ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რის შემდეგაც გინეკოლოგიის მიმართულებით რეზიდენტურა გაიარა. დღეს იგი კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმი-გინეკოლოგი და კოლპოსკოპისტია. პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ანა სამეცნიერო […]

ლანჩხუთში ლოგიკური აზროვნების ოლიმპიადა ჩატარდება: II-VI კლასის მოსწავლეებს დაუვიწყარი დღეები ელოდებათ! [ინტერვიუ თიკა ალიმბარაშვილთან]

ლანჩხუთში ლოგიკური აზროვნების ოლიმპიადა ნოემბერში დაიწყება, ხოლო განცხადებებს 1-ლი სექტემბრიდან მიიღებენ. მასში მონაწილეობა მე-2-6 კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ და  მონაწილეობის ღირებულება მხოლოდ 35 ლარია. წარმატებულები სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრებსაც მიიღებენ. ჩვენი გვესაუბრება თიკა ალიმბარაშვილი _ ლოგიკური აზროვნების კურსის დამაარსებელი. იგი მათემატიკის პედაგოგი და ტრენერთა ტრენერია, რამდენიმე წიგნის ავტორიცაა. _ ლანჩხუთში ლოგიკური აზროვნების ახალი სეზონი უკვე იღებს სტარტს. […]

„როგორც კი ბალიშზე თავს დავდებდი, ის [სუფსის] სახლი მესიზმრებოდა…“ _ ტარიელ ჭანტურია ჭუჭყიან კომპრომისებზე არასდროს წასულა: „მე ხომ კატორღელი დედ-მამის შვილი ვიყავი“

– კონიაკს დალევ? – მანგოს წვენს! – უნდა გაკოცო! – მაკოცე! – შენ არ მაკოცებ? – მე არა! – მაშინ მე ორჯერ გაკოცებ! ცნობილი ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება მკითხველთან შეხვედრა გახლდათ, ყველაზე დიდი ჯილდო კი _ მისი სიყვარული. პირველი ლექსი _ „ნადირობა“ 1951 წელს, ჯერ კიდევ სკოლის […]

სოფელ წყალწმინდაში 5-მა არასრულწლოვანმა მაღაზია გაქურდა, ერთ-ერთმა გატეხილ მინაზე ფეხი გაიჭრა _ რას ამბობენ შსს-ში?

გურიაში ხუთმა არასრულწლოვანმა მაღაზია გაქურდა. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმიდაში მოხდა. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა მაღაზიიდან გამოსვლის დროს გატეხილ მინაზე ფეხი გაიჭრა. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს, რომელსაც ქურდობის ფაქტი დაუდასტურეს შსს-ში _ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ წყალწმინდაში კახა თედორაძემ გამოცემას უთხრა, მაღაზიის გაქურდვის […]

ლანჩხუთსა და ლესას შორის ავტობანი, რომელიც 7 თვის წინ გაიხსნა, „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოების“ გამო 9 ივლისის 12 საათამდე დაიკეტა

ლანჩხუთსა და ლესას შორის ავტომაგისტრალზე მოძრაობა 9 ივლისის 12 საათამდე შეიზღუდა. ამის შესახებ საუბარია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. „სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 (მე-3) მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესის საავტომობილო გზაზე, N1 სახიდე გადასასვლელთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოები განხორციელდება. სამუშაოების წარმოების მიზნით, 2026 წლის 6 ივლისიდან 9 ივლისის 12:00 საათამდე, ლანჩხუთისა და ლესის […]

ლანჩხუთის პოლიციამ მრავალჯერ ნასამართლევი პირი და უცხოეთის მოქალაქე გრიგოლეთში ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავა

ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით, „გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ქურდობისთვის არაერთგზის ნასამართლევმა პირმა, თანამზრახველთან – საქართველოში დროებითი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად, კურორტ გრიგოლეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში  მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია და სხვადასხვა […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ვენერა სიმონის ასული გოდუაძე-სარჯველაძისა

შვილები: ნოე, თორნიკე, გიორგი სარჯველაძეები; რძლები: ეთერ ჩხარტიშვილი, მარიკა მენაღარიშვილი, ნარგიზ ბარამიძე, ირინა თავაძე; შვილიშვილები: ირაკლი, გიორგი, ეკა სარჯველაძეები; შვილთაშვილები: ავთო, ანა, ალექსანდრე, ანასტასია სარჯველაძეები; ძმიშვილები, დისშვილები, მაზლიშვილები, ბიძაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ვენერა სიმონის ასული გოდუაძე-სარჯველაძისა. დაკრძალვა: სამშაბათს, 7 ივლისს, 15 სთ.-ზე;მისამართი: ლანჩხუთი, სოფელი ჯუნეწერი. ”გურია თუდეი” გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, […]

გიორგი კეკელიძე, მსოფლიო ჩემპიონატი, გაფუჭებული ტელევიზორი და მამა, რომელიც თავდახრილი მუშაობს და არაფერს გეკითხება

გურული მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთლამაზ მოგონებას აქვეყნებს, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ემოციურს და გულში ჩამწვდომს: ახლა რომ ამბავს გიყვებით, ეს არ მომიყოლია. მაშინ სტუდენტი ვარ და სხვადასხვაგან ვათევ. მეგობართან, ნათესავთან და ხან სასულიერო აკადემიის საერთო საცხოვრებელშიც კი. ამ საცხოვრებელში ჩემი მამიდაშვილი, გელა ცხოვრობს. გელა იმიტომ ცხოვრობს, რომ აკადემიის სტუდენტია. მე იმიტომ, რომ […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა Რობიზონ ასლანიშვილი

Შვილები: ხვიჩა, გოჩა; და დოდო; რძლები: თამილა კაპანაძე, ნათია აფხაზავა; Შვილიშვილები: ქეთევანი, ნინო, ანანო, გიორგი; დისშვილები, ბიძაშვილები და ახლო ნათესავები ღრმა მწუხარებით იუწყებიან Რობიზონ ასლანიშვილის გარდაცვალებას. დაკრძალვა: სამშაბათს, 7 ივლისს, 15 სთ.-ზე, Სოფ. ხაჯალია. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.