ორი ლუკას და კახას 3 _ „გურიამ“ ლანჩხუთში მეოთხე თამაშიც დიდი ანგარიშით მოიგო და ისევ 5 გაიტანა!

„გურიამ” საკუთარ მოედანზე ხაშურის „ივერიას” უმასპინძლა და 5:2 მოუგო. ლანჩხუთში ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაში გურულებმა მინიმუმ 5 გოლი გაიტანეს და პირველად გაუშვეს. წინა მატჩები „ევგრაფი შევარდნაძეზე“ 5:0, 5:0 და 6:0 მორჩა. ამჯერად პირველი ორი გოლი ორმა ლუკამ გაიტანა _ ჩაგანავამ ანგარიში გახსნა, ქოქოსაძემ 2:1 გახადა. შეცვლაზე შესულმა, კახა კახაბრიშვილმა ჰეთ თრიკი შეასრულა. 5:2 დიდი ანგარიშია, თუმცა […]

ჩვენი მეგობრის ტკივილიანი დაბადების დღე [ბიძინა ფირცხალაიშვილის ხსოვნას]

დღეს ჩვენი ძვირფასი თანაკლასელი ბიძინა 56 წლის გახდებოდა… ბედისწერის მწარე რეალობით, სწორედ დღეს დაემთხვა მისი მიწიერი დაბადების დღე და ამქვეყნიდან წასვლის ორმოცი დღე. ეს ორმაგად მტკივნეულია, თუმცა გვჯერა, რომ დღეს მისი სული უფალთან ზეიმობს მარადიულ დაბადებას. ბიძინა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში იმ საუკეთესო თვისებებით, რასაც სიყვარული, ერთგულება, მეგობრობა და კეთილი გული ჰქვია. ამ სევდიან დღეს, […]

სულაშვილის ჰეთ თრიკი, დანელიას დუბლი და ბუხრიკიძის კინკილა _ ციცებმა ბათუმში აჭარული იცეკვეს

„ლანჩხუთი“ ბათუმს ესტუმრა და ადგილობრივი გუნდი 6:0 დაამარცხა. არადა, აჭარული გუნდი მყარადაა მესამე ადგილზე და ერთადერთია, რომელიც ჩემპიონობისთვის მებრძოლებს წინააღმდეგობას უწევს. პრინციპში, „ბათუმს“ ეს მხოლოდ „ნიკე-ლუსოსთან“ გამოუვიდა _ ორივე თამაში მხოლოდ 0:2 წააგო და აქედან, ერთ შემთხვევაში, ამაში მსაჯებს ადანაშაულებენ. გურული კლუბის წინააღმდეგ კი, არაფერი გამოსდის. გვიმბალაურში 0:4 წააგო, დღეს ბათუმში, 2-ით მეტი გაუშვა, გოლის […]

„უკეთესად ვერ აშარჟებს მაკვარანცხებს ლექსადა, იუმორის მამა გვყავდი, მოვლენილი ლესადან…“ _ რა სთხოვა დიმიტრი ბერიძემ „გურია თუდეის“?

ლანჩხუთს დიმიტრი ბერიძე აღარ ჰყავს _ მართლაც სახალხო მთქმელი, ხალხის პულსზე რომ ეჭირა მუდამ ხელი… ვისაც ეკუთვნოდა, ისე ოსტატურად ეუბნებოდა სათქმელს, მწარე იყო, მაგრამ ვერავინ გაუბრაზდებოდა, იმდენად ალალი კაცი იყო… ძალიან გაუჭირდა მეუღლის გარეშე… ეს მის ლექსებშიც იკითხებოდა… თუმცა ცდილობდა, მხნედ ყოფილიყო… ბოლო ლექსი ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა… ემოციურია თეო ბერიძეს დამშვიდობება საამაყო ბაბუსთან: ხელის […]

„სამწუხაროდ, ოჯახი არ შეუქმნია, ბოლო რამდენიმე წელი კი, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა, რასაც ძალიან განიცდიდა“ _ ლანჩხუთი ღვაწლმოსილ პედაგოგს ემშვიდობება

ლანჩხუთელი მასწავლებელი მამია გუჯაბიძე გარდაიცვალა. ამაგდარ პედაგოგს ემოციურად ემშვიდობება და სოფლის განათლების დიაკვანს უწოდებს მისი მოსწავლე და შემდგომში თავადაც მასწავლებელი, ზვიად მახარაძე. იგი იხსენებს მასწავლებლის სიტყვებს: „მე თქვენ, ჩემს მოსწავლეებს გაბრიელ ბერის სიტყვები მინდა მინდა გითხრათ: სანამ თქვენ ცოცხალი ხართ, მანამ მე ვიცოცხლებ…” მართლაც, ასეთი სიტყვების შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამია გუჯაბიძის სახელი მშობლიურ […]

[გამოსათხოვარი] მამია გუჯაბიძის ხსოვნას

დღეს დიდი ტკივილით ვემშვიდობებით ადამიანს, რომელმაც ღირსეული კვალი დატოვა მრავალი ადამიანის ცხოვრებაში. მამია გუჯაბიძე იყო გამორჩეული უხუცესი ქართველი, ბრძენი, მშვიდობისმოყვარე და კეთილშობილი პიროვნება, რომლის სიტყვასა და რჩევას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. მისი ღვაწლი არაერთი მოსწავლისა და თანამოძმის ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება. იგი იყო მაგალითი ადამიანობის, სიბრძნისა და სიყვარულის. მისი წასვლა დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ოჯახისა და ახლობლებისთვის, […]

ანშლაგი და მაყურებლის გულწრფელი ტაში _ შარლ პეროს „წითელქუდა“ ლანჩხუთის თეატრის სცენაზე

ლანჩხუთის თეატრის სცენაზე წარმოდგენილმა შარლ პეროს უკვდავმა ქმნილებამ _ „წითელქუდა“ მაყურებელთა აღფრთოვანება და დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლის რეჟისორი გახლდათ ნიჭიერი მსახიობი ირაკლი კალანდარიშვილი. იგი განასახიერებდა მგლის როლს, ხოლო მისი შვილიშვილი _ უმცროსი ირაკლი კალანდარიშვილი _ ძაღლს (თოჯინა), წამყვანისა და ბებიას როლს ტასო კვირკველია ითავსებდა, წითელქუდასი _ ბარბარე ბერიძე. დედა ანა ღლონტი გახლდათ, დუბლი _ თამაზ ფირცხალაიშვილი, […]

ოქონა, საქუხია, ელინაბადო და მდინარე, რომელიც „აღმა მიდის“: „აცაურა“ ნებისმიერ დიდ სცენას დაამშვენებს!

სოფელ აცანაში „აცაურას“ საანგარიშო კონცერტი გაიმართა, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ლანჩხუთის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ლანჩხუთის საკრებულოს წევრის, ნინო მშვიდობაძის შეფასებით, „არიან ანსამბლები, სიმღერის შესრულების თავისი ხელწერა, მანერა რომ აქვთ: „არის ლანჩხუთში, მთაზე შეფენილი, ლამაზი, კოხტა სოფელი თავისი საოცარი ბუნებით, ისტორიით, ოქონათი, საქუხიით, ელინაბადოთი, წმინდა ნინოს მონასტრით, კიდევ უამრავი სიწმინდით და რაც მთავარია, ხალხით, ლაღი, სტუმართმოყვარე […]

„რაფერ ტყულა მომიკლეს ბაღანა, შვილო“ _ გურიაში ტრაგედია დატრიალდა: 15 წლის ბიჭს ხელი ჰქონდა მოტეხილი და ოპერაციაზე გული გაუჩერდა

გურიაში ტრაგედია დატრიალდა. არსებული ინფორმაციით, ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ჩხიკვიშვილმა სირბილისას ხელი მოიტეხა, ოჯახს ადგილობრივ საავადმყოფოში ურჩიეს _ ბიჭი ქუთაისის ან ბათუმის კლინიკაში გადაეყვანათ. ახ­ლობ­ლე­ბი ამბობენ, რომ ბიჭს ძვა­ლი ჰქონ­და გა­ტე­ხი­ლი და შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ცია იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი. ისი­ნი ექი­მე­ბის მკაც­რად დას­ჯას ითხო­ვენ. „ექი­მებ­მა ჩემი ლუკა მო­მიკ­ლეს“ – წერს ლუკას დედა ნინო სი­ხა­რუ­ლი­ძე. ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ […]

„აქ პირველადაა წარმოდგენილი ერთად შეკრებილი, თემატურად შეკრული გურული (ლანჩხუთური) ქრონიკები, რაც ზრდის მისდამი ინტერესს“ _ ზოია ტუღუში

ლანჩხუთელი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ეგნატე ნინოშვილის მუზეუმის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის, ზოია ტუღუშის საინტერესო რეცენზია გურულების სამაგიდო წიგნზე _ „ლანჩხუთის ქრონიკები“: „ამასწინათ, გამომცემლობა „ნეკერმა“ დასტამბა უაღრესად საინტერესო და საჭირო წიგნი „ლანჩხუთის ქრონიკები“. მასში თავმოყრილია ლანჩხუთის ეტიმოლოგიის განხილვიდან დაწყებული, რელიეფის, ნიადაგების, მდინარეების, ტბების, ჭაობების თავისებურებათა ამსახველი მასალები, არქეოლოგიური მონაპოვრების, ეთნოგრაფიული თავისებურებების, კულტურის ძეგლების, ეკლესია-მონასტრების, სკოლებისა და სამკითხველოების, პრესისა […]