ლანჩხუთის ცხოვრების ემოციური ფრაგმენტები წიგნად აიკინძა _ სოფიო ჩხაიძის თბილი ისტორიების კრებული და პატივსაცემი სტუმრები თანდილას ვენახებში

ლანჩხუთის ცხოვრების ის ძვირფასი ფრაგმენტები, რომლებსაც სოფიო ჩხაიძე გურული იუმორით, სითბოთი, სიცოცხლითა და გულწრფელობით წლების განმავლობაში გვიზიარებდა, ახლა ერთ წიგნადაა შეკრული. ჩვენს უნიჭიერეს თანაქალაქელს სიურპრიზი ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ფოლკლორის კაბინეტის გამგე მაია ჭანტურიამ მოუწყო და წიგნად აწყობილი თბილი ისტორიების ამბავი ბოლოსკენ გააგებინა. ეს მხოლოდ მოგონებების კრებული არ არის _ ეს არის ადამიანების, ურთიერთობების, ბავშვობის, სოფლისა […]

ურეკში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო _ რა დეტალებია ცნობილი ტრაგედიის შესახებ?

რამდენიმე საათის წინ, ტრაგედია დატრიალდა ურეკ­ში _ ზღვა­ში 3 წლამ­დე ბავ­შვი და­იხ­რჩო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ნა­პი­რო­ზე, კა­რავ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც მათ ბავ­შვი გა­ე­პა­რათ. ამ დრო­ის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია უც­ნო­ბია. ბოლო 2 კვირაში ეს ურეკში მეორე ტრაგედიაა _ 18 ივნისს, 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.

ლანჩხუთის კოლორიტი, რომელმაც აკაკი ჩხაიძე ჩხუბში გაიცნო, შევარდნაძეს 80 ათასი „დასცინცლა“, ვახუშტი კოტეტიშვილს კი _ ხმა ჩააკმენდინა… [25 წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუ ამირან წილოსანთან]

მის ორგანიზატორულ ნიჭზე ლეგენდები დადიოდა. საბჭოთა წყობაშიც ახერხებდა ეროვნული სულისკვეთების ღონისძიებების ჩატარებას. გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს მან ჩამოიყვანა ცნობილი ლანჩხუთელები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, იგი გახლდათ „ეგნატეობის“ ინიციატორი, რეჟისორი და სულისჩამდგმელი. ყველაზე რთულ დროს „გურიის“ პრეზიდენტის პოსტი ჩააბარეს… დღეს ჩვენ ლანჩხუთის კოლორიტს, ამირან წილოსანს გავიხსენებთ. მასთან 25 წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, სადაც ჩანს, ჩვენი […]

„გურიასაც მოადგა „სქროლვა-სქრინვის“ სააგენტო და როცა სასამართლო პროცესებს ადამიანები ელოდებიან 9-10 წელი, ასეთი აბსურდისთვის იცლიან, თუ ზემოდან დაავალებენ“ _ თათია ნიკოლაშვილი

„გურიასაც მოადგა „სქროლვა-სქრინვის“ სააგენტო და მაშინ, როცა ადამიანები სასამართლო პროცესებს ელოდებიან 9-10 წელი და ზოგი უფრო მეტი, არის 15 წლის ქეისიც, იმიტომ, რომ მოსამართლეები არ ჰყოფნით და ამისთვის უცებ მოიცალეს“ _ ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი თათია ნიკოლაშვილი, ცნობილი სპორტსმენის, მერაბ დვალიშვილის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო განხილურ საქმეზე. გურული ოპოზიციონერი თვლის, რომ ეს […]

2017 წლის 7 ნოემბრის შემდეგ არ წაუგიათ: ციცებმა შემოატრიალეს და საქართველოს პირველი ჩემპიონები ქვედა ზონაში გაუშვეს, ნათია დანელიამ კიდევ 3 გაიტანა!

„ლანჩხუთმა“ ზედიზედ მე-16, დიდი ანგარიშით კი, მე-15 შეხვედრა მოიგო და „ნიკე-ლუსოსთან“ ერთად I-II ადგილებს იყოფს. მატჩი ქუთათურთა სიურპრიზით დაიწყო _ ზუსტად ტაიმის შუაში, „მართვემ“ ანგარიში გახსნა. თუმცა ლიგის მთავარმა მეგოლემ, ნათია დანელიამ იმერლებს მალევე უპასუხა და 2 წუთში 2 გოლი გაიტანა. მერე ეთერ სულაშვილმა აიღო სტუმრების კარი და მატჩის ინტრიგა პირველივე ტაიმშივე მოკვდა, 3:1. მეორე […]

[ნეკროლოგი] გარდაცვალა ანზორ გერმანეს ძე აფხაზავა

მეუღლე ნარგიზ იმნაძე; შვილები: რეზო, ინდირა აფხაზავები, გიორგი ხურცილავა; შვილიშვილები: ზურიკო, ლუკა, ნიკოლოზ თედიაშვილები, ანასტასია, საბა ხურცილავები; ძმისშვილები: ირმა, გოგიტა ფაცურიები; სიძეები: გიორგი თედიაშვილი, თემურ ჩოგანდარიანი; რძლები: მაკა მიხაშვილი, ხათუნა აბუსერიძე; ცოლისდა თამრიკო იმნაძე; დეიდაშვილები: ნუნუკა მარგალიტაძე, მარინა კვაჭაძე; მზახლები: მარინა, ზურაბ თედიაშვილები, მარიამ, ლონგი მიხაშვილები და ახლო ნათესავები ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან ანზორ გერმანეს […]

გურული მორაგბე საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს _ დავით არობელიძემ „ვანთან“ კონტრაქტი გააფორმა!

დავით არობელიძე კარიერას ფრანგულ Rugby Club Vannes Officiel-ს შემადგენლობაში გააგრძელებს. Freerugby_geo-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, გურულ მორაგბესა და ფრანგულ კლუბს შორის 2+1 კონტრაქტი გაფორმდა. 19 წლის მორაგბემ, რომელიც ოზურგეთის “არწივების” აღზრდილია, გასული სეზონი “არმიაში” გაატარა და სექტემბრიდან TOP 14-ის კლუბს შეუერთდება. საფრანგეთის უმაღლესი ლიგა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. დავით არობელიძე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახლდათ. […]

„პარიჟანკებიდან“ „გადარეულებამდე“… ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში „გადამეორებული გაკვეთილი“ 20 წლის შემდეგ

„აქა ამბავი ,,გადარეული” ტყუპებისა, მათი ძმებისა და ორი ფეოლასი, რომლებმაც ასახელეს სკოლა და ლანჩხუთი“ _ ვკითხულობთ ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის ფეისბუქ-გვერდზე. ამ სკოლის ბიჭების გუნდმა ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ოლიმპიადა მოიგო და როგორც ითქვა, იგივე ეგიდის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. წაიკითხეთ: შევხვდებით მსოფლიოზე… ლანჩხუთის პირველი საქართველოს 2292 სკოლაში პირველია, საბა ცანავა _ საუკეთესო ფეხბურთელია! შესაძლოა, ბევრს […]

„გურიამ“ „მერანს“ 6:1 მოუგო _ მეხუთასე მოგება და მეხუთე სათასო გადაკვეთა თბილისის „დინამოსთან“…

„გურიამ” თასის გათამაშების მეორე ეტაპზე თბილისის „მერანი“ 6:1 დაამარცხა. ლანჩხუთურმა კლუბმა საშინაო მატჩი თბილისში გადაიტანა და პირველ ტაიმში 5 უპასუხო გოლი გაიტანა. ლუკა ქოქოსაძემ გახსნა ანგარიში, დუბლი ლუკა ჩაგანავამ შეასრულა, ასევე გაიტანეს ლევან კაკუბავამ, ივანე ოქროპირიძემ და დათა სიჭინავამ. შესვენებაზე გააკეთა ოთხივე ცვლილება თემურ ლორიამ, რომელიც გოჩა ტყებუჩავას დისკვალიფიკაციის გამო, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს. ჩაგანავამ, […]

„30 წელია, ამისთვის ფული ვერ გამონახეს და ფეკალიებში გვახჩობენ… ოქროს საბადო გვაქვს ყველა გაწვიმებაზე, ყელამდე ვართ პატივისცემით“ _ რა პრობლემებია ლანჩხუთის ქუჩებში

რამდენიმე დღის წინ, არც თუ ისე ძლიერი წვიმისას, ლანჩხუთში, ურუშაძის ქუჩაზე, მოსახლეობის თქმით, საკანალიზაციო ჭიდან გადმოსულმა ფეკალიებმა, მათი ეზოები დატბორა. ფაქტის ამსახველი ვიდეო „გურია თუდეი“ გვერდზე გამოვაქვეყნეთ. ნახეთ: „აი, ესაა მათი სიტყვა და საქმე: ფეკალიებში გვახრჩობენ ეს დამპლები“ „შეხედეთ ეზოში რა ხდება, კანალიზაცია ეზოში შემოდის პირდაპირ… ამას ხომ არ ეშველა არაფერი. სანამდე შეიძლება ასე იყოს […]