„რა ეშველება თქვენს უბედურ დედას, ასე რატომ გაიმეტეთ სატანჯველად?“ _ „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი გოჩა იმნაიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა

ლანჩხუთის „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი გოჩა იმნაიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. იგი მხოლოდ 45 წლის გახლდათ. მართალია, მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა არავინ მოელოდა, თუ ასე ახალგაზრდას მოუწევდა სიცოცხლესთან განშორება. არსებული ინფორმაციით, დილით მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოზია. გოჩა იმნაიშვილი „გურიას“ ღირსებას 7 სეზონის მანძილზე […]

„იქ მოგეგებებიან ჩვენი მარად ბავშვები და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები: თემური, ევგენი, ლია, ერეკლე, მარინა, ციცო, ვახო და გია…“ _ ლელა ჩახვაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ლანჩხუთელი პოლიტიკოსი, ემიგრაციაში მყოფი ლელა ჩახვაძე ავტოავარიაში დაღუპულ მალხაზ პატარაიაზე ემოციურ წერილს აქვეყნებს: „5 წელი ერთ მერხზე, გვერდით მეჯექი, მახო, მოფერებით _ ფიშტირიკო… წესიერესი, უპრეტენზიო, უკეთილშობილესი, უთბილესი ბიჭი. [ფეისბუქ]პოსტით ვიგებ ამ უმძიმეს ამბავს, ჩემო ბავშვობის მეგობარო. ნამდვილად ვიყავით გამორჩეული კლასი, ერთმანეთის სიყვარულით, სიახლოვით და ტკივილებითაც. ჰოდა, ახლა იქ მოგეგებებიან ჩვენი მარად ბავშვები და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები: […]

ზედიზედ მე-15 მოგება და 14 „მშრალად“: ისევ 5:0, გურულების გაბელ(ა)ია, დანელიასა და ბუხრიკიძის დუბლები და ჰა(ნა) რას ელი?

„ლანჩხუთმა“ „ვერეს“ ისევ 5:0 მოუგო. კვლავ გაიტანა ნათია დანელიამ _ ლიგის მთავარმა მეგოლემ თუ ლანჩხუთურ შეხვედრაში თბილისელებს ერთი გაიტანა, ამჯერად 2 წუთში 2-ჯერ აიღო მასპინძელთა კარი. ასევე დუბლი შეასრულა ნინო ბუხრიკიძემ, რომელიც თანაგუნდელის მთავარი მდევარია ბომბარდირთა დავაში. ეროვნული ნაკრების მოთამაშე თამაშს უგოლოდ არ ტოვებს. შეგახსენებთ, წინა შეხვედრაში 8 (!) გოლი გაიტანა. ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა […]

გამარჯვებულებს არ ასამართლებენ: „გურიამ“ „დიდუბეს“ თამაში შემოუტრიალა… გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი?

„გურიამ“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. „დიდუბე“ გურულების კონკურენტია და საზაფხულო შესვენების მეორე ადგილზე შეხვედრაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია. თანაც გურულები აგებდნენ _ გოჩა ტყებუჩავას (დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს ტრიბუნიდან მოძღვრავდა) შეგირდება პირველ ტაიმში უპირატესობა გოლად ვერ აქციეს, სამაგიეროდ, მეორეს სტარტზევე დედაქალაქელებმა ანგარიში გახსნეს. არადა, კუთხურის გათამაშებისას, საჯარიმოში 2-ჯერ მეტი სტუმარი იყო, მაგრამ კამანლიდინი მინუნგუსთან ვერაფერი გააწყვეს, 0:1. ბოლო […]

„უფალმა იცის, სანამ ვიცოცხლებ, ვერა და ვერ ვთმობ, მიყვარს სიცოცხლე…“ _ რას წერდა ია ხალვაში გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე: „ჩემს საკუბოედ დარგულ მუხის ხეს, ამოუყრია მძლავრად ტოტები…“

ლანჩხუთი ია ხალვაშს ემშვიდობება. ქალბატონს, რომელიც უდიდესმა ტრგედიამაც ვერ გატეხა და ჩვენი ქალაქის „დედა ტერეზად“ იქცა. იგი იყო ყველას გვერდში მდგომი, დამხმარე და ჭირისუფალი, სიცოცხლის, სიკეთის, სიძლიერის, ვაჟკაცობის მოყვარული. სითბო და სიყვარული არავისთვის ენანებოდა… ასევე წაიკითხეთ: ცაში დაფერფლილი ბედნიერება… „ჩვენ მხოლოდ დასახიჩრებულ გვამებს დავტიროდით“ – ლანჩხუთელი მენაღარიშვილების ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით […]

შევხვდებით მსოფლიოზე… ლანჩხუთის პირველი საქართველოს 2292 სკოლაში პირველია, საბა ცანავა _ საუკეთესო ფეხბურთელია!

ძალიან გაგვახარეს ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის (დირექტორი თამაზ კილაძე) მოსწავლეებმა, რომლებმაც სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალი მოიგეს და მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე თამაშის უფლება მოიპოვეს. დავით სანაძე, დათა პატარაია, ზაზა განევი, საბა ცანავა, ნიკოლოზ განევი, გიორგი ურუშაძე, გაბრიელ ურუშაძე, მიშიკო ჩხაიძე, ალექსანდრე მოქია, მათე ტუღუში, ირაკლი ურუშაძე, გაბრიელ კვირკველია… _ ამ ბიჭებმა შეძლეს, საუკეთესოები ყოფილიყვნენ საქართველოს 2292 […]

„თქვენ საუკეთესო კოლექტივი შექმენით და წარმატებამაც არ დააყოვნა…“ _ გარდაიცვალა ლეილა გიგინეიშვილი, რომელიც ნიგვზიანის ბაღს ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა

ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ნიგვზიანის ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი ლეილა გიგინეიშვილი. „ქალბატონი ლეილა რამდენიმე ათეული წელი ხელმძღვანელობდა ნიგვზიანის ბაგა-ბაღს, გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით, სათნო და შემოქმედებითი ბუნებით, აღსაზრდელებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. მან თავი დაგვამახსოვრა, როგორც სიკეთის უანგაროდ მთესველმა და თავმდაბალმა ადამიანმა, საიმედო და უღალატო მეგობარმა… მისი ხსოვნა […]

„ლანჩხუთმა“ რეკორდი დაამყარა: სულაშვილის 1 და დანელიას 2 ჰეთ თრიკი, ბუხრიკიძემ იგივე პირველ ტაიმში შეძლო, ჯამში კი, 2 პოკერი გამოუვიდა… 22:0!

„ლანჩხუთმა“ აუტსაიდერი „რაჭა“ სარეკორდო ანგარიშით, 22:0 დაამარცხა. აქამდე ციცებს ერთ თამაშში არც ამდენი გაეტანათ და არც ასეთი სხვაობით მოუგიათ. რა თქმა უნდა, ყველა გოლის აღწერით თავს არ შეგაწყენთ. თან გასათვალისწინებელია, რომ რაჭველებმა შეხვედრა 9 მოთამაშით ჩაატარეს და კარშიც მინდვრის მოთამაშე ედგათ… 6 გოლი გაიტანა ნათია დანელიამ _ გუნდისა და ქალთა ლიგის მთავარმა მეგოლემ პირველ ტაიმში […]

მაშველებმა ზღვიდან 4 დამსვენებელი გამოიყვანეს, ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა _ რა დეტალები ხდება ცნობილი ურეკში დატრიალებულ ტრაგედიაზე? [განახლებული]

ურეკში ზღვის დინებამ 4 ადამიანი წაიღო, მაშველებმა ოთხივე მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილიდან ვიდეო „გურიის მოამბემ“ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი დაზარალებული თავიდანვე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მას ადგილზე დახმარებას მაშველები უწევდნენ. ვიდეოში ასევე ისმის ხმა, რომ ფოთიდან წასულ სასწრაფო დახმარებას დააგვიანდა და მედიკოსების ბრიგადას ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდა. გადარჩენილი სამი პირის […]

რატომ არ უნდოდა მამას მისი ექიმობა, როგორ „გაცოცხლდა მიცვალებული“ და ვის ჩაუტარა „პირველი ოპერაცია“ მე-6 კლასელმა იოსებ ჩიჩუამ [20 წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუ]

დღეს, ლანჩხუთის კოლორიტს და უსაყვარლეს ექიმს, იოსებ ჩიჩუას 85 წელი შეუსრულდებოდა. გაისად 20 წელი გახდება, რაც დაგვტოვა ადამიანმა, რომელმაც ჩვენი ქალაქის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ეს ინტერვიუ დაახლოებით 20 წლის წინ ჩავწერე. ბატონ იოსებს საავადმყოფოში მაშინ ვესტუმრე, როცა მორიგი ოპერაციიდან გამოვიდა: _ ჰო, რა გინდებენ, ბაღნებო, ახლა რაცხა გლახა არ წამომცდეს… აბდლური თუ ვთქვა, არ […]